თბილისი:
მანჩესტერი:
16-07-2016, 11:53
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2621,
კომენტარები: 21
შოუ: "დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ"
შოუ ლაზარეთიდან დაბრუნებაზე საუბრობს.
შოუ:
ლუკ შოუმ აღიარა, რომ ვარჯიშზე დაბრუნებისა და ძალიან მძიმე ტრავმისგან რეაბილიტაციის შემდეგ, თავს შესანიშნავად გრძნობს.

მოგეხსენებათ, გასულ სეზონში ინგლისელმა მცველმა მხოლოდ 8 მატჩში ჩაატარა და ეინდჰოვენის "პსვ"-ს წინააღმდეგ სექტემბერში გამართული ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაზე, ფეხბურთელთან შეჯახების დროს ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მან სეზონის დარჩენილ თამაშებში მონაწილეობის მიღება ვერ მოახერხა.

ახლა, ინგისელი, ზაფხულის არდადეგებისა და აღდგენილი ძალების შემდეგ, 21 წლის მარცხენა მცველი "წითელ ეშმაკებთან" ვარჯიშის განახლებითა და ახალი მწვრთნელით ძალიან კმაყოფილია.

MUTV-სთან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში, შოუმ "უიგანის" წინააღმდეგ მატჩის წინ, საკუთარ დაბრუნებაზე ისაუბრა:

"თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ვფიქრობ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ შესანიშნავად მძიმედ და ვვარჯიშობდით და შაბათის მატჩს ყველანი მოუთმენლად ველით. რა თქმა უნდა, მე კარგად ვარ."

კითხვაზე, თუ როგორ აღწერდა ახალგაზრდა ინგლისელი საკუთარ ტრავმას, შოუმ განაცხადა, რომ ამჟამად ფოკუსირებულია მხოლოდ უფრო პოზიტიურ მომავალზე: "არ ვიცი, თუ როგორ აღვწერო ეს. უკანასკნელი 8 თუ 9 თვე, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო მანამ, სანამ არ განვაახლებდი ვარჯიშს და წარსულში მომხდარს დავივიწყებდი. ამჟამად, მხოლოდ მომავალზე ვფიქრობ და ვცდილობ გავიხსენო ის, თუ როგორ დავიწყე გასული სეზონის გახსნითი მატჩები.

კლუბში და კლუბის გარეთ, ყველანი მეხმარებოდნენ. ამაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩემმა ოჯახმა და მეგობრებმა. ცხადია, ეს ადრეც ვთქვი, თუმცა დიდი მადლობა მინდა კვლავ გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობას, რომლებიც მე ხელს მიწყობდნენ და მოედანზე გამოსვლის საშუალებაც მომცეს."


ლუკმა მოურინიოზე და მცველებთან მიმართებაში მის მეთოდებზე ისაუბრა: "დიახ, ის ძალიან კარგი და სასიამოვნოა. მას ძალიან ბევრი განსხვავებული გაკვეთილები აქვს. ვარჯიშზე ჩვენ ვარჩევთ მუშაობას, რომელიც კარგი თამაშის საშუალებას მოგვცემს. ყველაფერი სახალისო და სასიამოვნოა, ასევე ყველაფერი ტაქტიკას ეხება, ასე რომ ჩვენი საქმე ძალიან კარგად ვიცით."




წყარო: ManUtd.com

ახალი ამბები, ინტერვიუები
21 კომენტარი
№11
ავტორი: kantona-7
16 ივლისი 2016 12:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მე მჯერა ამბიჭის უბრალოდ დრო დასჭირდება hi2 მიდი ლუკ დაივიწყე ტრამვა და შეუბერე ახლიდან love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№12
ავტორი: vanovano
16 ივლისი 2016 13:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ფსიქოლოგიურად თუ არ შეეშინდა მეტოქის შემდეგ ყველა ბარიერს გადალახავს
0
№13
ავტორი: safaridze
16 ივლისი 2016 13:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 38
კეთილი იყოს შენი დაბრუნება მეგობარო ..... კომენტარებს გადავხედე და ზოგს აგარ ჯერა ამ ბიჯის ტალანტის ტრავმის გამო მაგრამ ის აამტკიცებს ჯერ 21ისა და მსოფლიოს ერთერთი საუკეტესო მარცხენამცველი დადგება :) და იმისაც მჯერა რო ისტორიაშიშევა ცჰვენი ლუკიტო
0
№14
ავტორი: ikeoni
16 ივლისი 2016 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Dzalian magari gvyavs dzalian ❤️
0
№15
ავტორი: laba
16 ივლისი 2016 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
მიდი შოუ
0
№16
ავტორი: Iunaitedi
16 ივლისი 2016 14:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
dges iqneba savaraudod dziritadshi. Dzalian mainteresebs mtlianad dziritadi.
0
№17
ავტორი: Gega Beckham
16 ივლისი 2016 15:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
love
0
№18
ავტორი: hemi
16 ივლისი 2016 15:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ბიჭებო დადებთ ხო იმედია საყურებელ ლინკს? ან რო მითხრათ სად ვნახო ან სოპკასტით რავი ოღონდ იყოს რამე რო შეიძლება ყურება ისეთი
0
№19
ავტორი: Rosso Diavolo
16 ივლისი 2016 16:10
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
შესანიშნავად დაიწყო სეზონი და ცუდია, რომ ასეთ დროს მიიღო ტრავმა.

დღეს ძირითადშია და მოუთმენად ველი ამის ათამაშებას, იმედია სეზონსაც კარგად დაიწყებს love
0
№20
ავტორი: I K A
16 ივლისი 2016 16:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
პირდაპირი ეთერი არაა თამაშის?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top