თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 20:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3282,
კომენტარები: 18
მხითარიანის პირველი ინტერვიუ
"იუნაიტედის" ახალწვეულის პირველი ინტერვიუ.
მხითარიანის პირველი ინტერვიუ
ჰენრიხ მხითარიანმა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ თავისი პირველი ინტერვიუ მისცა კლუბის ტელევიზიას.

სომეხი ფეხბურთელი მარკ სალივანს გაესაუბრა, რის განმავლობაშიც შეეხო ადნან იანუზაის და მიმდინარე თვის ბოლოს დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშის შესაძლებლობას.

კეთილი იყოს თქვენი მოსვლა, ჰენრიხ - როგორი გრძნობაა "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა?

ძალიან დიდი მადლობა. აღელვებუელი ვარ - "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ჩემთვის დიდი შესაძლებლობა, ახალი გამოწვევაა. მაქსიმუმს გავაკეთებ.

რამდენად დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაში ჟოზე მოურინიომ?

ის ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ "მანჩესტერი" ავირჩიე, მაგრამ გუნდმაც ითამაშა როლი, რადგან ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. ამ შეთავაზებაზე უარს ვერ ვიტყოდი და ძალიან ბედნიერი ვარ.

რას ფიქრობთ იმაზე, რომ უეინ რუნის, ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და სხვა ვარსკვლავების გვერდით ითამაშებთ?


ვფიქრობ, წელს გასაოცარი გუნდი იქნება და ამ ბიჭებთან ერთად თამაში ჩემთვის სიამოვნების მომგვრელია.

სპორტულ ოჯახში დაიბადეთ - მამათქვენი ჰამლეტი ფეხბურთს თამაშობდა. რა გავლენა იქონია მან თქვენს კარიერაზე და რამდენად ბედნიერი იქნებოდა ახლა?

ის რომ თამაშობდა, მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი იმისათვის, რომ ფეხბურთი სრულად აღმექვა, მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა, ჩემი ოცნება ფეხბურთელობა იყო. მისი სამუშაოს გაგრძელებაზე ვფიქრობდი და საბედნიეროდ, ჩემს გზას ვადგავარ.

სომხეთის შემდეგ თქვენი ფეხბურთი უკრანიასა და უახლოეს წარსულში დორტმუნდის "ბორუსიაში" განავითარეთ. რამდენად დაგეხმარათ ეს ყველაფერი და ხართ თუ არა ახლა საუკეთესო ფორმაში?

ვფიქრობ, წარსულს რომ გადავხედო, გამოჩნდება, რომ აქ მოსახვედრად ძალიან დიდი გზა გამოვიარე, მაგრამ ესეც კი არ არის უმაღლესი დონე, რომლის მიღწევაც შემიძლია. ამაზე შორს წასვლაც შემიძლია და ძალიან ბედნიერი ვარ ამის გამო, რადგან ვფიქრობ, ჩემი ცხოვრების მანძილზე ყველაფერს სწორად ვაკეთებდი და წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევდი.

პრემიერ ლიგის გამოწვევა რამდენად დიდი იქნება?

ყველასთვის ცნობილია, რომ ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ჩემპიონატია და ბედნიერი ვარ, რომ მისი ნაწილი გავხდი.

შინჯი კაგავასა და დორტმუნდის "ბორუსიაში" იჯარით მყოფ ადნან იანუზაის "იუნაიტედის" შესახებ ბევრს ესაუბრებოდით?

ადნანს ძალიან დავუახლოვდი. ის ჩემი ერთ-ერთი მეგობარია და აქ გადმოსვლამდეც კი ვეკონტაქტებოდი, სულ მეკითხებოდა, თუ გადმოდიხარო. მე ვპასუხობდი: "არ ვიცი", მაგრამ ახლა აქ ვარ და ის ჩემი მეგობარი და დამხმარე იქნება.

რამდენად ამაყობთ, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში პირველი სომეხი ფეხბურთელი ხართ და რა რეაქცია მოჰყვება ამას თქვენს ქვეყანაში?


ამ ტრანსფერს ყველა ელოდა და ბედნიერი ვარ, რომ ყველა იამაყებს ჩემით, რადგან ჩემთვის პატივია პრემიერ ლიგის პირველი სომეხი ფეხბურთელის სტატუსის ტარება და მათი მოლოდინის გამართლებას ვეცდები. ვფიქრობ, სომხეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლუბია.

