თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2016, 23:55
ავტორი: Wardell,
ნანახია: 3606,
კომენტარები: 15
საუკეთესო პოზიცია მხითარიანისთვის
"იუნაიტედის" ახალწვეულს სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია ასპარეზობა, თუმცა რომელია მათგან მისთვის ყველაზე შესაფერისი?
საუკეთესო პოზიცია მხითარიანისთვის
"მანჩესტერ იუნაიტედის" მესამე და, ჯერჯერობით, ზაფხულის ბოლო შენაძენი, სომეხი ჰენრიკ მხითარიანი, ყოფილი კლუბისთვის მართლაც უძვირფასესი და უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო, მას ბოლო 3 სეზონის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე მოუწია თავის წარმოჩენა და ყოველ მათგანზე საკმაოდ პროდუქტიულიც იყო.

გულშემატკივარი მოუთმენლად ელის, თუ სად გაამწესებს ჟოზე მოურინიო "იუნაიტედის" ახალწვეულს და როგორ მოერგება იგი გუნდს, თუმცა თუკი განვლილ სეზონებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ "დორტმუნდის ბორუსიას" რიგებში ჰენრიკი ყველაზე ხშირად ფლანგზე ირჯებოდა.

მხითარიანმა გასულ სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა მარჯვენა ვინგერის პოზიციაზე, საიდანაც 10 გოლის გატანა და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, მარცხენა ფლანგზე გატარებულ 21 შეხვედრაში კი მისი მაჩვენებლები 12-12 გოლი და საგოლე პასია. ჰენრიკმა 10-იანის პოზიციაც მოირგო, კონკრეტულად კი 6-ჯერ და ერთხელაც ცრუ ფორვარდობა შეითავსა, ეს კი ოქტომბერში "ბაიერნის" წინააღმდეგ მოხდა, როდესაც "ყვითელ-შავები" შერცხვნენ და 5-1 დამარცხდნენ.

2014/15 წლების სეზონშიც თითქმის წინა წლის მსგავი სიტუაცია იყო სომეხის თავს. მან 22 მატჩი მარჯვენა ფლანგზე დაიწყო, 16-ჯერ მარცხენა ვინგერად დასაქმდა, ხოლო ცენტრალურ ზონაში თითო-ოროლა შეხვედრა გამართა. ჰენრიკი მხოლოდ ბოლო სეზონებში ჩამოყალიბდა ფლანგის შემტევად, რადგან მისი გერმანული კარიერა ცენტრალური შემტევი ნახევარმცველობით დაიწყო.

"სიგნალ იდუნა პარკზე" გადაბარგებამდე მხითარიანი უკრაინაში, კერძოდ, "დონეცკის შახტარში" ასპარეზობდა და სწორედ ამ გუნდში წარმოაჩინა საკუთარი თავი საუკეთესოდ. უკრაინაში იგი შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა, რომელიც მოედნის შუიდან მოქმედებდა და თავდამსხმელებსა და სხვა შემტევებს ტექნიკისა და მოედნის არაჩვეულებრივი ხედვის დახმარებით, აკურატული პასებით ამარაგებდა.

საერთაშორისო არენაზე მისი გამოყენების არეალი კიდევ უფრო იზრდება. იგი სომხეთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ლიდერი, მთავარი დამრტყმელი ძალა და მამოძრავებელია. 4 უკანასკნელ შეხვედრაში მან 4 სხვადასხვა პოზიცია მოირგო ეროვნულ ნაკრებში (შემტევი ნახევარმცველი, მარჯვენა ფლანგელი, მარცხენა ფლანგელი, ცენტრალური ნახევარმცველი).

ერთი რაც უცხადესია, მოურინიო მის ცენტრფორვარდად გამოყენებას,ალბათ, არასდროს შეეცდება, თუმცა ფლანგიდან შეუტევს თუ ცენტრიდან ჰენრიკ მხითარიანი, ჯერაც გამოცანად რჩება. ყველაფერი თავად ჟოზეზეა დამოკიდებული, თუმცა რა ფორმაციაც არ უნდა აირჩიოს ტაქტიკების მასტერმა, მხითარიანი ყველაფრისთვის მზად უნდა იყოს, რათა გულშემატკივარისა და, პირველ რიგში, მწვრთნელის იმედები გაამართლოს.
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Old Red Devil
10 ივლისი 2016 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
მხითარიანი არაა არც ვინგერი,არც ფლანგის იგროკი რომელსაც სწრაფი გარღვევები ახასიათებს. არმენა ზუსტად ის კაცია რომელსაც ფერგი ოცნებობდა, შემტევი ნახევარმცველი,ცენტრის,გვყავს ჩვენ ამსეთი ხუანიტო,მაგრამ მას სულ ფლანგზე იყენებენ სადაც ვერ ახერხებს ნიჭის გამოვლენას. ეს 2 იგროკი მაგრად გავს ერთმანეთს, ორივე მცირე რადიუსის მოქმედებისთვის არიან,მიიღეს ცენტრიდან ბურთი ან დაარტყავენ ან საგოლე პასს გააკეთებენ. ეს იქნება მხითარიანის ფუნქციაც,ნუ მე ვიმედოვნებ. თორე სისწრაფეში რომ ბევრი ფლავდება პრემიერ ლიგაში ეგ ფაქტია. ბევრს აქვს სისწრაფე მაგრამ არ აქვს სიზუსტე და ტექნიკა. დარწმუნებული ვარ მაურინიო მიკის ცენტრში გაუშვებს 10იანზე.
0
№12
ავტორი: U N I T E D
10 ივლისი 2016 14:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
არამგონია რომ გაამართლოს
0
№13
ავტორი: stepno
10 ივლისი 2016 16:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mxitoo daglijavs
0
№14
ავტორი: Amazing Redman
10 ივლისი 2016 17:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 206
სავარაუდოდ მარჯვენა ვინგერად დადგება ან კიდე სკამზე რუნის დაასვენებს, არვიცი დორტმუნდში მართლაც პროდუქტიული იყო საკმაოდ ბევრ პას აკეთებდა და გუნდისთვის უმნიშნელოვანეს როლს ასრულებდა რაც იუნაიტედში დეპაის უნდა ეკეტებინა ვითომ ანალოგიური დაკაცობა მოიდომა და 1 სეზონში რონალდობა მომინდომა და მაგიტომაც ხეხა სკამი. როდესაც ხედავ რომ მოთამაშე ბოლომდე იხარჯება და ყველაფერს აკეთებს გუნდისთვის რომ ასისებით მოამარაგოს და მეტად პროდუქტიული იყოს და არა თავისთავზე აიღოს და ბევრი სისულელები აკეთოს მაგიტომაც დაუფასდა ეს შრომა ხითარიანს და მაგიტომაც ამოყუო თავი მსოფლიოს ერთ ერთ საუკეთესო გუნდში. მე დარწმუნებულივარ ხითარიანი მარჯვენა ვინგერად დადგება სასატარტოში რადგან მატა არ ევასება მოურიიოს და დიდი ალბათობით მასე მოხდება ან თუ რამე არ შიცვალა რუნი შემცვლელად მოიაზრება 10 იანი პოიციოაზე.
0
№15
ავტორი: Red Corner
24 ივლისი 2016 01:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
მე მინდა რომ ცენზურაას ამ სომეხმა გუნდში და გაათესლონ ერევანში...რა ფეხებად უნდოდათ ეს არაფრით არავისზე გამორჩეული სომეხი გუნდში...ბოროტი ვიქნები და ვუსურვებ ისეთ ტრამვას რომ მთელი სეზონი ეგდოს ერევანში
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top