თბილისი:
მანჩესტერი:
11-07-2016, 10:30
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2474,
კომენტარები: 11
კერიკი "სიტისთან" მატჩის წინ
ინგლისელი ნახევარმცველი ტურნეს მატჩზე საურობს.
კერიკი
მოგეხსენებათ, 25 ივლისს, წინასასეზონო ტურნეს ფარგლებში "იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. მაიკლ კერიკს სჯერა, რომ ეს ამხანაგურ მატჩზე მეტი იქნება და მიუხედავად ადგილმდებარეობისა(მატჩი ჩინეთში ჩატარდება) შეხვედრა მანჩესტერულ დერბიდ დარჩება.

"მსოფლიოს საერთაშორისო თასის" ფარგლებში "ეშმაკები" ასევე, მხითარიანის ყოფილ კლუბს დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდებიან.

"დარწმუნებული ვარ, ეს წინასასეზონო ტურნეზე, ამხანაგურ მატჩებში "სანალებლის მოყრაა", რაც ფანებისა და მაყურებლებისთვის შესანიშნავი იქნება.

ასევე დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივრების მიერ შექმნილი ატმოსფერო იქნება საოცარი.

წინასასეზონო ტურნე ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანი დროა, სადაც ემზადები და აღწევ იმ დონემდე, რომელიც სეზონის დასაწყისითვის არის საჭირო."

კერიკმა ასევე დორტმუნდელებთან გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა:

"ის შესანიშნავი გუნდია, რომელიც გასულ წელს ბუნდესლიგაში კარგად გამოიყურებოდა და დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის ეს კარგი მატჩი იქნება. მათ წინააღმდეგ თამაში, გარკვეულ წილად ჩვენი დონის გაგებაში დაგვეხმარება.

პროგნოზირება ძალიან რთულია, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ორ დიდ გუნდზე. დარწმუნებული ვარ, საყურებლად მართლაც საოცარი მატჩები იქნება,"
-განუცხადა კერიკმა ManUtd.com-ს

წყარო: ManUtd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
12 ივლისი 2016 03:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Dortmunds tu mouget eseigi yvelaferi kargad midis
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top