თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2824,
კომენტარები: 13
პარკერი: "იუნაიტედისთვის" შესაფერისი არცერთი არ არის"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის არჩევანს აკრიტიკებს.
პარკერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ პარკერი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავიანთ ახალ კლუბში წარმატებას ვერ მიაღწევენ.

მოურინიომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე მოახერხა სამი ტრანსფერის განხორციელება, რომელთა შორისაა ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

"იუნაიტედის" გულშემატკივარს ორივე მათგანისგან დიდი მოლოდინი აქვს, მაგრამ პარკერი ამ შეხედულებას არ იზიარებს.

"როცა "ჩელსიში" დაბრუნდა, აღნიშნა, რომ "ინტერსა" და "რეალში" გატარებული დროისგან ბევრი ისწავლა, მაგრამ თავის პრესკონფერენციაზე ძველ სტილს დაუბრუნდა, როცა არსენ ვენგერი ახსენა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელისთვის ერთადერთი რამ, რასაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, თავად "მანჩესტერ იუნაიტედია". ეს არ უნდა აშფოთებდეს. სხვა მწვრთნელებზე რატომ ღელავს?

მოურინიოს აქვს სათამაშო სტილი, რომელიც არ იცვლება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცუდ ან კარგ გუნდში მოხვდა. არა მგონია, აქაც შეეძლოს ან ისურვოს შეცვლა.

თუ "იუნაიტედის" გულშემატკივართა პრიორიტეტი ნებისმიერ ფასად მატჩის მოგებაა, მაშინ ისინი არ ყოფილან "იუნაიტედის" ნამდვილი გულშემატკივრები - მე ლორან ბლანს ავირჩევდი".
- განაცხადა პარკერმა.

პარკერმა, რომელმაც "წითლების" რიგებში 1991 წლიდან 1996 წლამდე 5 სეზონი გაატარა, ასევე აღნიშნა, რომ სანამ იბრაჰიმოვიჩს ერიკ კანტონას შეადარებენ, მანამ შვედმა დიდი გზა უნდა განვლოს.

"იბრაჰიმოვიჩს სკეპტიკურად ვუყურებ. მან თავისი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცოს და ასაკი მის წინააღმდეგ მეტყველებს. მოურინიოს წინა ხაზში ცენტრთან დაკავშირებული ფეხბურთელი, აგრესიული ცენტრფორვარდი მოსწონს.

თუ ისევე ითამაშებს იბრაჰიმოვიჩი, როგორც პსჟ-ში, არაფერი გამოუვა, რადგან პრემიერ ლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები მეტისმეტად კონკურენტუნარიანები არიან".


წყარო: metro
ინტერვიუები
13 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 ივლისი 2016 09:04
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
იბრაჰიმოვიჩის შესახებ ნათქვამს ვეთანხმები. გინდ შვედეთის ნაკრები ავიღოთ და გინდათ პსჟ-ში ჩატარებული მატჩები, კაცი უბრალოდ იდგა და ბურთი რომ მისდიოდა, მერე მოძრაობდა. არა მგონია, მოურინიომ მაგდენის უფლება მისცეს აქ, საფრანგეთში თუ ლეგენდა იყო, ჩვენთან მხოლოდ კარგი ფეხბურთელია და მეტი არაფერი.

რაც შეეხება მოურინიოს სიტყვებს, პრესკონფერენციაზე გამოთქმული აზრი სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი არ აღელვებს და ძალიან ნუ გადავაჭარბებთ. მოედანზე გავიდეს, საქმე გააკეთოს და იმის იქით ვენგერზე ილაპარაკებს თუ კლოპზე, სულ არ მაინტერესებს. ის კი არა, პირიქით, საინტერესოცაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2016 09:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Ibrahimovichze idzaxis tavis shesadzleblobebi unda daamtkicoso..)))))))raze unda elaparako exla am ***s...blanma ra qna mag siri chempionatis garda rogorc idzaxis rame ufro mnishvnelovani moigo she siro vigaca xar?)))
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
10 ივლისი 2016 09:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იბრაზე არ შემიძლია არ ადვეთანხმო, რადგან ინგლისში გაცილებით სხვა ფეხბურთს თამაშობენ ვიდრე ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში. მარტო ბურთს ვერ დაელოდება იბრა და მუდმივად მოძრაობა მოუწევს. ვნახოთ რამდენად გამოუვა ეს ყველაფერი, რადგან ასაკი მაინც თავისას შვრება. კი გაიძახის ეხლა უფრო ახალგაზრდა ვარო, მაგრამ მოედანზე ყველაფერი გამოჩნდება.


