ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრები ბედნიერები იყვნენ, მაგრამ პორტუგალიელი მენეჯერი ამტკიცებს, რომ საკუთარ წარმატებაში დიდ როლს მხარდაჭერა ასრულებს.
adidas Front Row-თან მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მოურინიო საუბრობს, რომ მისთვის "ოლდ ტრაფორდზე" ყოფნა დიდი პატივია და როდესაც ის ხვდება, რომ მოლოდინი არის ძალიან დიდი, პორტუგალიელი ტრიბუნაზე დგომის მნიშვნელობასაც განმარტავს.
"მესმის, რომ მოლოდინი არის ძალიან დიდი, თუმცა მათ(გულშემატკივრების) მიმართ მეც მაქვს დიდი მოლოდინი. თუ არ ვიქნებით ერთად, არ არსებობს იმის შანსი, რომ ვიქნებით ბედნიერები. ვფიქრობ, ვნება, რომელიც ფანებს აქვთ, არის უზარმაზარი.
ეს კლუბის ცხოვრებაში ახალი ნაწილია. ყოველთვის, როდესაც ცვლი მწვრთნელს სამწუხაროა, თუმცა ეს ახლა, გუნდის ცხოვრების ახალი ნაწილია. ჩვენ მოვიყვანეთ რამდენიმე ახალი სახე და ბოლომდე ამას გავაგრძელებთ. არ აქვს მნიშნველობა ვინ არის გუნდის მწვრთნელი, არ აქვს მნიშვნელობა ვინ თამაშობს, ეს არის "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყველა ჩვენგანზე მეტია.
ვნება, რომელიც გულშემატკივრებს აქვთ, მომართულია კლუბისთვის და ვგრძნობ, რომ კლუბის კაცი ვარ. როდესაც აქ მოვედი, "იუნაიტედის" მაისური მეცვა. ეს არის ისეთი კლუბი და ეს არის ისეთი მაისური, რომლის წარდგენითაც ძალიან ვამაყობ. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მეც ვიყო ბედნიერი და ხალხიც გავაბედნიერო."
პირველ წელს სამიზნეების თვალსაზრისით, მოურინიოს საკუთარი მისია უკვე დასახული აქვს.
"არ ვარ თავმდაბალი, როდესაც ვსაუბრობ სამიზნეებზე. ამ შემთხვევაში შედარებით აგრესიულიც ვარ. მე მსურს ყველაფერი და ყველაფერი, მატჩების მოგება, კარგად თამაში, გოლების გატანა და კარის შენარჩუნებაა... ყველაფერი. მე მსურს ყველაფერი. ვიცი, რომ ვსაუბრობთ ჰიპოტეთიკური სიტუაციის შესახებ, რისი მიღწევაც ძალიან რთულია, თუმცა მსურს ყველაფერი."