თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2016, 22:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2853,
კომენტარები: 16
მოურინიოს ხუთი განმარტება
ჟოზე მოურინიომ ხუთ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
მოურინიოს ხუთი განმარტება
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია უკვე გამართა, მოგვიანებით კი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, სადაც ხუთ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ვარჯიში ხუთშაბათს დაიწყება

როცა ჰკითხეს, რამდენად მონდომებულია ახალი სამსახურის დაწყებაზე, მოურინიომ უპასუხა: "ძალიან! მოედანზე ვარჯიში მინდა და მიუხედავად იმისა, რომ წინასეზონო ტურნეს სტარტზე ბევრი ფეხბურთელი არ იქნება აქ, უკვე მყავს ჯგუფი, რომელიც მელის ხუთშაბათს და უკვე ვგრძნობ ვნებას!"

გუნდი სხვა სტილში ითამაშებს

მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბში თავის სტილს მიიტანს: "დიახ, გასულ წელთან შედარებით სულ სხვა სტილს შემოგთავაზებთ. მისტერ ვან გაალი აბსოლუტურად ტოპ-მწვრთნელია და მისი ფილოსოფია ძალზედ ცხადია. ჩემი ფილოსოფია კი განსხვავებული. უკეთესი კი არა, უბრალოდ განსხვავებული. ჩემი ფეხბურთიც სხვანაირია. მე უფრო ვერტიკალური ვარ, უფრო ინტენსიური და ბურთის კონტროლი შანსის შესაქმენლად მიყვარს. ბურთს მხოლოდ სტატისტიკის გასაუმჯობესებლად არ ვფლობ და არც გარდაქმნადი თამაში მაშინებს. გარდაქმნა ყოველთვის მატჩის დროს ხდება. ბურთის დაკარგვა არ მაშინებს, რისკი არ მაშინებს".

რატომ შევიძინეთ ბაიი


მწვრთნელს მიაჩნია, რომ კოტ დ'ივუარელი მცველი ერიკ ბაიი გუნდს იშვიათ ხარისხს შესძენს. "ასე ადვილი არ არის მაღალი და სწრაფი ბიჭის პოვნა. მაგრამ მას, ჩვენი რწმენით, ორივე ეს ატრიბუტი აქვს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ძალიან სწრაფიცაა".

ინგლისური ტრიო ტურნეზე არ ითამაშებს


მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" ინგლისური ტრიო კრის სმოლინგის, უეინ რუნისა და მარკუს რეშფორდის სახით ჩინეთში გუნდს წინასასეზონო ტურნეზე გაჰყვება, მოურინიო აცხადებს, რომ ისინი მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ: "წავიყვან, მაგრამ არ ვათამაშებ".

"უიგანთან" მატჩში ორი ახალგაზრდა ითამაშებს

ტაირელ უორენი და აქსელ ტუანზებე წინასასეზონო ტურნეს მატჩში, რომელიც "DW სტედიუმზე" გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ. "მათ არ ვიცნობ, მაგრამ ნიკი ბატსა და ჯონ მარტოს ვენდობი, ისევე როგორც, ახალგაზრდულ სტრუქტურას, როცა ამბობენ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მცირე ხანში პირველ გუნდში ითამაშებს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 ივლისი 2016 22:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ვაახ, შემტევი ფეხბურთი უნდა გვათამაშოს დავიჯერო? შენ მაინც მოწინააღმდეგე გუნდიდან გამომდინარე მწვრთნელი ხარ და ეგ არ გეშლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Mike
5 ივლისი 2016 22:53
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ვან გაალს იმენა დააჯბა , ტუანზებეს თუ ათამაშებს კაი იქნება ,წარმატებები მაუ
0
№3
ავტორი: hemi
5 ივლისი 2016 23:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აბა შენ იცი რას იზამ ახალგაზრდებს რო შანსს მისცემ კაია, გახსნილ ფეხბურთს რო ითამაშებ მაგის დიდი იმედიც მაქ, ფეხბურთელებს და განსაკუთრებით მკვდარ რუნის თუ მოხოდავ სეზონის დაწყებამდე ვაფშე მაგარი იქნები. ერთი ტრანსფერიც დაგვხატავდა ისე მარჯვნივ მატეოს იმედად ვერ ვიქნებით და ეს ვალენსია არაა მცველი

აბა წარმატებები დაგვანახე ძველი იუნაიტედი
0
№4
ავტორი: ikeoni
5 ივლისი 2016 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11623
Midi mou sheni didi imedi gvaq ❤️
0
№5
ავტორი: dachi_mu
6 ივლისი 2016 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Vaax gababas miasces :D
0
№6
ავტორი: makaveli
6 ივლისი 2016 00:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
რეშფორდი ათამაშე შე ლუის სუარესო
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
6 ივლისი 2016 00:48
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ტურნეზე ბევრი რამე გამოჩნდება
0
№8
ავტორი: reddevil12
6 ივლისი 2016 00:58
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 180
პირველ ტიტულს ლესტერთან მოიპოვებს მოურინიო, რაც შეეხება მთლიანად სეზონს ძალიან დიდი შანსი გვაქვს ევროპის ლიგის მოსაგებად თუმცა ვის რათ უნდა ეგ თასი... პრემიერ ლიგა გვინდა და თან რამდენი ხანია უკვე მანჩესტერის ფეხბურთელი ბომბარდირი არ გამხდარა, იმედია იბრა მოახერხებს პერსის მსგავსად.
0
№9
ავტორი: stepno
6 ივლისი 2016 01:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Vnaxott vnaxott :-****
0
№10
ავტორი: PaLoMo
6 ივლისი 2016 01:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Me van den vilze mwydeba gundshi fenershi to gaushves
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top