რაც შეეხება მოურინიოს, მანჩესტერის მწვრთნელის რანგში ვენგერი ჯერ მგონი არ უხსნენებია. მხოლოდ ის თქვა, რომ ზოგი 10 წელია პრემიერ ლიგაში, მაგრამ უპრემიერლიგოდ რჩებაო და ტყუილი რა თქვა??? wink
ჩემი აზრით ჯერ ადრეა მოურინიოს შეფასება, რადგან საქმეში ეს კაცი ჯერ არ გვინახავს. წინასწარ ვერაფერს იტყვი და ეხლა იმის მტკიცება, რომ მოურინიო შესაფერისი არაა მანჩესტერისთვისო ჩემი აზრით ცოტა უადგილოა.
0
№4
ავტორი: gaga1987
10 ივლისი 2016 09:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
gaamartlebs tan orive.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
10 ივლისი 2016 10:12
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია როგორც საფრანგეთში იყო ისე არ იქნება იბრა, ეს პრემიერ ლიგაა და აქ უბრალოდ დგომას არ გაპატიებენ, თუმცა მაინც მჯერა რომ გაამართლებს, თუმცა ეგრე თუ არ მოხდა არც ეგ იქნება ტრაგედია

მოურინიოსი მჯერა და ბოლო ვარიანტადაც მიმაჩნდა სულ, უკეთესი ვარიანტი უბრალოდ არ იყო, ბევრჯერ დაამტკიცა რომ ერთერთი საუკეთესოა. მისი თამაშის სტილი სხვა ემაა საერთოდ, ამ ეტაპზე მთავარია გუნდი ისევ დაუბრუნდეს ტიტულისთვის ბრძოლას
0
№6
ავტორი: LASHQARA
10 ივლისი 2016 10:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
რაა დაბოღმილია კაცი იბრაჰიმოვიჩმა რა რა უნდა დაამტკიცოს თუ რამე აქ დასამტკიცებელი მხოლოდ მანჩესტერის მაისურით თორე ბევრმა ფეხბურთელმა ინატროს მისი გავლილი გზაა მანჩესტერამდე winked am კანტონას მე არასდროს შევადარებ ეგეთები რამოდენიმე საუკუნეში ერთი იბადებიან და გაუმართლა მანჩესტერს რომ ის ერთი მანჩესტერში თამაშობდა love თავის მხრივ გაუმართლა ერიკსაც რომ ზუსტად იმ ხალხის გარემოცვაში მოხვდა რასაც მანჩესტერ იუნაიტედი ქვია მოკლედ კლუბმა და ერიკმა შეავსეს ერთმანეთი და ის მისცეს ერთმანეთს რასაც ორივე ითხოვდა ერთმანეთისგან love am მეფეე ერიკი love
0
№7
ავტორი: kantona-7
10 ივლისი 2016 11:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სისულელედ მიმიაჩნია ამეტაპზე ასეთი დამოკიდებულება და აზრის გამოთქმა!!! (ორივეზე)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№8
ავტორი: Legend Sir Alex
10 ივლისი 2016 11:27
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
ეს წინასწარი პროგნოზები მაგრად იციან, დაიწყება სეზონი და ვნახავთ როგორ ათამაშებს მოუ მანჩესტერს და რაშედეგს დადებს. იბრას რაცა შეეხება რა თქმა უნდა ადვილი, არ იქნება იმდენი გოლის გატანა რამდენსაც ლიგა 1 იტანდა, მაგრამ შეუძლია მანჩესტერისთვის სარგებელის მოტანა და ასე ლაპარაკი იბრაზე ისევე, როგორც მოუზე არ შეიძლება, ორივე მსიფლიო კალსია თავის საქმეში.
0
№9
ავტორი: shotkin
10 ივლისი 2016 13:38
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
Iბრაზე არ დავეტანხმები და რატო, ნუ ზოგადად ასეტ ცემპიონატში რო ხარ უნდა იმოძრაო მარა,გაიხსენეთ შარშანდელ თამასები დამაგვირგვინებელ ფაზაში წესიერი თავდამსმელი როარგვყავდარამდენი ბურთი მაზეს, იბრა რომც იდგეს ისედაც შეყრის ადგილზე მოხზრაობიტ ბურტებს და იმისიც მჯერა რო არ იდგება დაიმოძრავბს, ესრასაც ჩვენ ვტვინავთ და ვწერთ მოუს შტაბმა ზეპირად იცის , ბოლობოლო.ჩვენზემეტი იციან და ვაცალოთ,
0
№10
ავტორი: JuanMata
10 ივლისი 2016 14:33
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
საერთოდ არ მიყვარს ეს შედარებები, ყველას თავისი ინდივიდუალური სტილი აქვს და თავისი კარგი და ცუდი. არა მგონია იბრაჰიმოვიჩს რამე ჰქონდეს დასამტკიცებელი.

ახლა მოუს რაც შეეხება, აცადეთ ამ კაცს, ჯერ გუნდიც არ შეკრიბავს მთლიანად და უკვე ტვინი წაიღეს, დაიწყება სეზონი და ვნახავთ როგორ ითამაშებს, სადაც ლუის ამდენი დრო მივეცით თავისი მკვდარი ფეხბურთის სათამაშოდ, ამაზე უარესი არამგონი კიდევ რამე მოხდეს.

საუბრის ეს სტილიც მისი ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, მეტოქე გუნდზე მოქმედებს ფსიქოლოგიურად, მანჩესტერი უნდა დაუბრუნდეს ისევ იმ მდომარეობას, როცა ამ გუნდთან თამაში ყველაზე ტოპ-კლუბებსაც კი ეშინოდათ.

მე პირადად მჯერა მოურინიოს წარმატების და ველოდები დიდი ინტერესით ახალ სეზონს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top