თბილისი:
მანჩესტერი:
10-07-2016, 09:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2825,
კომენტარები: 13
პარკერი: "იუნაიტედისთვის" შესაფერისი არცერთი არ არის"
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი ხელმძღვანელობისა და მწვრთნელის არჩევანს აკრიტიკებს.
პარკერი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი პოლ პარკერი მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიო და ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავიანთ ახალ კლუბში წარმატებას ვერ მიაღწევენ.

მოურინიომ "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და უკვე მოახერხა სამი ტრანსფერის განხორციელება, რომელთა შორისაა ზლატან იბრაჰიმოვიჩიც.

"იუნაიტედის" გულშემატკივარს ორივე მათგანისგან დიდი მოლოდინი აქვს, მაგრამ პარკერი ამ შეხედულებას არ იზიარებს.

"როცა "ჩელსიში" დაბრუნდა, აღნიშნა, რომ "ინტერსა" და "რეალში" გატარებული დროისგან ბევრი ისწავლა, მაგრამ თავის პრესკონფერენციაზე ძველ სტილს დაუბრუნდა, როცა არსენ ვენგერი ახსენა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელისთვის ერთადერთი რამ, რასაც მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, თავად "მანჩესტერ იუნაიტედია". ეს არ უნდა აშფოთებდეს. სხვა მწვრთნელებზე რატომ ღელავს?

მოურინიოს აქვს სათამაშო სტილი, რომელიც არ იცვლება, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ცუდ ან კარგ გუნდში მოხვდა. არა მგონია, აქაც შეეძლოს ან ისურვოს შეცვლა.

თუ "იუნაიტედის" გულშემატკივართა პრიორიტეტი ნებისმიერ ფასად მატჩის მოგებაა, მაშინ ისინი არ ყოფილან "იუნაიტედის" ნამდვილი გულშემატკივრები - მე ლორან ბლანს ავირჩევდი".
- განაცხადა პარკერმა.

პარკერმა, რომელმაც "წითლების" რიგებში 1991 წლიდან 1996 წლამდე 5 სეზონი გაატარა, ასევე აღნიშნა, რომ სანამ იბრაჰიმოვიჩს ერიკ კანტონას შეადარებენ, მანამ შვედმა დიდი გზა უნდა განვლოს.

"იბრაჰიმოვიჩს სკეპტიკურად ვუყურებ. მან თავისი შესაძლებლობები უნდა დაამტკიცოს და ასაკი მის წინააღმდეგ მეტყველებს. მოურინიოს წინა ხაზში ცენტრთან დაკავშირებული ფეხბურთელი, აგრესიული ცენტრფორვარდი მოსწონს.

თუ ისევე ითამაშებს იბრაჰიმოვიჩი, როგორც პსჟ-ში, არაფერი გამოუვა, რადგან პრემიერ ლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდები მეტისმეტად კონკურენტუნარიანები არიან".


წყარო: metro
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
10 ივლისი 2016 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ibraaa daglijavss raa araferi gamouvaa xoar uberavs ess paj shi ro itamasha ki gaxda bombardiri kii aq ufro rtuliaa magram ibraa raa
0
№12
ავტორი: dachi_mu
10 ივლისი 2016 16:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Esaa sufta demagogia,,, erti vengeris dedac mov.... An ra tqva tyuili? An ras ambobs mec minda egeti postioo arsfers vigebde da ar magdebdneno :D realit da chelsit aqvs golebis da qulebis rekordi damyarebuli, meti ra qnas? Mous martla araaq araferi dasamtkicebeli.. Mitumetes arc ibras :)
0
№13
ავტორი: SANDROGRIGA
11 ივლისი 2016 01:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: RojoDiablo
იბრაჰიმოვიჩის შესახებ ნათქვამს ვეთანხმები. გინდ შვედეთის ნაკრები ავიღოთ და გინდათ პსჟ-ში ჩატარებული მატჩები, კაცი უბრალოდ იდგა და ბურთი რომ მისდიოდა, მერე მოძრაობდა. არა მგონია, მოურინიომ მაგდენის უფლება მისცეს აქ, საფრანგეთში თუ ლეგენდა იყო, ჩვენთან მხოლოდ კარგი ფეხბურთელია და მეტი არაფერი.

რაც შეეხება მოურინიოს სიტყვებს, პრესკონფერენციაზე გამოთქმული აზრი სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი არ აღელვებს და ძალიან ნუ გადავაჭარბებთ. მოედანზე გავიდეს, საქმე გააკეთოს და იმის იქით ვენგერზე ილაპარაკებს თუ კლოპზე, სულ არ მაინტერესებს. ის კი არა, პირიქით, საინტერესოცაა

100%

ციტატა: RojoDiablo
იბრაჰიმოვიჩის შესახებ ნათქვამს ვეთანხმები. გინდ შვედეთის ნაკრები ავიღოთ და გინდათ პსჟ-ში ჩატარებული მატჩები, კაცი უბრალოდ იდგა და ბურთი რომ მისდიოდა, მერე მოძრაობდა. არა მგონია, მოურინიომ მაგდენის უფლება მისცეს აქ, საფრანგეთში თუ ლეგენდა იყო, ჩვენთან მხოლოდ კარგი ფეხბურთელია და მეტი არაფერი.

რაც შეეხება მოურინიოს სიტყვებს, პრესკონფერენციაზე გამოთქმული აზრი სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი არ აღელვებს და ძალიან ნუ გადავაჭარბებთ. მოედანზე გავიდეს, საქმე გააკეთოს და იმის იქით ვენგერზე ილაპარაკებს თუ კლოპზე, სულ არ მაინტერესებს. ის კი არა, პირიქით, საინტერესოცაა

100%
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top