თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2016, 18:51
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3060,
კომენტარები: 18
მიიღებს ზლატანი ტურნეზე მონაწილეობას?
შვედის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მიიღებს ზლატანი ტურნეზე მონაწილეობას?
შვედმა ახალწვეულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა შესაძლოა, ევრო 2016-ის შემდეგ დამატებითი დასვენების დრო მიიღოს.

მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, ზლატანმა FIFA-ს წესების მიხედვით 3 კვირიანი არდადეგები მიიღო, ჟოზე მოურინიომ შეიძლება იბრას კიდევ ერთხელ შეუწყოს ხელი და ჩინეთში გასამართ წინასასეზონო ტურნეზე არ წაიყვანოს.

ამჟამად ზლატანი, რომელმაც ზაფხულში სანაკრებო კარიერა დაასრულა, ისვენებს, თუმცა, სოციალურ ქსელებში ვარჯიშის ამსახველი ვიდეობით, საკუთარ მიმდევრებს ხშირად ახარებს.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ "წითელი ეშმაკები" მატჩს 22 ივლისს შანხაიში, ხოლო 25 ივლისს პეკინში გამართავენ, ასე რომ, ყველაზე სარწმუნოა ის ვერსია, რომლის თანახმადაც, შვედი სუპერვარსკვლავი "იუნაიტედის" მაისურით პირველ შეხვედრას გიოტებორგეში, "გალათასარაის" წინააღმდეგ მატჩში ჩაატარებს. შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.

რაც შეეხება, დანარჩენ ორ ახალწვეულს: ერიკ ბაიისა და ჰენრიხ მხითარიანს, ორივე კარინგტონზე იმყოფება და ჩინეთში გასამგზავრებლად უკვე 100%-ით მზად არიან.
ახალი ამბები, ჭორები
18 კომენტარი
№11
ავტორი: ikeoni
15 ივლისი 2016 23:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Daisvenos kargad da moixodeba mere magrad ❤️
0
№12
ავტორი: ჩესტერ777
15 ივლისი 2016 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Daisvenos jobia es 3 weli aq iqneba me mgoni da aranaklebi v.persie gveyoleba

Daisvenos jobia es 3 weli aq iqneba me mgoni da aranaklebi v.persie gveyoleba
0
№13
ავტორი: stepno
16 ივლისი 2016 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
bully manutd იბრააააა
0
№14
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივლისი 2016 00:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დატოვის კაცო
0
№15
ავტორი: PrinceZlatan
16 ივლისი 2016 11:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
ზლატანი არ გამოტოვებს ტურნეს ... ტურნე გამოტოვებს ზლატანს am
0
№16
ავტორი: vanovano
16 ივლისი 2016 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ჟოზემ თავის საქმე იცის
0
№17
ავტორი: laba
16 ივლისი 2016 14:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ibram unda daisvenos
0
№18
ავტორი: JuanMata
17 ივლისი 2016 01:53
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ნუ მოკლავს ახლა თამაშით და წაიყვანოს, ვარჯიშებზე მივა, გუნდს შეეწყობა, ჩინეთშიც მშვენივრად შეიძლება დასვენება wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top