თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 19:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1914,
კომენტარები: 12
გალერეა: მხითარიანის კარიერა
ჰენრიხ მხითარიანის კარიერის ფოტომიმოხილვა.
გალერეა: მხითარიანის კარიერა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულ ჰენრიხ მხითარიანს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევია თავისი პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო და სხვადასხვა კლუბებში გრძელდებოდა.

27 წლის ფეხბურთელმა სომხური კლუბის, "პიუნიკის" აკადემია დაასრულა და 2006 წელს სადებიუტო მატჩი ჩაატარა, რის შემდეგაც მშობლიურ გუნდთან ერთად ზიდიზედ ოთხჯერ დაეუფლა ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს.

მოგვიანებით მან დონეცკის "შახტართან" ერთად მოიგო უკრაინის პრემიერ ლიგა ზედიზედ სამჯერ, 2012/13 წლების სეზონში ჩატარებულ სულ რაღაც 29 მატჩში კი 25 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ჰენრიხი თანაქალაქელ მეტოქეთა, "მერალურგის" რიგებში გადავიდა, სადაც 21 წლის ასაკში კლუბის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა.

თუმცა მისი ნიჭის ევროპაში აღიარება მხოლოდ დორტმუნდის "ბორუსიაში" მოხვედრის შემდეგ მოხდა. თავის პირველ სეზონში, 2013/14 წლებში, მისი გუნდი ჩემპიონატში მიუნხენის "ბაიერნს" ჩამორჩა და მეორე ადგილზე გავიდა, შემდეგ კი იმავე გუნდთან წააგო თასის ფინალი, თუმცა გერმანიის სუპერ თასი მოიგო 2014 წელს.

მეორე სეზონში ტრავმიანობის გამო მხითარიანს "სიგნალ იდუნა პარკზე" კარგი სეზონი არ ჰქონდა, მაგრამ 2015/16 წლებში თავისი საუკეთესო წელი გამოუვიდა, როცა ბუნდესლიგაში 15 საგოლე გადაცემა გააკეთა, წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ფეხბურთელთა ვერსიით და ჩემპიონატის საუკეთესო ასისტენტის ჯილდოც მოიგო. თუმცა "ბორუსია" კვლავ დამარცხდა ჩემპიონატსა და თასზე "ბაიერნთან", ხოლო ევროპა ლიგის მეოთხეფინალური მატჩი "ლივერპულთან" წააგო ორი შეხვედრის ჯამში.

საერთაშორისო დონეზე მხითარიანი სომხეთის კაშკაშა ვარსკვლავია. მისი დებიუტი 2007 წლის იანვარში შედგა, საერთაშორისო მატჩებში ქვეყნის ისტორიაში პირველი ჰეთ-ტრიკი შეასრულა მიმდინარე წლის მაისში და 20 გოლით ქვეყნის ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირია.
სურათები
12 კომენტარი
№11
ავტორი: stepno
7 ივლისი 2016 03:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4317
Opanaa qariqaa
0
№12
ავტორი: Pele
7 ივლისი 2016 11:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
წელს ჩვენია უეჭველი პრემიერ ლიგა love manunited
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

19 იანვარი 2020, 20:30
ლივერპული
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
23 იანვარი 2020, 00:15
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
29 იანვარი 2020, 23:45
სიტი
იუნაიტედი
ინგლისის ლიგის თასი
ლივერპული19 იანვარი
ბარნლი23 იანვარი
სიტი29 იანვარი
SportsRecents.com

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

15 იანვარი 2020, 23:45
იუნაიტედი1
ვულვზი0
ინგლისის თასი
11 იანვარი 2020, 19:00
იუნაიტედი4
ნორვიჩი0
პრემიერ ლიგა
7 იანვარი 2020, 23:59
იუნაიტედი1
სიტი3
ინგლისის ლიგის თასი
ვულვზი15 იანვარი
ნორვიჩი11 იანვარი
სიტი7 იანვარი

შემოგვიერთდი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top