თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 18:44
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3170,
კომენტარები: 24
"იუნაიტედმა" ტრანსფერი დაადასტურა
ჰენრიხ მხითარიანი "იუნაიტედის" ფეხბურთელია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერი "დორტმუნდიდან" წარმატებით დაასრულა. ფეხბურთელმა "წითლებთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, დამატებით ერთი წლით დარჩენის შესაძლებლობით.

2013 წელს "ბორუსიაში" გადასვლის შემდეგ, ბუნდესლიგის ეგიდით, 27 წლის ჰენრიხმა 140 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლის გატანა მოახერხა. უკანასკნელ სეზონში, მის ანგარიშზე 23 გოლი და 32 საგოლე გადაცემაა, რის შემდეგაც იგი ბუნდესლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და, შესაბამისად, წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ის სომხეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, 19 გოლითა და 59 მატჩით.

"მე დღეს ძალიან ამაყი ვარ ამ ტრანსფერით, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ოცნების ახდენაა. მოხარული ვარ, რომ ვითამაშებ ასეთი დიდებული ისტორიის მქონე კლუბში და იმედი მაქვს, მეც მისი ნაწილი გავხდები. მინდა ჟოზე მოურინიოს და კლუბს მადლობა გადავუხადო მათი ნდობისთვის. მჯერა, რომ ასეთ დიდებულ კლუბში თამაშით მამაჩემის ხსოვნას ვცემ პატივს, რადგან სწორედ ის იყო ჩემი შთაგონების წყარო ახალგაზრდობაში" - განაცხადა მხითარიანმა.

"ჰენრიხი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელიც უკვე საკმაო დროა კარგ ფორმაში იმყოფება როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. ის კარგი გუნდური ფეხბურთელია, ტექნიკური უნარით დაჯილდოებული და გოლის გატანის ალღოთი. მოხარული ვარ, რომ მან "იუნაიტედი" აირჩია. მჯერა, რომ ის გუნდის თამაშის ხარისხზე გავლენას ძალიან მალე მოახდენს. მოუთმენლად ველით მასთან მუშაობას" - განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ტრანსფერები
24 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
6 ივლისი 2016 18:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
კარგია... მე დადებითად შევაფასებდი ამ ტრანსფერს, იმედია გაამართლებს
0
№2
ავტორი: dybbuk
6 ივლისი 2016 18:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
წარმატებები, რა გადაიხადეს ნეტა
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
6 ივლისი 2016 18:51
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გილოცავთ ვისაც გაგიხარდათ!! love

იმედია გაამართლებს
0
№4
ავტორი: ikeoni
6 ივლისი 2016 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Magrad gamixarda magari igrokia martla ro gunduri motamashe❤️
0
№5
ავტორი: Rezikomankunia
6 ივლისი 2016 18:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
Kargia

Axla dacvas mivxedot racmtavaria marjvena flangs
0
№6
ავტორი: AkkRed
6 ივლისი 2016 18:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემი გიფი ყველაფერს იტყვის
0
№7
ავტორი: nikala2000
6 ივლისი 2016 18:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 40
ციტატა: dybbuk
წარმატებები, რა გადაიხადეს ნეტა

42
0
№8
ავტორი: ვახო ( G G M U)
6 ივლისი 2016 19:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია არ ვინანებთ ამის ტრანსფერში გადაყრილ მილიონებს winked
0
№9
ავტორი: laba
6 ივლისი 2016 19:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
midi mxito visasc ar mowons es transferi daanaxe yvelas rogori magari xar midi mxito midi love am
0
№10
ავტორი: Mike
6 ივლისი 2016 19:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
სომეეეხხ შენნნ იციი ბიჭოოოო manunited love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top