თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2016, 18:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2841,
კომენტარები: 18
მიიღებს ზლატანი ტურნეზე მონაწილეობას?
შვედის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მიიღებს ზლატანი ტურნეზე მონაწილეობას?
შვედმა ახალწვეულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა, ევრო 2016-ის შემდეგ დამატებითი დასვენების დრო მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ზლატანმა FIFA-ს წესების მიხედვით 3 კვირიანი არდადეგები მიიღო, ჟოზე მოურინიომ შეიძლება იბრას კიდევ ერთხელ შეუწყოს ხელი და ჩინეთში გასამართ წინასასეზონო ტურნეზე არ წაიყვანოს.

ამჟამად ზლატანი, რომელმაც ზაფხულში სანაკრებო კარიერა დაასრულა, ისვენებს, თუმცა, სოციალურ ქსელებში ვარჯიშის ამსახველი ვიდეობით, საკუთარ მიმდევრებს ხშირად ახარებს.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ "წითელი ეშმაკები" მატჩს 22 ივლისს შანხაიში, ხოლო 25 ივლისს პეკინში გამართავენ, ასე რომ, ყველაზე სარწმუნოა ის ვერსია, რომლის თანახმადაც, შვედი სუპერვარსკვლავი "იუნაიტედის" მაისურით პირველ შეხვედრას გიოტებორგეში, "გალათასარაის" წინააღმდეგ მატჩში ჩაატარებს. შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება, დანარჩენ ორ ახალწვეულს: ერიკ ბაიისა და ჰენრიხ მხითარიანს, ორივე კარინგტონზე იმყოფება და ჩინეთში გასამგზავრებლად უკვე 100%-ით მზად არიან.
ახალი ამბები, ჭორები
18 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
15 ივლისი 2016 19:18
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დაისვენოს კაცო ისედაც ასაკსია კაცი, მთელი პრემიერლიგა ელოდება წინ ბოქსინ დეებით და გადატვირთული გრაფიკით, დაასვენონ დაFე გალათასარაისთანაც თუ უნდათ და პირდაპირ ლესტერთან ფინალი ათამაშონ, მაინც გაიტანს ეგ ოხერი )))
0
№2
ავტორი: Iunaitedi
15 ივლისი 2016 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
chemiazrit unda waiyvanos jozem. Imito ro, sheechvios gunds da gundi ibras. Da saertod, ukve droa yvela ertad iyos. Ertad ivarjisho da a.sh.
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
15 ივლისი 2016 20:16
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
არადა გასსწორებდა იბრაც, რომ ჩინეთში გუნდთან ერთად წასულიყო ჩემი აზრით უფრო კარგად შეეწყობოდა გუნდს.
0
№4
ავტორი: hemi
15 ივლისი 2016 20:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ბაზარი არაა გაასწორებდა ჩინეთში რო.წამოსულიყო მარა რაცაა ეგაა რა მთავარია ძალები აღიდგინოს და პრემიერ ლიგაში დაგვეხმაროს, პატარა ბიჭი არაა რო შეგუენა გაუჭირდეს იმედია ხოდზეც მოვა
0
№5
ავტორი: shotkin
15 ივლისი 2016 20:28
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Legend Sir Alex
არადა გასსწორებდა იბრაც, რომ ჩინეთში გუნდთან ერთად წასულიყო ჩემი აზრით უფრო კარგად შეეწყობოდა გუნდს.

ხო რაღაცპონტში ბაზარი არაა , სულ როარათამაშო შეეჩვევა სასტავს მარა დიადმა ჟოზემ ეტყობა იცის ეს ყველაფერი რისთვისაა კარგი :D
0
№6
ავტორი: GeorgeBest
15 ივლისი 2016 21:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრემიერ ლიგაც მალე დაიწყება და არ გვეჩქარება დიდად ამის ხილვა, მირჩევნია ხალაგზრდები გამოცადოს
0
№7
ავტორი: LASHQARA
15 ივლისი 2016 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ოოო სამურაი ისვენებს love am დატოვებს ტავის კვალს პრემიერლიგაში love
0
№8
ავტორი: nika manchester
15 ივლისი 2016 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
კარგია აღარაა ახალგაზრდა და ჭირდება დრო დასასვენებლად
0
№9
ავტორი: Best 7
15 ივლისი 2016 22:25
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
რა დამატებითი დასვენება ითამაშოს
0
№10
ავტორი: Devil
15 ივლისი 2016 23:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 35
ხვალეც ხოა თამაში?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top