თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 19:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1893,
კომენტარები: 12
გალერეა: მხითარიანის კარიერა
ჰენრიხ მხითარიანის კარიერის ფოტომიმოხილვა.
გალერეა: მხითარიანის კარიერა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ ჰენრიხ მხითარიანს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო და სხვადასხვა კლუბებში გრძელდებოდა.

27 წლის ფეხბურთელმა სომხური კლუბის, "პიუნიკის" აკადემია დაასრულა და 2006 წელს სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც მშობლიურ გუნდთან ერთად ზიდიზედ ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.

მოგვიანებით მან დონეცკის "შახტართან" ერთად მოიგო უკრაინის პრემიერ ლიგა ზედიზედ სამჯერ, 2012/13 წლების სეზონში ჩატარებულ სულ რაღაც 29 მატჩში კი 25 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ჰენრიხი თანაქალაქელ მეტოქეთა, "მერალურგის" რიგებში გადავიდა, სადაც 21 წლის ასაკში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.

თუმცა მისი ნიჭის ევროპაში აღიარება მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიაში" მოხვედრის შემდეგ მოხდა. თავის პირველ სეზონში, 2013/14 წლებში, მისი გუნდი ჩემპიონატში მიუნხენის "ბაიერნს" ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი იმავე გუნდთან წააგო თასის ფინალი, თუმცა გერმანიის სუპერ თასი მოიგო 2014 წელს.

მეორე სეზონში ტრავმიანობის გამო მხითარიანს "სიგნალ იდუნა პარკზე" კარგი სეზონი არ ჰქონდა, მაგრამ 2015/16 წლებში თავისი საუკეთესო წელი გამოუვიდა, როცა ბუნდესლიგაში 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფეხბურთელთა ვერსიით და ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტის ჯილდოც მოიგო. თუმცა "ბორუსია" კვლავ დამარცხდა ჩემპიონატსა და თასზე "ბაიერნთან", ხოლო ევროპა ლიგის მეოთხეფინალური მატჩი "ლივერპულთან" წააგო ორი შეხვედრის ჯამში.

საერთაშორისო დონეზე მხითარიანი სომხეთის კაშკაშა ვარსკვლავია. მისი დებიუტი 2007 წლის იანვარში შედგა, საერთაშორისო მატჩებში ქვეყნის ისტორიაში პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა მიმდინარე წლის მაისში და 20 გოლით ქვეყნის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
სურათები
12 კომენტარი
№1
ავტორი: laba
6 ივლისი 2016 19:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
midi mgelo mxito midi am manunited
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
6 ივლისი 2016 19:30
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
სასწაული სეზონი ჰქონდა გასულ წელს და იმედია აქაც, მომდევნო სეზონს საუკეთესო ფორმაშ შეხვდება.

გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია და ჩვენთან ერთადაც შეძლებს აუცილებლად მოგებას wink love
0
№3
ავტორი: ikeoni
6 ივლისი 2016 19:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 7836
ძააან მაგარია და ნახავთ ვისაც არ გჯერათ love
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
6 ივლისი 2016 19:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 7930
შეცდომაა ჯერ Metalurh Donetsk-ში იყო და მერე გადავიდა შახტარში. არაუშავს wink
0
№5
ავტორი: laba
6 ივლისი 2016 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
ციტატა: SANDROGRIGA
შეცდომაა ჯერ Metalurh Donetsk-ში იყო და მერე გადავიდა შახტარში. არაუშავს wink

ra mnishvneloba aqvs exla mtavaria cventan aris

wink
0
№6
ავტორი: GeorgeBest
6 ივლისი 2016 21:32
  • სიახლეები: 1557
  • კომენტარები: 12134
იდეაური სეზონი ჰქონდა, იმედია აქაც გაიბრწყინებს
0
№7
ავტორი: t123123
6 ივლისი 2016 21:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
22 ნომერს აიგებს მგონი
0
№8
ავტორი: Legend Sir Alex
6 ივლისი 2016 21:55
  • სიახლეები: 175
  • კომენტარები: 688
მე მჯერა ამ კაცის, წაადგება გუნდს manunited
0
№9
ავტორი: უეინ რუნი
6 ივლისი 2016 23:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იმედია წაადგება გუნდს
0
№10
ავტორი: MEMPHIS 7
7 ივლისი 2016 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგია ძალიან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

23 ნოემბერი 2019, 18:00
შეფილდი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2019, 19:50
ასტანა
იუნაიტედი
ევროპა ლიგა
30 ნოემბერი 2019, 19:00
იუნაიტედი
ასტონ ვილა
პრემიერ ლიგა
შეფილდი23 ნოემბერი
ასტანა28 ნოემბერი
ასტონ ვილა30 ნოემბერი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

10 ნოემბერი 2019, 18:00
იუნაიტედი3
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
7 ნოემბერი 2019, 23:59
იუნაიტედი3
პარტიზანი0
ევროპა ლიგა
2 ნოემბერი 2019, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი0
პრემიერ ლიგა
ბრაიტონი10 ნოემბერი
პარტიზანი7 ნოემბერი
ბორნმუთი2 ნოემბერი

პრემიერ ლიგა

დამალვა
ვიდეო პორტალი
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top