თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2818,
კომენტარები: 12
მოურინიო ვან გაალის მეთოდებს ცვლის
ჟოზე "იუნაიტედში" ვან გაალის კვალის წაშლას აპირებს.
მოურინიო ვან გაალის მეთოდებს ცვლის
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში ჟოზე მოურინიომ თავისი წინამორბედის, ლუი ვან გაალის მეთოდების შეცვლა სცადა.

Daily Mirror-ი იტყობინება, რომ მოურინიომ სავარჯიშო მოედანზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები გააუქმა, რაც დიდი შვება იყო ფეხბურთელებისთვის.

ამ კამერების საშუალებით ვან გაალი თავის დამხმარესთან ერთად ვარჯიშის პროცესში ჩართულ ფეხბურთელებს აკვირდებოდა და მათ ნაკლს ეძებდა. ლუის ამ მეთოდით გუნდში ძალიან ბევრი უკმაყოფილო მოთამაშე იყო, ჟოზემ კი გადაწყვიტა, რომ მხოლოდ საკუთარ თვალებს ენდოს.

გარდა ამისა, მოურინიომ აკრძალა ვან გაალის მიერ შემოღებული ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მატჩის მომდევნო დღეს გუნდი ერთად იკრიბებოდა და თავის სწორ და არასწორ მოქმედებებს განიხილავდა.

პორტუგალიელი არ აპირებს, მთლიანად აიღოს ხელი მატჩების განხილვაზე, მაგრამ მის შტაბში ერთადერთი ანალიტიკოსი იქნება. მოურინიო აქცენტს არა სტატისტიკის შესწავლაზე, არამედ მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე აკეთებს.

გამოცემის წყარო აცხადებს: "ფეხბურთელები აღფრთოვანებულნი არიან ახალ მწვრთნელთან მუშაობის პირველი დღეებით - სავარჯიშო მოედანზე კვლავ იგრძნობა გამოცოცხლება, ყოველ მოძრაობაში გაზაფხულია.

მაიკლ კერიკი ერთ-ერთი ასაკოვანი ფეხბურთელია, მაგრამ თქვა, რომ ოცნებობს, კვლავ 25 წლის იყოს, რათა მოურინიოსთან ერთად კიდევ რამდენიმე წელი იმუშაოს.

წინა მწვრთნელი ძალიან მეწვრილმანე იყო დაგეგმარების, მომზადებისა და ვარჯიშის პროცესში, მაგრამ ახლა ეს მკაცრი რეგლამენტი შემსუბუქებულია.

პერსონალის ზოგიერთი წევრი ჟოზეს უკვე უწოდებს "მისტერ გულმოდგინებას" და დეტალებისადმი მისი ყურადღებიანობის გამო, თუმცა საერთო განწყობა გაცილებით რბილია, ამასთან, ის სუპერპროფესიონალად რჩება.

ფეხბურთელებმა იციან, რას მოითხოვს მათგან ჟოზე, ისინი აღფრთოვანებულნი არიან. ისევ ტიტულისთვის ბრძოლა სურთ".
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2016 18:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
აბა რაა ესე უნდა იყოს მიდი ჯოზეე love
0
№2
ავტორი: kobinio
10 ივლისი 2016 18:05
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Ganckobis amagleba ukve kargia imedia es ganckoba lag tamashshi gadaizdeba da is sanaxaoba daubrundeba romelmac es gundi shegvakvara
0
№3
ავტორი: Legend Sir Alex
10 ივლისი 2016 18:41
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
მაგას რა ჯობია. რაც მთავარია ფეხბურთელებს უნდა სურდეთ მწვრთნელთან მუშაობა და შედეგიც აუცილებლად იქნება. გული მიგრძნობს მაგარი სეზონი გველოდება, უკვე ვეღარ ვითმენ, ერთი სული მაქვს ახალი სეზონი როდის დაიწყება. manunited
0
№4
ავტორი: giorgimanchestereli
10 ივლისი 2016 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
მიდი ჟოზ აბა შენ იცი გაგვახარო უნდა ეს წელი
0
№5
ავტორი: dachi_mu
10 ივლისი 2016 19:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Xalxi kide ver xvdeba ra amovdzirkved gundidan, shavi chiri movishoret, warmoidginet varjishis dros kamerebi eyeba? Vaaxxx :(
0
№6
ავტორი: t123123
10 ივლისი 2016 19:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
manunited
0
№7
ავტორი: Mufc7
10 ივლისი 2016 20:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
სავარჯიშო მოედანზე კვლავ იგრძნობა გამოცოცხლება, ყოველ მოძრაობაში გაზაფხულია

feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: Gega Beckham
10 ივლისი 2016 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
manunited გული აღარ ითბენს, როდის დაიწყება სეზონი gun2
0
№9
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2016 02:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგი იქნება გუნდისთვის ვან გაალის დანერგილის შეცვლა :დ
0
№10
ავტორი: stepno
11 ივლისი 2016 02:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Aii genacvalee ramxela mnishvnelobaaq mwvrtnels :-* :-* :-*
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top