თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2016, 21:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4596,
კომენტარები: 18
"რეალი", "იუნაიტედი" თუ "იუვენტუსი" ?
პოგბამ არჩევანი გააკეთა.
პირველად ამ ზაფხულის მანძილზე ტელეარხ ESPN-ს ჟურნალისტმა, პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო დაბრუნების შესახებ კითხვა დაუსვა.

ESPY Awards-ის ცერემონიაზე, სადაც ფრანგი ნახევარმცველიც იყო მიწვეული, ჟურნალისტებმა ფეხბურთელს "რეალის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" მაისური აჩვენეს და ჰკითხეს, თუ რომელს აირჩევდა თავად პოლი.

"რეალი", "იუნაიტედი" თუ "იუვენტუსი" ?


"მე სამივეს ავიღებ,"-დიპლომატიურად უპასუხა ფრანგმა. სამივე კლუბზე საუბრისას, პოლმა განაცხადა, რომ "იუვე" მისი ოჯახია, თუმცა, თავის პირველ ოჯახად, მან "მანჩესტერ იუნაიტედი" დაასახელა. პირდაპირ კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე", პოგბამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ჯერჯერობით არ ვიცი. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგში."

ჟურნალისტებმა პოგბას ასევე კითხეს ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოურინიო ფრანგს დღესვე უხმობდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ახალგაზრდა ნახევარმცველი, თუმცა პოგბამ თავი ამ კითხვასაც აარიდა და სხვა საკითხზე გადავიდა.

"არ ვიცი. ახლა "იუვენტუსის" მოთამაშე ვარ და ასევე ყველაფრით კმაყოფილი. არ შემიძლია იმის თქმა, თუ სად ვისურვებდი წასვლას,"


ასევე ბრიტანული პრესა განიხილავს, ჩინელი მზარეულის, გვარად ჩინის ფოტოებს, რომელმაც "ინსტაგრამის" გვერდზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და პოლ პოგბასთან ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოთამაშეებთან ერთად ლოს-ანჯელესი ერთ-ერთ რესტორანში ისადილა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ და ორივე ფეხბურთელის წარმომადგენელი მინო რაიოლაა.

"რეალი", "იუნაიტედი" თუ "იუვენტუსი" ?
ახალი ამბები, ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Legend Sir Alex
14 ივლისი 2016 21:39
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
შანსი არის, რომ დაბრუნდეს, მაგრამ საკითხავია როდის იტყვის თავის სათქმელს, რჩება იუვეში თუ მიდის სხვაგან.
0
№2
ავტორი: ღამურა 7
14 ივლისი 2016 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
daxatavs mourinios stils 4-2-3-1 shemtevebat, pogba, runi, mxtariani, win ibragima
0
№3
ავტორი: ikeoni
14 ივლისი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Shansi ra tqma unda aris vnaxot ra moxdeba
0
№4
ავტორი: hemi
14 ივლისი 2016 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
გეხვეწები დაეტიე სადაც ხარ რა
0
№5
ავტორი: მარსიალი
14 ივლისი 2016 22:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
კომენტარი გააკეთა იუვეში ვრჩებიო ახლახან ბედნიერი ვარო ამ კლუბში და უახლოეს მომავალში არსად არ წავალო ასე 2-3 წლის მერე უკვე არ ვიცი რა იქნებაო მარა ამ ეტაპზე უახლოეს პერიოდში აქედან წასვლას გამოვრიცხავო აქ მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ და ჩემთვის პატივია შავ თეთრი მაისურის ტარებაო

ხამეს როდრიგესია ტრანსფერზე და მიაწვნენ მაგ ბიჭს გადაყვნენ ამ პოგბას და ბოლოს დავრჩებით მშრალზე
0
№6
ავტორი: laba
14 ივლისი 2016 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: მარსიალი
კომენტარი გააკეთა იუვეში ვრჩებიო ახლახან ბედნიერი ვარო ამ კლუბში და უახლოეს მომავალში არსად არ წავალო ასე 2-3 წლის მერე უკვე არ ვიცი რა იქნებაო მარა ამ ეტაპზე უახლოეს პერიოდში აქედან წასვლას გამოვრიცხავო აქ მნიშვნელოვანი ადამიანი ვარ და ჩემთვის პატივია შავ თეთრი მაისურის ტარებაო

ხამეს როდრიგესია ტრანსფერზე და მიაწვნენ მაგ ბიჭს გადაყვნენ ამ პოგბას და ბოლოს დავრჩებით მშრალზე

მარტალი ხარ 100%
0
№7
ავტორი: makaveli
14 ივლისი 2016 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
pogba rcheba tu midis?
velodebit jiuris pasuxs
0
№8
ავტორი: David de Gea 1
14 ივლისი 2016 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 103
მე მგონია რო დაბრუნდება ზლატანს როცა მანცჰეზე ყსვავდნენ კითხვებს ზუსტად ასე იცილებდა პასუხებს და სხვა თემაზე გადადიოდა მე მჯერ ამის დაბრუნების
0
№9
ავტორი: levionok
14 ივლისი 2016 22:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
არ გამორიცხავს რომ დაბრუნდეს თუმცა მითვის ეს დიდი პიარია შეიძლება სულაც არ უნდა და არც აპირებს გადმოსვლას მაგრამ პიარისთვის იდეალური ვარიანტია და არ ბლოკავს ასე უცბათ,მაურინიოს უკვე ამ თვის ბოლოს მთლიანი შემადგენლობა უნდა ყავდეს რომ მოამზადოს მერე აღარ დაიმატებს არავის და მართალიცაა

მე მაგალითად კაილ უოკერს დავამატებდი ამ კამანდას მაგრად მოუხდება,როცა ფლანგებიდან შეტევას დიდ ყურადღებას უთმობ აუცილებელია გყავდეს კარგი შემტევი მცველები
0
№10
ავტორი: JuanMata
14 ივლისი 2016 23:14
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ჩინელ მზარეულთან თუ აქვს ფოტო 100% მოდის მაშინ.

შეეშვან პოგბას, აგერ კანტეს ეჩალიჩება ჩელსის, კანტე ძაან გაასწორებდა, ვერატიზე იჩალიჩონ, ხამესზე, დაეწყო ამასაც ლუისნაირი გაჭედვები.

ან შეიძლება ჩალიჩობენ და პოგბა ჟურნალისტების ყურადღების გასაფანტად ყავთ აჩემებული wink
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top