თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2016, 20:47
ავტორი: Darkness,
ნანახია: 3805,
კომენტარები: 16
SkySports: "იუნაიტედს" კიდევ ორი მოთამაშე დაემშვიდობება
ნიკ პაუელისა და ვიქტორ ვალდესის შემდეგ კლუბს კიდევ ორი მოთამაშე დატოვებს.
SkySports:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდა მცველები ტაილერ ბლეკეტი და გილერმო ვარელა, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებენ, რადგან ჟოზე მოურინიო მათ კლუბში ზედმეტად თვლის.

არც ცენტრალური მცველი ბლეკეტი და არც მარჯვენა მცველი ვარელა არ ვარჯიშობენ "იუნაიტედის" პირველ გუნდთან ერთად, რადგან ისინი არ შედიან "წითლების" ახალი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სამომავლო გეგმებში.

მოურინიო აპირებს კლუბის აკადემიიდან ახალგაზრდების დაწინაურებასა და მათთვის პირველ გუნდში გარკვეული სათამაშო დროის მიცემას. აქსელ ტუანზებესა და ტიმოთი ფოსუ-მენსას სახით მას უკვე ჰყავს გარკვეული მოთამაშეები ამისთვის.

ორივე ზემოაღნიშნულ მოთამაშეს შემდეგ სეზონში თავის გამოჩენის საშუალება ექნება, რადგან მათ სხვებთან შედარებით განვითარების ყველაზე დიდი პოტენციალი გააჩნიათ.

ფოსუ-მენსა პირველ გუნდში ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობით მოხვდა და 10 ოფიციალური შეხვედრის ჩატარება მოახერხა. მან დიდი როლი ითამაშა "არსენალის", "მანჩესტერ სიტისა" და "ევერტონის" წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებებში.

როგორც ცნობილია, ჰოლანდიის ასაკობრივი ნაკრების წევრს შეუძლია ითამაშოს ყველა დაცვით პოზიციაზე და საყრდენ ნახევარმცველად, მაგრამ სავარაუდოა, რომ მოურინიო თავის გამოჩენის საშუალებას მას მარჯვენა მცველის პოზიციაზე მისცემს .

რაც შეეხება აქსელ ტუანზებეს, იგი კონგოს რესპუბლიკაში დაიბადა და გაიზარდა როქდეილში. "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელები მას ახასიათებენ, როგორც ლიდერის თვისებების მქონე მოთამაშეს, რადგან იგი კაპიტნობდა 18-წლამდელთა გუნდს.

ტუანზებე ასევე საკვანძო ფიგურა იყო 21 წლამდე გუნდშიც, მაგრამ ჯერჯერობით "იუნაიტედის" პირველ გუნდში დებიუტი არ ჰქონია, თუმცა ეს საშუალება მას ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობის დროს მიეცემა.

წყარო:SkySports
სიახლეები, ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
10 ივლისი 2016 22:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Varela unda wavides da blecetze unda mieca shansii
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2016 02:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ბლეკეტი არაა ფასაშვები უნდა მისცეს შანსი
0
№13
ავტორი: stepno
11 ივლისი 2016 02:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Chveulebrivad gasashvebia orive :-)
0
№14
ავტორი: bziki
11 ივლისი 2016 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
რა ბლეკეტი ჯერ კიდევ როცა ათამაშებდა ვან გაალი მაშინვე იდახდა რო უბრალოდ გაუმარტლა ბლეკეტს ესე მოხდაო თორე მაგისგან რო ტურამი არ დადგებოდა ეტყობოდა. პოზიციურად ძაან სუსტია,არც პასის კულტურა აქ ვერც თამაშს კითხულობდა "ტემპს"
თორე ეხა არა მგონია გაალზე და ჯოზეზე უკეთ ხედავდეთ ნიჭს ახალგაზრდაში
0
№15
ავტორი: Manutd.ge
11 ივლისი 2016 11:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
Ra problemaa daixvewebian da mere xvewnas dauwyeben pognasavit 100 milionad gadmodio
0
№16
ავტორი: deqstera
11 ივლისი 2016 15:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
ძალიან კარგია რომ ვუშვებთ და პოგბას ნურავინ შეადარებს, მას ჰქონდა პოტენციალი თან ახალგაზრდა იყო!!

ვარელა მომეწონებოდა 18 წლის რომ იყოს, მაგრამ 23 წლისას გაცილებით მეტი მოეთხოვება, ჯერ მარტო ურუგვაის ნაკრები რომ ავიღოთ, თუ მართლა ძლიერია ვინ ყავს კონკურენტი ზამენაზეც რო ვერხვდება??! იგივეს ვიტყვი ბლეკეტზე, 22 წლის რომ დუბლებს ვერგაცდები შენი ადგილი იუნაიტედში არარის!!

დუბლებში 20 წლის და მეტის ვინც არის ყველა გასაშვებია, ფერეირას უნდა მიეცეს მხოლოდ შანსი თუ არადა უნდა გაანათხოვრონ, იგივეს ვიტყვი იანუზაიზეც!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top