თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2016, 18:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2820,
კომენტარები: 12
მოურინიო ვან გაალის მეთოდებს ცვლის
ჟოზე "იუნაიტედში" ვან გაალის კვალის წაშლას აპირებს.
მოურინიო ვან გაალის მეთოდებს ცვლის
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი სამუშაო კვირის განმავლობაში ჟოზე მოურინიომ თავისი წინამორბედის, ლუი ვან გაალის მეთოდების შეცვლა სცადა.

Daily Mirror-ი იტყობინება, რომ მოურინიომ სავარჯიშო მოედანზე დამონტაჟებული ვიდეოკამერები გააუქმა, რაც დიდი შვება იყო ფეხბურთელებისთვის.

ამ კამერების საშუალებით ვან გაალი თავის დამხმარესთან ერთად ვარჯიშის პროცესში ჩართულ ფეხბურთელებს აკვირდებოდა და მათ ნაკლს ეძებდა. ლუის ამ მეთოდით გუნდში ძალიან ბევრი უკმაყოფილო მოთამაშე იყო, ჟოზემ კი გადაწყვიტა, რომ მხოლოდ საკუთარ თვალებს ენდოს.

გარდა ამისა, მოურინიომ აკრძალა ვან გაალის მიერ შემოღებული ინიციატივა, რომლის თანახმადაც, მატჩის მომდევნო დღეს გუნდი ერთად იკრიბებოდა და თავის სწორ და არასწორ მოქმედებებს განიხილავდა.

პორტუგალიელი არ აპირებს, მთლიანად აიღოს ხელი მატჩების განხილვაზე, მაგრამ მის შტაბში ერთადერთი ანალიტიკოსი იქნება. მოურინიო აქცენტს არა სტატისტიკის შესწავლაზე, არამედ მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე აკეთებს.

გამოცემის წყარო აცხადებს: "ფეხბურთელები აღფრთოვანებულნი არიან ახალ მწვრთნელთან მუშაობის პირველი დღეებით - სავარჯიშო მოედანზე კვლავ იგრძნობა გამოცოცხლება, ყოველ მოძრაობაში გაზაფხულია.

მაიკლ კერიკი ერთ-ერთი ასაკოვანი ფეხბურთელია, მაგრამ თქვა, რომ ოცნებობს, კვლავ 25 წლის იყოს, რათა მოურინიოსთან ერთად კიდევ რამდენიმე წელი იმუშაოს.

წინა მწვრთნელი ძალიან მეწვრილმანე იყო დაგეგმარების, მომზადებისა და ვარჯიშის პროცესში, მაგრამ ახლა ეს მკაცრი რეგლამენტი შემსუბუქებულია.

პერსონალის ზოგიერთი წევრი ჟოზეს უკვე უწოდებს "მისტერ გულმოდგინებას" და დეტალებისადმი მისი ყურადღებიანობის გამო, თუმცა საერთო განწყობა გაცილებით რბილია, ამასთან, ის სუპერპროფესიონალად რჩება.

ფეხბურთელებმა იციან, რას მოითხოვს მათგან ჟოზე, ისინი აღფრთოვანებულნი არიან. ისევ ტიტულისთვის ბრძოლა სურთ".
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
11 ივლისი 2016 02:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
The special one!
0
№12
ავტორი: vanovano
11 ივლისი 2016 12:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
ეს ვან გაალი ჯადოქარი ყოფილა
საჭირო ოთახშიდაც ექნებოდა კამერები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top