თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2016, 23:55
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3601,
კომენტარები: 15
საუკეთესო პოზიცია მხითარიანისთვის
"იუნაიტედის" ახალწვეულს სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია ასპარეზობა, თუმცა რომელია მათგან მისთვის ყველაზე შესაფერისი?
საუკეთესო პოზიცია მხითარიანისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედის" მესამე და, ჯერჯერობით, ზაფხულის ბოლო შენაძენი, სომეხი ჰენრიკ მხითარიანი, ყოფილი კლუბისთვის მართლაც უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, მას ბოლო 3 სეზონის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მოუწია თავის წარმოჩენა და ყოველ მათგანზე საკმაოდ პროდუქტიულიც იყო.

გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, თუ სად გაამწესებს ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ახალწვეულს და როგორ მოერგება იგი გუნდს, თუმცა თუკი განვლილ სეზონებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "დორტმუნდის ბორუსიას" რიგებში ჰენრიკი ყველაზე ხშირად ფლანგზე ირჯებოდა.

მხითარიანმა გასულ სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე, საიდანაც 10 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, მარცხენა ფლანგზე გატარებულ 21 შეხვედრაში კი მისი მაჩვენებლები 12-12 გოლი და საგოლე პასია. ჰენრიკმა 10-იანის პოზიციაც მოირგო, კონკრეტულად კი 6-ჯერ და ერთხელაც ცრუ ფორვარდობა შეითავსა, ეს კი ოქტომბერში "ბაიერნის" წინააღმდეგ მოხდა, როდესაც "ყვითელ-შავები" შერცხვნენ და 5-1 დამარცხდნენ.

2014/15 წლების სეზონშიც თითქმის წინა წლის მსგავი სიტუაცია იყო სომეხის თავს. მან 22 მატჩი მარჯვენა ფლანგზე დაიწყო, 16-ჯერ მარცხენა ვინგერად დასაქმდა, ხოლო ცენტრალურ ზონაში თითო-ოროლა შეხვედრა გამართა. ჰენრიკი მხოლოდ ბოლო სეზონებში ჩამოყალიბდა ფლანგის შემტევად, რადგან მისი გერმანული კარიერა ცენტრალური შემტევი ნახევარმცველობით დაიწყო.

"სიგნალ იდუნა პარკზე" გადაბარგებამდე მხითარიანი უკრაინაში, კერძოდ, "დონეცკის შახტარში" ასპარეზობდა და სწორედ ამ გუნდში წარმოაჩინა საკუთარი თავი საუკეთესოდ. უკრაინაში იგი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, რომელიც მოედნის შუიდან მოქმედებდა და თავდამსხმელებსა და სხვა შემტევებს ტექნიკისა და მოედნის არაჩვეულებრივი ხედვის დახმარებით, აკურატული პასებით ამარაგებდა.

საერთაშორისო არენაზე მისი გამოყენების არეალი კიდევ უფრო იზრდება. იგი სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლიდერი, მთავარი დამრტყმელი ძალა და მამოძრავებელია. 4 უკანასკნელ შეხვედრაში მან 4 სხვადასხვა პოზიცია მოირგო ეროვნულ ნაკრებში (შემტევი ნახევარმცველი, მარჯვენა ფლანგელი, მარცხენა ფლანგელი, ცენტრალური ნახევარმცველი).

ერთი რაც უცხადესია, მოურინიო მის ცენტრფორვარდად გამოყენებას,ალბათ, არასდროს შეეცდება, თუმცა ფლანგიდან შეუტევს თუ ცენტრიდან ჰენრიკ მხითარიანი, ჯერაც გამოცანად რჩება. ყველაფერი თავად ჟოზეზეა დამოკიდებული, თუმცა რა ფორმაციაც არ უნდა აირჩიოს ტაქტიკების მასტერმა, მხითარიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, რათა გულშემატკივარისა და, პირველ რიგში, მწვრთნელის იმედები გაამართლოს.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
10 ივლისი 2016 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
gamoiyenebs tan kargadac.ufro marjvniv.
0
№2
ავტორი: Scouser_Galski
10 ივლისი 2016 00:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
სადაც არ დააყენო ყველგან ჯობია სადიო მანე!!!:D
0
№3
ავტორი: Best 7
10 ივლისი 2016 00:16
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ციტატა: Scouser_Galski
სადაც არ დააყენო ყველგან ჯობია სადიო მანე!!!:D

შვილო:D
0
№4
ავტორი: t123123
10 ივლისი 2016 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
საინტერესოა სად ათამაშებს

დეპაიზე რა ხდებაა ნეტაა
0
№5
ავტორი: Scouser_Galski
10 ივლისი 2016 00:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
ციტატა: Best 7
ციტატა: Scouser_Galski
სადაც არ დააყენო ყველგან ჯობია სადიო მანე!!!:D

***ი შვილო:D

ვინ ვის გააჯმევინებს ის სეზონის ბოლოს ვნახოთ და დონდლო მხითარიანს ისევ სანდრო კობახიძე ჯობია:D:D!! არმენა კლასნია მარა პრემიერ ლიგისთვის ნელია derpgop

ციტატა: t123123
საინტერესოა სად ათამაშებს

დეპაიზე რა ხდებაა ნეტაა

დეპაი ამას ახეხინებს აგერ ნახავ და მერე გაიხსენე ერთი სკაუზერის ნათქვამი wink
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
10 ივლისი 2016 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველგან პროდუქტიულია ცხადია, მარა ალბათ 10-ზე ათამაშებს ან მარჯვნივ
0
№7
ავტორი: PaLoMo
10 ივლისი 2016 03:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
Pogba tu movida I.media 10 Ian's run I daikavebs.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№8
ავტორი: ikeoni
10 ივლისი 2016 08:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Didi imedi maqvs amis magrad gamoadgeba gunds ❤️
0
№9
ავტორი: GeorgeBest
10 ივლისი 2016 10:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მერჩივნა მარჯვენა ვინგერი დაეთრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ვან გაალივით არ გაუკეთებია ეს ტრანსფერები და იცის სად და როგორ გამოიყენოს
0
№10
ავტორი: Legend Sir Alex
10 ივლისი 2016 11:16
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კარგად გამოიყენებს მოუ ამას, მაგარმ ჩემი აზრით ყველაზე პროდიქტიული მარჯვენა ფლანგზეა.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top