თბილისი:
მანჩესტერი:
12-07-2016, 14:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3788,
კომენტარები: 13
ჟოზეს ღია მესიჯი ფანებს
მოურინიო "წითელ არმიას" მიმართავს.
ჟოზეს ღია მესიჯი ფანებს
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ბედნიერები იყვნენ, მაგრამ პორტუგალიელი მენეჯერი ამტკიცებს, რომ საკუთარ წარმატებაში დიდ როლს მხარდაჭერა ასრულებს.

adidas Front Row-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოურინიო საუბრობს, რომ მისთვის "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნა დიდი პატივია და როდესაც ის ხვდება, რომ მოლოდინი არის ძალიან დიდი, პორტუგალიელი ტრიბუნაზე დგომის მნიშვნელობასაც განმარტავს.

"მესმის, რომ მოლოდინი არის ძალიან დიდი, თუმცა მათ(გულშემატკივრების) მიმართ მეც მაქვს დიდი მოლოდინი. თუ არ ვიქნებით ერთად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ვიქნებით ბედნიერები. ვფიქრობ, ვნება, რომელიც ფანებს აქვთ, არის უზარმაზარი.

ეს კლუბის ცხოვრებაში ახალი ნაწილია. ყოველთვის, როდესაც ცვლი მწვრთნელს სამწუხაროა, თუმცა ეს ახლა, გუნდის ცხოვრების ახალი ნაწილია. ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე ახალი სახე და ბოლომდე ამას გავაგრძელებთ. არ აქვს მნიშნველობა ვინ არის გუნდის მწვრთნელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს, ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა ჩვენგანზე მეტია.

ვნება, რომელიც გულშემატკივრებს აქვთ, მომართულია კლუბისთვის და ვგრძნობ, რომ კლუბის კაცი ვარ. როდესაც აქ მოვედი, "იუნაიტედის" მაისური მეცვა. ეს არის ისეთი კლუბი და ეს არის ისეთი მაისური, რომლის წარდგენითაც ძალიან ვამაყობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მეც ვიყო ბედნიერი და ხალხიც გავაბედნიერო."


პირველ წელს სამიზნეების თვალსაზრისით, მოურინიოს საკუთარი მისია უკვე დასახული აქვს.

"არ ვარ თავმდაბალი, როდესაც ვსაუბრობ სამიზნეებზე. ამ შემთხვევაში შედარებით აგრესიულიც ვარ. მე მსურს ყველაფერი და ყველაფერი, მატჩების მოგება, კარგად თამაში, გოლების გატანა და კარის შენარჩუნებაა... ყველაფერი. მე მსურს ყველაფერი. ვიცი, რომ ვსაუბრობთ ჰიპოტეთიკური სიტუაციის შესახებ, რისი მიღწევაც ძალიან რთულია, თუმცა მსურს ყველაფერი."

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 ივლისი 2016 14:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Chveni imediii ❤️
0
№2
ავტორი: PaLoMo
12 ივლისი 2016 14:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Yvelaferi da yvelaferi kargiaaa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: kobinio
12 ივლისი 2016 16:50
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Welcome ❤
0
№4
ავტორი: de gea1
12 ივლისი 2016 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
დავაი ჯოზე
0
№5
ავტორი: WeAreUnited
12 ივლისი 2016 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 293
ბიჭო აი მიყვარს რა ასეთი მწვრთნელები მოტივატორია იმენა მაქსიმალისტი ეს ბიჭებს იმენა დაგეშავს რავიცი მე თავიდან ძალიან ცუდად ვუყურებდი ამის მოსვლას მეგონა რომ ახალგაზრდებს არ გააკარებდა მანჩოს მაგრამ ამან ისეთი ხოდები გააკეთა რომ მართლაც განსხვავებულია და სწორედ რომ ესეთი მწვრთნელი მინდა რომ იყოს მანჩესტერში და არა ვიღაც ცენზურა ვან გაალები ბუბლიკ თავისი ფილოსოფიებით და მომავლის იმედით ამას უნდა მაქისმუმი და ამოიღებს ამათგან მაქსიმუმს ვერ აკეთებ შენ საქმეს კარგად ნაცენზურა და ხეხე სკამი ბუბლიკ
0
№6
ავტორი: GeorgeBest
12 ივლისი 2016 19:30
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩვენი მესიჯი ჟოზეს love

დიდი იმედები მაქვს და იმედია გაამართლებს, ამის მერე ვინ შეიძლება მოვიდეს უკვე აღარც ვიცი
0
№7
ავტორი: Rosso Diavolo
12 ივლისი 2016 20:49
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ციტატა: General
ჩვენი მესიჯი ჟოზეს love

დიდი იმედები მაქვს და იმედია გაამართლებს, ამის მერე ვინ შეიძლება მოვიდეს უკვე აღარც ვიცი


ვახ ჩემი wink wink wink
0
№8
ავტორი: dachi_mu
12 ივლისი 2016 23:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Aiii ar vici dzaanac ro moindomis gafucheba jozem gundi mainc win wava :)
0
№9
ავტორი: Legend Sir Alex
13 ივლისი 2016 00:12
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
აბა შენ იცი მოუ ეპლს ვწევთ წელს.
0
№10
ავტორი: Amazing Redman
13 ივლისი 2016 03:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
აუ არვიცი მე პირადად არ მევასებოდა აქ მოსვლამდე ეს კაცი და რავქნა, მაგრამ აშკარად სხვა ენთუზიაზმით მოვიდა და განსხვავებული ემოციებით. მას ფერგის მაგალითიდან იმხელა მოტივატორიყავს იუნაიტედის ისტორიაში, რომ ეს ყველაფერი რასაც ჩვენი გუნდისთვის სასიკეთო იქნება მასე იქნება რატომღაც მჯერა ამ ეტაპზე და დიდი იმედიმაქ რადიკალურად განსხვაებულ ფეხბურთს შემოგვთავაზებს და ბევრ წარმაატება გველის წინ. დაე გაგვიმართლოს იმედები მაურინიომ და დაამტკიცოს, რომ ფერგის მერე გამოჩნდა ის ადამინი ვისაც იუნაიტედის ისტორიაში კიდევ ახალი ისტორიის ფურცელზე დაწერა სურს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top