ალესანდრო პოლის ტრანსფერზე საუბრობს.
"იუვენტუსის" იტალიელი ლეგენდა, ალესანდრო დელ პიერო პოგბას ტრანსფერზე საუბრობს.
იმ დროს, როდესაც "იუვენტუსისა" და საფრანგეთის ნაკრების ტალანტი, პოლ პოგბა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის ემზადება, ჭორები "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ არ წყდება.
2012 წელს მანჩესტერული კლუბის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვების შემდეგ, ფრანგი ნახევარმცველი შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" მსოფლიოში ყველა დიდი ტრანსფერით გადავიდეს და კვირაში 300 ათასი ფუნტი მიიღოს.
Sky-ს წყაროების ცნობით, "იუნაიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა, ედ ვუდვორდმა "იუვენტუსთან" ფრანგი ნახევარმცველის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები ამ კვირას დაიწყო.
მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონებთან პოგბას 2019 წლამდე გათვლილი კონტრაქტი აკავშირებს, დელ პიერო კი იმედოვნებს, რომ პოლი ტურინულ კლუბში ერთი წლით მაინც დარჩება.
"პოლი დიდი პოტენციალის მქონე, შესანიშნავი ფეხბურთელია და მან ეს ყველას დაუმტკიცა."
არ ვიცი, რა იქნება შემდეგში, მაგრამ ვფიქრობ, რომ "იუვენტუსი" მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს.
რა თქმა უნდა, "იუნაიტედი" დიდი კლუბია და პოგბას ძალიან რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, თუმცა, როგორც იტალიელი და, ამასთანავე, "იუვენტუსის" ყოფილი ფეხბურთელი ვისურვებ, რომ იგი გუნდში ერთი წლით მაინც დარჩეს,"-აცხადებს ლეგენდარული შემტევი Sky Sports News HQ-თან ინტერვიუში.
წყარო:
Sky