თბილისი:
მანჩესტერი:
15-07-2016, 14:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3843,
კომენტარები: 15
მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა
რა შემადგენლობით ვიხილავთ ხვალინდელ მატჩში "იუნაიტედს" ?
მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა
მოგეხსენებათ, ხვალ "DW სთედიუმზე" "უიგან ათლეტიკი" ამხანაგურ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. აღნიშნული შეხვედრა, მანჩესტერელთა მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოსთვის "ეშმაკთა" მენეჯერის ამპლუაში პირველი იქნება. შესაბამისად, საკითხავია თუ რა შემადგენლობით მოგვევლინება უიგანში პორტუგალიელი სპეციალისტი.

"იუნაიტედის" ორი ახალწვეული: ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაიი მატჩის განაცხადში არიან, ასე რომ ისინი დღევანდელ მატჩში მონაწილეობას აუცილებლად მიიღებენ.

მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა


მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა


ხვალ დიდი ალბათობით მოედანზე გამოვა ახალგაზრდა ინგლისელი, ლუკ შოუ, რომელმაც ფეხის ტრავმის გამო თამაში 10 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და გუნდთან ერთად პირველად ამ კვირას ივარჯიშა.

კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, მატჩში ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები იქნებიან ჩართულები, როგორებიცაა: ალექს ტუანზებე, ტიმოთი ფოსუ-მენსა, ჯეიმს უილსონი, ანდრეას პერეირა, ჯოელ კასტრო პერეირა და დინ ჰენდერსონი, რომლებმაც დღეს პირველ გუნდთან ერთად ივარჯიშეს.

მატჩში ასევე აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას პირველი გუნდის ფეხბურთელები: მემფის დეპაი, ადნან იანუზაი, მაიკლ კერიკი, ეშლი იანგი, ანტონიო ვალენსია, ფილ ჯონსი და დეილი ბლინდი, რომლებსაც მოურინიო, ასიტენტ რუი ფარიასთან ერთად Aon-ის სავარჯიშო კომპლექსზე დიდი ხანია აკვირდება.

მოურინიო პირველი მატჩისთვის მზადაა


აღნიშნულ მატჩშს გამოტოვებს "იუნაიტედის" ერთ-ერთი ახალწვეული, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელსაც ევრო 2016-ის შემდეგ ზაფხულის არდადეგები აქვს.

ევროპის ჩემპიონატის გამო, დღევანდელ მატჩში ვერ ვიხილავთ ინგლისელთა ტრიოს: მარკუს რეშფორდს, უეინ რუნისა და კრის სმოლინგს. ინგლისელი ვარსკვლავები გუნდს, მომავალ კვირას, ჩინეთში გასამართ ტურნეზე შეუერთდებიან.

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო ჩემპიონთა თასის" ფარგლებში "მანჩესტერ იუნაიტედი", 22 და 25 ივლისს, დორტმუნდის "ბორუსიასა" და "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება.

წყარო: Sky Sports
სტატიები, ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: nika1997
15 ივლისი 2016 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Xvalaa xval mara raa rogor wert eee
0
№12
ავტორი: Legend Sir Alex
15 ივლისი 2016 20:05
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ერთი სული მაქვს როდის მოვა მატჩის დრო ვეღარ ვითმენ. ეს კამანდა გაასწორებდა:

ჟოელ კასტრო, ტიმოტი, ჯონსი, ბაი, შოუ, ბლინდი, ერერა, მხითარიანი, მატა, მემფისი, უილსონი.
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
16 ივლისი 2016 00:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
საინტერესო თამაში იქნება
0
№14
ავტორი: PrinceZlatan
16 ივლისი 2016 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
--------------Wilson-------------
-Depay-----Januzaj----Mkyto--
--------Carrick----F.Mensah----
-Shaw--Blind--Bailly--Valencia-
-------------De Gea--------------
ჩემი აზრით ამ შემადგენლობით უნდა ითამაშოს გუნდმა უიგანის წინააღმდეგ winked
0
№15
ავტორი: vanovano
16 ივლისი 2016 13:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
კარგია უნდა გავანადგუროთ დიდი ანგარიშით ვიგანი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top