თბილისი:
მანჩესტერი:
9-07-2016, 19:10
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3554,
კომენტარები: 11
დელ პიერო პოგბას ტრანსფერს გამოეხმაურა
ალესანდრო პოლის ტრანსფერზე საუბრობს.
დელ პიერო პოგბას ტრანსფერს გამოეხმაურა
"იუვენტუსის" იტალიელი ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო პოგბას ტრანსფერზე საუბრობს.

იმ დროს, როდესაც "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ტალანტი, პოლ პოგბა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, ჭორები "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ არ წყდება.

2012 წელს მანჩესტერული კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების შემდეგ, ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" მსოფლიოში ყველა დიდი ტრანსფერით გადავიდეს და კვირაში 300 ათასი ფუნტი მიიღოს.

Sky-ს წყაროების ცნობით, "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა "იუვენტუსთან" ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ამ კვირას დაიწყო.

მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონებთან პოგბას 2019 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს, დელ პიერო კი იმედოვნებს, რომ პოლი ტურინულ კლუბში ერთი წლით მაინც დარჩება.

"პოლი დიდი პოტენციალის მქონე, შესანიშნავი ფეხბურთელია და მან ეს ყველას დაუმტკიცა."

არ ვიცი, რა იქნება შემდეგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

რა თქმა უნდა, "იუნაიტედი" დიდი კლუბია და პოგბას ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუმცა, როგორც იტალიელი და, ამასთანავე, "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი ვისურვებ, რომ იგი გუნდში ერთი წლით მაინც დარჩეს,"
-აცხადებს ლეგენდარული შემტევი Sky Sports News HQ-თან ინტერვიუში.

წყარო: Sky
ახალი ამბები, ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: vanovano
9 ივლისი 2016 19:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 260
დელპიერო ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო მაგრამ პოგბა იუვეზე უფრო მანჩეს ჭირდება
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
9 ივლისი 2016 19:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
როგორც იუვენტუსის ფეხბურთელი ისედაც ველოდი, რომ ამას იტყოდა. უკვე იმდენი იწერება ამის გადმოსვლაზე და დარჩენაზე, არ ვიცი, ამიერია ყველაფერი
0
№3
ავტორი: shotkin
9 ივლისი 2016 19:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ერთი წლით როდარჩეს მერე რეალი აგვახევს ასე რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მანჩესტერმა და წამოიყვანოს ჩვენი ძველი ბიჭუნა
0
№4
ავტორი: hemi
9 ივლისი 2016 19:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მგონი ერთადერთი ვარ ვისაც პოგბა არ მინდა
0
№5
ავტორი: ikeoni
9 ივლისი 2016 19:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Mancheshiaa agar inerviuloo))
0
№6
ავტორი: dachi_mu
9 ივლისი 2016 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
საქმე ძაან სერიოზულადაა რაც ძაან მიხარია
0
№7
ავტორი: Legend Sir Alex
9 ივლისი 2016 22:04
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
უკვე იმდენი საინფრმაციო ავრცელებს ხმებს, რომ მგონია მართლა დაგვიბრუნდება
0
№8
ავტორი: kantona-7
9 ივლისი 2016 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
99% მჯერა ვიყიდით იმდენი იწერება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№9
ავტორი: SANDROGRIGA
9 ივლისი 2016 23:42
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახოთ რა მოხდება
0
№10
ავტორი: army13
9 ივლისი 2016 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
modi shen dedanakawro tu modixar..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top