თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2016, 20:47
ავტორი: Darkness,
ნანახია: 3804,
კომენტარები: 16
SkySports: "იუნაიტედს" კიდევ ორი მოთამაშე დაემშვიდობება
ნიკ პაუელისა და ვიქტორ ვალდესის შემდეგ კლუბს კიდევ ორი მოთამაშე დატოვებს.
SkySports:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველები ტაილერ ბლეკეტი და გილერმო ვარელა, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებენ, რადგან ჟოზე მოურინიო მათ კლუბში ზედმეტად თვლის.

არც ცენტრალური მცველი ბლეკეტი და არც მარჯვენა მცველი ვარელა არ ვარჯიშობენ "იუნაიტედის" პირველ გუნდთან ერთად, რადგან ისინი არ შედიან "წითლების" ახალი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სამომავლო გეგმებში.

მოურინიო აპირებს კლუბის აკადემიიდან ახალგაზრდების დაწინაურებასა და მათთვის პირველ გუნდში გარკვეული სათამაშო დროის მიცემას. აქსელ ტუანზებესა და ტიმოთი ფოსუ-მენსას სახით მას უკვე ჰყავს გარკვეული მოთამაშეები ამისთვის.

ორივე ზემოაღნიშნულ მოთამაშეს შემდეგ სეზონში თავის გამოჩენის საშუალება ექნება, რადგან მათ სხვებთან შედარებით განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ფოსუ-მენსა პირველ გუნდში ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით მოხვდა და 10 ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მოახერხა. მან დიდი როლი ითამაშა "არსენალის", "მანჩესტერ სიტისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებებში.

როგორც ცნობილია, ჰოლანდიის ასაკობრივი ნაკრების წევრს შეუძლია ითამაშოს ყველა დაცვით პოზიციაზე და საყრდენ ნახევარმცველად, მაგრამ სავარაუდოა, რომ მოურინიო თავის გამოჩენის საშუალებას მას მარჯვენა მცველის პოზიციაზე მისცემს .

რაც შეეხება აქსელ ტუანზებეს, იგი კონგოს რესპუბლიკაში დაიბადა და გაიზარდა როქდეილში. "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელები მას ახასიათებენ, როგორც ლიდერის თვისებების მქონე მოთამაშეს, რადგან იგი კაპიტნობდა 18-წლამდელთა გუნდს.

ტუანზებე ასევე საკვანძო ფიგურა იყო 21 წლამდე გუნდშიც, მაგრამ ჯერჯერობით "იუნაიტედის" პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონია, თუმცა ეს საშუალება მას ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის დროს მიეცემა.

წყარო:SkySports
სიახლეები, ახალი ამბები
16 კომენტარი
№1
ავტორი: hemi
10 ივლისი 2016 20:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ვარელა არ მომეწონა რაც ჩაატარა თამაშები და ბლეკეტი არ იყო ისე ცუდი თან 20 წლისაა მგონი და სადაც ჯონსი გვყავს მიეცათ მაგისთვისაც შანსი
0
№2
ავტორი: GeorgeBest
10 ივლისი 2016 20:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რეზერვებში თუ მოუწევს ისევ ყოფნა უნდა წავიდეს ვარელა აბა რა უნდა ქნას, დაბერდა ტიპი. მომწონდა მაგრად ამის შეტევაში ჩართვები, თუმცა დაცვაში ძაან სუსტია
0
№3
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2016 20:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
სავარაუდოდ ესე მოხდებაა
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
10 ივლისი 2016 20:58
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ვარელა ძაან მევასებოდა და ან იჯარით უნდა წავიდეს ან ისევ რეზერვებში დაბრუნდეს, თუმცა, ვარელას ფოსუ-მენსას ვამჯობინებდი. ტიპი ძაან გიჟია
0
№5
ავტორი: PLANeta
10 ივლისი 2016 21:07
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ვარელაზე მწყდებ გული ძალიან შეტევაშI ძალიან კარგია დაცვაშიც არაა ცუდი ძალიან კარგია ართმევებზე უბრალოდ ძალიან ეზარება ეგ თუ შეხვდა ახლოს მაშინ თუ მივა და ამან დაღუპა ლივერპულთან თამაში რად ღირს. არსენალთან ძალიან კარგი იყო და მიდტიულანდთან მეორე შეხვედრაში როცა გოლი გავიტანეს მერე პენალი ვაცილეთ გუნდი დაეცა და მახსოვს ეს და მემფისი ცდილობდა თამაში გაცოცხლებას დანარჩენი ალბათ ყველას კარგად გემახსოვრებათ. ტაილერზე კიდე რა ვთქვა მაგაზეც მწყდება გული ძალიან შრომისუნარიანი ბიჭია და ძალიან ბევრს შრომებდა მიზნის მისახწევად ვფიქრობ ასე უშანსოდ არ უნდა დატოვონ გუნდი მოურინიოს ხელში.
0
№6
ავტორი: MEMPHIS 7
10 ივლისი 2016 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგი გადაწყვეტილებაა ვარელა უფრო ლალიგაში ან ბუდესლიგაში
0
№7
ავტორი: dybbuk
10 ივლისი 2016 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
მაკნეირს ყველაფრით ჯობდა ბლეკეტი და ის სი რი დატოვეს და ამას ყიდიან, რას გაიგებ
0
№8
ავტორი: nika1997
10 ივლისი 2016 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
Ee varela gaushvit bazari ara da nlekets sheshbii
0
№9
ავტორი: Legend Sir Alex
10 ივლისი 2016 22:10
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ვარელა ძაან ბევრ შეცდომებს უშვებდა ბოლო პერიოდში, ბლეკეტი კარგი იყო პირველად, რომ გამოჩნდა. ვერ მივხვდი რატომ გაანათხოვრა გაალმა ბლეკეტი, როცა შეიძლებოდა მისთვის დროის მიცემა, მარტო ცენტრალური მცველი არაა, მარცხენა ფლანგზეც შეუძლია თამაში.
0
№10
ავტორი: JuanMata
10 ივლისი 2016 22:35
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ვარელა იტალიაში ან ესპანეთში მშვენივრად ითამაშებს, დაცვაში ძაან სუსტია, ბლეკეტს რავი არაუშავდა, ფოსუ ორივეს მირჩევნია ნებისმიერ პოზიციაზე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top