ლუკ შოუმ აღიარა, რომ ვარჯიშზე დაბრუნებისა და ძალიან მძიმე ტრავმისგან რეაბილიტაციის შემდეგ, თავს შესანიშნავად გრძნობს.
მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ინგლისელმა მცველმა მხოლოდ 8 მატჩში ჩაატარა და ეინდჰოვენის "პსვ"-ს წინააღმდეგ სექტემბერში გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე, ფეხბურთელთან შეჯახების დროს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მან სეზონის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.
ახლა, ინგისელი, ზაფხულის არდადეგებისა და აღდგენილი ძალების შემდეგ, 21 წლის მარცხენა მცველი "წითელ ეშმაკებთან" ვარჯიშის განახლებითა და ახალი მწვრთნელით ძალიან კმაყოფილია.
MUTV-სთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, შოუმ "უიგანის" წინააღმდეგ მატჩის წინ, საკუთარ დაბრუნებაზე ისაუბრა:
"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად მძიმედ და ვვარჯიშობდით და შაბათის მატჩს ყველანი მოუთმენლად ველით. რა თქმა უნდა, მე კარგად ვარ."
კითხვაზე, თუ როგორ აღწერდა ახალგაზრდა ინგლისელი საკუთარ ტრავმას, შოუმ განაცხადა, რომ ამჟამად ფოკუსირებულია მხოლოდ უფრო პოზიტიურ მომავალზე: "არ ვიცი, თუ როგორ აღვწერო ეს. უკანასკნელი 8 თუ 9 თვე, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო მანამ, სანამ არ განვაახლებდი ვარჯიშს და წარსულში მომხდარს დავივიწყებდი. ამჟამად, მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ და ვცდილობ გავიხსენო ის, თუ როგორ დავიწყე გასული სეზონის გახსნითი მატჩები.
კლუბში და კლუბის გარეთ, ყველანი მეხმარებოდნენ. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა. ცხადია, ეს ადრეც ვთქვი, თუმცა დიდი მადლობა მინდა კვლავ გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომლებიც მე ხელს მიწყობდნენ და მოედანზე გამოსვლის საშუალებაც მომცეს."
ლუკმა მოურინიოზე და მცველებთან მიმართებაში მის მეთოდებზე ისაუბრა: "დიახ, ის ძალიან კარგი და სასიამოვნოა. მას ძალიან ბევრი განსხვავებული გაკვეთილები აქვს. ვარჯიშზე ჩვენ ვარჩევთ მუშაობას, რომელიც კარგი თამაშის საშუალებას მოგვცემს. ყველაფერი სახალისო და სასიამოვნოა, ასევე ყველაფერი ტაქტიკას ეხება, ასე რომ ჩვენი საქმე ძალიან კარგად ვიცით."