თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2016, 14:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3838,
კომენტარები: 15
მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა
რა შემადგენლობით ვიხილავთ ხვალინდელ მატჩში "იუნაიტედს" ?
მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა
მოგეხსენებათ, ხვალ "DW სთედიუმზე" "უიგან ათლეტიკი" ამხანაგურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა, მანჩესტერელთა მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსთვის "ეშმაკთა" მენეჯერის ამპლუაში პირველი იქნება. შესაბამისად, საკითხავია თუ რა შემადგენლობით მოგვევლინება უიგანში პორტუგალიელი სპეციალისტი.

"იუნაიტედის" ორი ახალწვეული: ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაიი მატჩის განაცხადში არიან, ასე რომ ისინი დღევანდელ მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა


მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა


ხვალ დიდი ალბათობით მოედანზე გამოვა ახალგაზრდა ინგლისელი, ლუკ შოუ, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო თამაში 10 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და გუნდთან ერთად პირველად ამ კვირას ივარჯიშა.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მატჩში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან ჩართულები, როგორებიცაა: ალექს ტუანზებე, ტიმოთი ფოსუ-მენსა, ჯეიმს უილსონი, ანდრეას პერეირა, ჯოელ კასტრო პერეირა და დინ ჰენდერსონი, რომლებმაც დღეს პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს.

მატჩში ასევე აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას პირველი გუნდის ფეხბურთელები: მემფის დეპაი, ადნან იანუზაი, მაიკლ კერიკი, ეშლი იანგი, ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი და დეილი ბლინდი, რომლებსაც მოურინიო, ასიტენტ რუი ფარიასთან ერთად Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე დიდი ხანია აკვირდება.

მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა


აღნიშნულ მატჩშს გამოტოვებს "იუნაიტედის" ერთ-ერთი ახალწვეული, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც ევრო 2016-ის შემდეგ ზაფხულის არდადეგები აქვს.

ევროპის ჩემპიონატის გამო, დღევანდელ მატჩში ვერ ვიხილავთ ინგლისელთა ტრიოს: მარკუს რეშფორდს, უეინ რუნისა და კრის სმოლინგს. ინგლისელი ვარსკვლავები გუნდს, მომავალ კვირას, ჩინეთში გასამართ ტურნეზე შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო ჩემპიონთა თასის" ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედი", 22 და 25 ივლისს, დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

წყარო: Sky Sports
სტატიები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
15 ივლისი 2016 14:11
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დღეს თუ ხვალ
0
№2
ავტორი: zurazura
15 ივლისი 2016 14:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
აეეეეეეეეე დეპაი დაიხევს <3
0
№3
ავტორი: DRJBECKHAM
15 ივლისი 2016 14:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ნორმალურად რო დაწეროთ და ხალხს გააგებინოთ არ შეიძლება? გრაფაში წერია 16 ივლისი 16:30 და სტატიაში დღევანდელ შეხვედრაშიო
0
№4
ავტორი: ikeoni
15 ივლისი 2016 14:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Movigebt uechvelii
0
№5
ავტორი: zurazura
15 ივლისი 2016 15:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 243
დგეს არის თუ ხვალ ??
0
№6
ავტორი: MaRkUsH RaShFoRd
15 ივლისი 2016 15:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 21
შოუ მიხარიააა ძაააან
0
№7
ავტორი: zura13
15 ივლისი 2016 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
როდისაა გამაგებინეტ რა წესივრად დგეს ტუ ხვალე
0
№8
ავტორი: stepno
15 ივლისი 2016 15:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: zura13
როდისაა გამაგებინეტ რა წესივრად დგეს ტუ ხვალე

16 შია ეს თამაში smile
0
№9
ავტორი: lado123
15 ივლისი 2016 15:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
არა ხვალაა 16:30 წუთი ლაივსქორზე ვნახე :D
0
№10
ავტორი: kantona-7
15 ივლისი 2016 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ხვალეა ესთამაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top