თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 20:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3281,
კომენტარები: 18
მხითარიანის პირველი ინტერვიუ
"იუნაიტედის" ახალწვეულის პირველი ინტერვიუ.
მხითარიანის პირველი ინტერვიუ
ჰენრიხ მხითარიანმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ თავისი პირველი ინტერვიუ მისცა კლუბის ტელევიზიას.

სომეხი ფეხბურთელი მარკ სალივანს გაესაუბრა, რის განმავლობაშიც შეეხო ადნან იანუზაის და მიმდინარე თვის ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშის შესაძლებლობას.

კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ჰენრიხ - როგორი გრძნობაა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა?

ძალიან დიდი მადლობა. აღელვებუელი ვარ - "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობა, ახალი გამოწვევაა. მაქსიმუმს გავაკეთებ.

რამდენად დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში ჟოზე მოურინიომ?

ის ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ "მანჩესტერი" ავირჩიე, მაგრამ გუნდმაც ითამაშა როლი, რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი და ძალიან ბედნიერი ვარ.

რას ფიქრობთ იმაზე, რომ უეინ რუნის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით ითამაშებთ?


ვფიქრობ, წელს გასაოცარი გუნდი იქნება და ამ ბიჭებთან ერთად თამაში ჩემთვის სიამოვნების მომგვრელია.

სპორტულ ოჯახში დაიბადეთ - მამათქვენი ჰამლეტი ფეხბურთს თამაშობდა. რა გავლენა იქონია მან თქვენს კარიერაზე და რამდენად ბედნიერი იქნებოდა ახლა?

ის რომ თამაშობდა, მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისათვის, რომ ფეხბურთი სრულად აღმექვა, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა, ჩემი ოცნება ფეხბურთელობა იყო. მისი სამუშაოს გაგრძელებაზე ვფიქრობდი და საბედნიეროდ, ჩემს გზას ვადგავარ.

სომხეთის შემდეგ თქვენი ფეხბურთი უკრანიასა და უახლოეს წარსულში დორტმუნდის "ბორუსიაში" განავითარეთ. რამდენად დაგეხმარათ ეს ყველაფერი და ხართ თუ არა ახლა საუკეთესო ფორმაში?

ვფიქრობ, წარსულს რომ გადავხედო, გამოჩნდება, რომ აქ მოსახვედრად ძალიან დიდი გზა გამოვიარე, მაგრამ ესეც კი არ არის უმაღლესი დონე, რომლის მიღწევაც შემიძლია. ამაზე შორს წასვლაც შემიძლია და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო, რადგან ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს სწორად ვაკეთებდი და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი.

პრემიერ ლიგის გამოწვევა რამდენად დიდი იქნება?

ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონატია და ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი გავხდი.

შინჯი კაგავასა და დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარით მყოფ ადნან იანუზაის "იუნაიტედის" შესახებ ბევრს ესაუბრებოდით?

ადნანს ძალიან დავუახლოვდი. ის ჩემი ერთ-ერთი მეგობარია და აქ გადმოსვლამდეც კი ვეკონტაქტებოდი, სულ მეკითხებოდა, თუ გადმოდიხარო. მე ვპასუხობდი: "არ ვიცი", მაგრამ ახლა აქ ვარ და ის ჩემი მეგობარი და დამხმარე იქნება.

რამდენად ამაყობთ, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი სომეხი ფეხბურთელი ხართ და რა რეაქცია მოჰყვება ამას თქვენს ქვეყანაში?


ამ ტრანსფერს ყველა ელოდა და ბედნიერი ვარ, რომ ყველა იამაყებს ჩემით, რადგან ჩემთვის პატივია პრემიერ ლიგის პირველი სომეხი ფეხბურთელის სტატუსის ტარება და მათი მოლოდინის გამართლებას ვეცდები. ვფიქრობ, სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია.

საქმეში თქვენი ხილვის შანსი პირველად ჩინეთის ტურნეზე შეიძლება მოგვეცეს, სადაც ჩვენი პირველი მოწინააღმდეგე თქვენი ყოფილი კლუბი დორტმუნდის "ბორუსიაა". წინასწარ რას გრძნობთ?

ცოტა უცნაური იქნება ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა და პირველ მატჩში, ალბათ გარკვეული ემოციები მექნება. ცოტა უცნაურიც იქნება, მაგრამ რაც უნდა იყოს - "მანჩესტერი" ჩემი ახალი გუნდია.

თქვენთვის სიახლე იქნება მთელი ტურნეს გამოცდილება. "იუნაიტედი" აზიაში პოპულარულია - მზად ხართ ამის სანახავად?

მსმენია და მზად ვარ!

რას უნდა ელოდნენ თქვენგან ჩვენი გულშემატკივრები ამ სეზონში?

მე მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდები - ბევრს ვიშრომებ. გასულ წელს მიღწეული მიზნების წელს გამეორებას ვეცდები.

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ "ოლდ ტრაფორდისგან" და რას ფიქრობთ აქ თამაშზე?

"ოლდ ტრაფორდზე" არასოდეს მითამაშია, მაგრამ, ვფიქრობ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სტადიონია და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება აქ თამაში, ასევე გულშემატკივრებისთისაც.

გაქვთ რამე შეტყობინება "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან თქვენს დებიუტს?

ძვირფასო გულშემატკივრებო, მოხარული ვიქნები ყოველ მატჩში სტადიონზე თქვენი ხილვით და გამარჯვებაში "მანჩესტერის" დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
6 ივლისი 2016 20:47
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იცის კაცმა, რომ მხოლოდ ერთი "მანჩესტერია" love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
6 ივლისი 2016 20:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იმედია მსგავსი სტატისტიკა ექნება აქაც
0
№3
ავტორი: ikeoni
6 ივლისი 2016 21:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magar kacaa ❤️❤️❤️
0
№4
ავტორი: laba
6 ივლისი 2016 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
mxito mxito mxito mxito mxiito mxiito mxitomxitoooooo wink am
0
№5
ავტორი: Legend Sir Alex
6 ივლისი 2016 22:02
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
იმედია ჩვენთან ერთად ბევრ ტიტულს მოიგებ. მე მაქვს შენი იმედი manunited
0
№6
ავტორი: Best 7
6 ივლისი 2016 22:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
ძალიან კარგია ვულოცავ ყველას
0
№7
ავტორი: dachi_mu
6 ივლისი 2016 22:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Modi geno da dagvanaxe ra shegidzlia
0
№8
ავტორი: PLANeta
6 ივლისი 2016 22:18
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ინგლისური ცოდნია aaaeee
0
№9
ავტორი: LASHQARA
6 ივლისი 2016 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ეს ერთი სომეხია ვინც არ დაიბრალებს რაღაც მიღწევებს მაგრამ ისეთი პლაგიატები არიან სომხები წლების მერე არ დაუჯერებენ რო სომეხი იყოოო wink wink არა ყველა სხვა ნიჭიერ სომხებს არ ვეხებიი ყაავთ ძმაო ნიჭიერები ყველა სფეროში მაგრამ იცით თქვენ მე რაზეც მაქ ბაზარიიი wink love
0
№10
ავტორი: უეინ რუნი
6 ივლისი 2016 23:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
მხითო love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top