საქმეში თქვენი ხილვის შანსი პირველად ჩინეთის ტურნეზე შეიძლება მოგვეცეს, სადაც ჩვენი პირველი მოწინააღმდეგე თქვენი ყოფილი კლუბი დორტმუნდის "ბორუსიაა". წინასწარ რას გრძნობთ?

ცოტა უცნაური იქნება ჩემს ყოფილ თანაგუნდელებთან შეხვედრა და პირველ მატჩში, ალბათ გარკვეული ემოციები მექნება. ცოტა უცნაურიც იქნება, მაგრამ რაც უნდა იყოს - "მანჩესტერი" ჩემი ახალი გუნდია.

თქვენთვის სიახლე იქნება მთელი ტურნეს გამოცდილება. "იუნაიტედი" აზიაში პოპულარულია - მზად ხართ ამის სანახავად?

მსმენია და მზად ვარ!

რას უნდა ელოდნენ თქვენგან ჩვენი გულშემატკივრები ამ სეზონში?

მე მაქსიმუმის გაკეთებას ვეცდები - ბევრს ვიშრომებ. გასულ წელს მიღწეული მიზნების წელს გამეორებას ვეცდები.

რა შთაბეჭდილება დაგრჩათ "ოლდ ტრაფორდისგან" და რას ფიქრობთ აქ თამაშზე?

"ოლდ ტრაფორდზე" არასოდეს მითამაშია, მაგრამ, ვფიქრობ, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საოცარი სტადიონია და ჩემთვის ძალიან საინტერესო იქნება აქ თამაში, ასევე გულშემატკივრებისთისაც.

გაქვთ რამე შეტყობინება "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის, რომლებიც მოუთმენლად ელიან თქვენს დებიუტს?

ძვირფასო გულშემატკივრებო, მოხარული ვიქნები ყოველ მატჩში სტადიონზე თქვენი ხილვით და გამარჯვებაში "მანჩესტერის" დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Chaxrux
7 ივლისი 2016 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
Darmianic sumxuri warmomavlobis aris)) marjvena plangze ori somexi eyoleba uniteds))
0
№12
ავტორი: RojoDiablo
7 ივლისი 2016 00:55
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: Chaxrux
Darmianic sumxuri warmomavlobis aris)) marjvena plangze ori somexi eyoleba uniteds))

სიცრუეა ეგ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: kantona-7
7 ივლისი 2016 01:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ამას მე თუდავწერდი არმეგონა და აქამდე კომენტარს არვწერდი ალბათ ყველა ნახავდით!!! კეთილი იყის სენი მოსვლა მხითო და იმედია გაამართლებ აქ მანცეს გულშემატკივრების იმედებს მათშორის ჩემსასაც!!!არმჯერა ამბიჭის ეხლაც და ასე ვამბობდი მატაზეც როცა გადმოვიდა !!იმედიმაქვს მატასავით არიქნები შენც და ჩემსიტყვებს უკან წავიღებ და ერთ დღესაც დავწერ რამაგარი ყოფილა და როგორ შევცდითქო>>>>>>აქრო ზოგს მიაჩნია ჩემი ამის მიმართ ჩუდი დამოკიდებულება ეროვნებიდან გამომდინარე სრულიად არასწორია რადგან სომეხი ბრატებიმყავს და მაგათ მოუ>>>კარგის ტ>>> wink ვიცი ამასაც წაიკითხავენ ეგჩელსის ბალეშიკები მარა მაინც რაეღირსათ თავიანთი სლავიკა მანიუში გაიჩითა biggrin2 წარმატებები მხითო და იმედია იბრას დამავიწყებ თუმცა შანსი 0 მაინც wink welcome mxitoo love

ეხლა პოგბას ველოდები და უნდა დადოს მოუმ აუცილებლათ ეგკაცი bully
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№14
ავტორი: JuanMata
7 ივლისი 2016 01:55
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: PLANeta
ინგლისური ცოდნია aaaeee


სხვათა შორის 6 ენაზე ლაპარაკობს
0
№15
ავტორი: stepno
7 ივლისი 2016 03:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Mxitooo imenaa dzmaaa :-))))) :-D :-D :-D
0
№16
ავტორი: ღამურა 7
7 ივლისი 2016 07:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
sharshan kai sezoni qonda
0
№17
ავტორი: Mkhitaryan
7 ივლისი 2016 11:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
იმედია გაამართლებს! manutd
0
№18
ავტორი: Manutd.ge
8 ივლისი 2016 01:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 166
Meragucu cavatanem
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top