თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2016, 10:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2473,
კომენტარები: 11
კერიკი "სიტისთან" მატჩის წინ
ინგლისელი ნახევარმცველი ტურნეს მატჩზე საურობს.
კერიკი
მოგეხსენებათ, 25 ივლისს, წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. მაიკლ კერიკს სჯერა, რომ ეს ამხანაგურ მატჩზე მეტი იქნება და მიუხედავად ადგილმდებარეობისა(მატჩი ჩინეთში ჩატარდება) შეხვედრა მანჩესტერულ დერბიდ დარჩება.

"მსოფლიოს საერთაშორისო თასის" ფარგლებში "ეშმაკები" ასევე, მხითარიანის ყოფილ კლუბს დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდებიან.

"დარწმუნებული ვარ, ეს წინასასეზონო ტურნეზე, ამხანაგურ მატჩებში "სანალებლის მოყრაა", რაც ფანებისა და მაყურებლებისთვის შესანიშნავი იქნება.

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფერო იქნება საოცარი.

წინასასეზონო ტურნე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი დროა, სადაც ემზადები და აღწევ იმ დონემდე, რომელიც სეზონის დასაწყისითვის არის საჭირო."

კერიკმა ასევე დორტმუნდელებთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

"ის შესანიშნავი გუნდია, რომელიც გასულ წელს ბუნდესლიგაში კარგად გამოიყურებოდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ეს კარგი მატჩი იქნება. მათ წინააღმდეგ თამაში, გარკვეულ წილად ჩვენი დონის გაგებაში დაგვეხმარება.

პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ დიდ გუნდზე. დარწმუნებული ვარ, საყურებლად მართლაც საოცარი მატჩები იქნება,"
-განუცხადა კერიკმა ManUtd.com-ს

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
11 ივლისი 2016 10:46
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
მოუთმენლად ველი ამ შეხვედრას და პეპთან შერკინებას. რა თქმა უნდა, პრინციპული შეხვედრაა და ბორუსიასთან ერთად მაგარი ტურნე გველის love
0
№2
ავტორი: hemi
11 ივლისი 2016 10:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აი სიტის ასიანი უნდა მოვუგოთ ამხანაგურია თუ რაცაა არ აქვს მნიშვნელობა უნდა გავხიოთ და დორტმუნდთან ალბათ მაინც ჯერ მთავარ სასტავს არ დააყენებს, იქით აქეთ შეამოწმებს ბიჭებს ზოგს შანს მისცემს და მთავარია არ წავაგოთ

და რა თქმაუნდა ჩვენი დიდი პლუსი იქნება ფანობა, ჩინეთში ბევრი არიან წითლები, დორტმუნდის ნაკლებად და სიტის ხო ვაფშე:დ ინგლისში არავინ ბალეშიკობს მაგათ
0
№3
ავტორი: kantona-7
11 ივლისი 2016 11:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ცისფერები უნდა დავანგრიოთ და დორტმუნდზე რავთქვა მთელი გუნდი დაიშალარა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№4
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2016 11:36
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კაეგი იქება თუ გუარდიოლას პირველ ჯერზე მოვუგებთ
0
№5
ავტორი: Chaxrux
11 ივლისი 2016 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Martiali iset sezons chaatarebs wels ro deshami bodishs moixdis ert dghes
0
№6
ავტორი: Legend Sir Alex
11 ივლისი 2016 12:18
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ერთი სული მაქვს როდის ვნახავ მანჩესტერის თამაშს. winked
0
№7
ავტორი: ikeoni
11 ივლისი 2016 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Rodis daiwyeba erti suli maqvs vegar vitmen ukve))
0
№8
ავტორი: მარსიალი
11 ივლისი 2016 13:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ისე ამ ფორმაზე ამხელა შევროლეს ლოგო რო არ იყოს უკეთესი იქნებოდა აიგ რო იყო ეგ ფორმა როგორ მევასებოდა
0
№9
ავტორი: vanovano
11 ივლისი 2016 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
უნდა მოვუგოთ გვარდიოლას სიტის
0
№10
ავტორი: Iunaitedi
11 ივლისი 2016 15:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
chemi azrit chveni dzala da asetuise pirvel tamashi ra shegvidzlia da rogor shegvidzlia sitistan kiara dortmundtan gamochndeba.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top