თბილისი:
მანჩესტერი:
6-07-2016, 18:44
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3171,
კომენტარები: 24
"იუნაიტედმა" ტრანსფერი დაადასტურა
ჰენრიხ მხითარიანი "იუნაიტედის" ფეხბურთელია.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერი "დორტმუნდიდან" წარმატებით დაასრულა. ფეხბურთელმა "წითლებთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, დამატებით ერთი წლით დარჩენის შესაძლებლობით.

2013 წელს "ბორუსიაში" გადასვლის შემდეგ, ბუნდესლიგის ეგიდით, 27 წლის ჰენრიხმა 140 შეხვედრა ჩაატარა და 41 გოლის გატანა მოახერხა. უკანასკნელ სეზონში, მის ანგარიშზე 23 გოლი და 32 საგოლე გადაცემაა, რის შემდეგაც იგი ბუნდესლიგის 2015/16 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და, შესაბამისად, წლის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

ის სომხეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია, 19 გოლითა და 59 მატჩით.

"მე დღეს ძალიან ამაყი ვარ ამ ტრანსფერით, "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაში ოცნების ახდენაა. მოხარული ვარ, რომ ვითამაშებ ასეთი დიდებული ისტორიის მქონე კლუბში და იმედი მაქვს, მეც მისი ნაწილი გავხდები. მინდა ჟოზე მოურინიოს და კლუბს მადლობა გადავუხადო მათი ნდობისთვის. მჯერა, რომ ასეთ დიდებულ კლუბში თამაშით მამაჩემის ხსოვნას ვცემ პატივს, რადგან სწორედ ის იყო ჩემი შთაგონების წყარო ახალგაზრდობაში" - განაცხადა მხითარიანმა.

"ჰენრიხი ძალიან ნიჭიერი მოთამაშეა, რომელიც უკვე საკმაო დროა კარგ ფორმაში იმყოფება როგორც კლუბში, ისე ეროვნულ ნაკრებში. ის კარგი გუნდური ფეხბურთელია, ტექნიკური უნარით დაჯილდოებული და გოლის გატანის ალღოთი. მოხარული ვარ, რომ მან "იუნაიტედი" აირჩია. მჯერა, რომ ის გუნდის თამაშის ხარისხზე გავლენას ძალიან მალე მოახდენს. მოუთმენლად ველით მასთან მუშაობას" - განაცხადა მოურინიომ.

წყარო: manutd.com
ტრანსფერები
24 კომენტარი
№21
ავტორი: Legend Sir Alex
6 ივლისი 2016 21:52
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
კიეთილი იყოს შენი ფეხი ჰენრიხ წარმატებებს გისურვებ და ბევრჯერ გაგვახარე love
0
№22
ავტორი: უეინ რუნი
6 ივლისი 2016 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
ესეც მესამე am ნეტა ვინ იქნება მეოთხე
0
№23
ავტორი: MEMPHIS 7
7 ივლისი 2016 00:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგია გამიხარდა მე მაგალითად მატას მირჩევნია მატა უფრო ლალიგაში გაქაჩავს კარგად შემდეგი პოგბააა გვინდა

ვარანი ან სტოუნსი დაცვაში და მარჯვენა ფლანგზე სალახი ან მაჰრეზიიი ან ვინმე კაი გაასწორებდა
0
№24
ავტორი: stepno
7 ივლისი 2016 02:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Abaaa shen icii mxitoo :-* ;-*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top