თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2016, 21:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4598,
კომენტარები: 18
"რეალი", "იუნაიტედი" თუ "იუვენტუსი" ?
პოგბამ არჩევანი გააკეთა.
პირველად ამ ზაფხულის მანძილზე ტელეარხ ESPN-ს ჟურნალისტმა, პოლ პოგბას "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლო დაბრუნების შესახებ კითხვა დაუსვა.

ESPY Awards-ის ცერემონიაზე, სადაც ფრანგი ნახევარმცველიც იყო მიწვეული, ჟურნალისტებმა ფეხბურთელს "რეალის", "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "იუვენტუსის" მაისური აჩვენეს და ჰკითხეს, თუ რომელს აირჩევდა თავად პოლი.

"რეალი", "იუნაიტედი" თუ "იუვენტუსი" ?


"მე სამივეს ავიღებ,"-დიპლომატიურად უპასუხა ფრანგმა. სამივე კლუბზე საუბრისას, პოლმა განაცხადა, რომ "იუვე" მისი ოჯახია, თუმცა, თავის პირველ ოჯახად, მან "მანჩესტერ იუნაიტედი" დაასახელა. პირდაპირ კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა ფრანგი "ოლდ ტრაფორდზე", პოგბამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:"ჯერჯერობით არ ვიცი. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგში."

ჟურნალისტებმა პოგბას ასევე კითხეს ის, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოურინიო ფრანგს დღესვე უხმობდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ახალგაზრდა ნახევარმცველი, თუმცა პოგბამ თავი ამ კითხვასაც აარიდა და სხვა საკითხზე გადავიდა.

"არ ვიცი. ახლა "იუვენტუსის" მოთამაშე ვარ და ასევე ყველაფრით კმაყოფილი. არ შემიძლია იმის თქმა, თუ სად ვისურვებდი წასვლას,"


ასევე ბრიტანული პრესა განიხილავს, ჩინელი მზარეულის, გვარად ჩინის ფოტოებს, რომელმაც "ინსტაგრამის" გვერდზე ზლატან იბრაჰიმოვიჩთან და პოლ პოგბასთან ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მოთამაშეებთან ერთად ლოს-ანჯელესი ერთ-ერთ რესტორანში ისადილა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ და ორივე ფეხბურთელის წარმომადგენელი მინო რაიოლაა.

"რეალი", "იუნაიტედი" თუ "იუვენტუსი" ?
ახალი ამბები, ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: nika1997
14 ივლისი 2016 23:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Ara ar dabrindeba zidans sahudzvreba trakshi.
0
№12
ავტორი: MEMPHIS 7
14 ივლისი 2016 23:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
მოვა უეჭველი
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
15 ივლისი 2016 00:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
Xo ver gaigeb verafers
0
№14
ავტორი: ilker
15 ივლისი 2016 00:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 290
mcire xniani shesvenebis shemdeg kvlav davubrundi did fexburts :))) imedia gadmova poli, tumca chamshel naxevarmcvels, tu dairreven magari iqneba
0
№15
ავტორი: Memphis Depay
15 ივლისი 2016 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
უკვე გასაგებია რომ პოგბა ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს ან მანჩესტერის ან იუვენტუსის მთავარია რომელი უფრო მეტს გადაუხდის კვირაში მეტი არაფერი ამ ტიპს მემგონი არ აინტერესებს!
0
№16
ავტორი: gocha 1985
15 ივლისი 2016 02:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 53
Draxlerze rom echalichebinat eg iqneboda yvelaze uketesi ara mgonia pogba gadmovides am wels ligaze rom viyot mashin sheizleba.
0
№17
ავტორი: stepno
15 ივლისი 2016 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
გადმოვა პოგბა
0
№18
ავტორი: Baby
19 ივლისი 2016 17:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 16
Ar gadmova realisken ufro ixreba da kaia mara 120milioni evro ra ambavia saqartvelos yiduloben? wink amashi 120 milioni evro bevria real the best!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top