თბილისი:
მანჩესტერი:
5-07-2016, 22:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2856,
კომენტარები: 16
მოურინიოს ხუთი განმარტება
ჟოზე მოურინიომ ხუთ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
მოურინიოს ხუთი განმარტება
ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია უკვე გამართა, მოგვიანებით კი კლუბის ოფიციალურ ტელევიზიას მისცა ინტერვიუ, სადაც ხუთ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ვარჯიში ხუთშაბათს დაიწყება

როცა ჰკითხეს, რამდენად მონდომებულია ახალი სამსახურის დაწყებაზე, მოურინიომ უპასუხა: "ძალიან! მოედანზე ვარჯიში მინდა და მიუხედავად იმისა, რომ წინასეზონო ტურნეს სტარტზე ბევრი ფეხბურთელი არ იქნება აქ, უკვე მყავს ჯგუფი, რომელიც მელის ხუთშაბათს და უკვე ვგრძნობ ვნებას!"

გუნდი სხვა სტილში ითამაშებს

მოურინიომ განაცხადა, რომ კლუბში თავის სტილს მიიტანს: "დიახ, გასულ წელთან შედარებით სულ სხვა სტილს შემოგთავაზებთ. მისტერ ვან გაალი აბსოლუტურად ტოპ-მწვრთნელია და მისი ფილოსოფია ძალზედ ცხადია. ჩემი ფილოსოფია კი განსხვავებული. უკეთესი კი არა, უბრალოდ განსხვავებული. ჩემი ფეხბურთიც სხვანაირია. მე უფრო ვერტიკალური ვარ, უფრო ინტენსიური და ბურთის კონტროლი შანსის შესაქმენლად მიყვარს. ბურთს მხოლოდ სტატისტიკის გასაუმჯობესებლად არ ვფლობ და არც გარდაქმნადი თამაში მაშინებს. გარდაქმნა ყოველთვის მატჩის დროს ხდება. ბურთის დაკარგვა არ მაშინებს, რისკი არ მაშინებს".

რატომ შევიძინეთ ბაიი


მწვრთნელს მიაჩნია, რომ კოტ დ'ივუარელი მცველი ერიკ ბაიი გუნდს იშვიათ ხარისხს შესძენს. "ასე ადვილი არ არის მაღალი და სწრაფი ბიჭის პოვნა. მაგრამ მას, ჩვენი რწმენით, ორივე ეს ატრიბუტი აქვს. ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ძალიან სწრაფიცაა".

ინგლისური ტრიო ტურნეზე არ ითამაშებს


მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედის" ინგლისური ტრიო კრის სმოლინგის, უეინ რუნისა და მარკუს რეშფორდის სახით ჩინეთში გუნდს წინასასეზონო ტურნეზე გაჰყვება, მოურინიო აცხადებს, რომ ისინი მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ: "წავიყვან, მაგრამ არ ვათამაშებ".

"უიგანთან" მატჩში ორი ახალგაზრდა ითამაშებს

ტაირელ უორენი და აქსელ ტუანზებე წინასასეზონო ტურნეს მატჩში, რომელიც "DW სტედიუმზე" გაიმართება, მონაწილეობას მიიღებენ. "მათ არ ვიცნობ, მაგრამ ნიკი ბატსა და ჯონ მარტოს ვენდობი, ისევე როგორც, ახალგაზრდულ სტრუქტურას, როცა ამბობენ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი მცირე ხანში პირველ გუნდში ითამაშებს".

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: levionok
6 ივლისი 2016 01:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ოგონდ ორი აპორნი არ დამიყენო იქ ფელაინი შნეიდერლინი კერიკი და ტუნდაც შვაინშტაიგერი ერტი და კარგი კანტე დაგვხატავდა და რატომ არ ჩალიჩობენ არ ვიციდა მარჯვენა მცველი კაილ უოკერი დაგვხატავდა არმედარმიანება რაგაცნაირად ძაან ხასიათის ფეხბურთელია,ვალენიას კიდე უნდა ეხვეწო რო გაიქცეს და ჩააწოდოს და უკან არ აგორაოს პასები
0
№12
ავტორი: JuanMata
6 ივლისი 2016 04:05
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ბურთს მხოლოდ სტატისტიკის გასაუმჯობესებლად არ ვფლობ და არც გარდაქმნადი თამაში მაშინებს.


არ დაინდო ვან გაალი, ბოლომდე გადაუარა wink
0
№13
ავტორი: ღამურა 7
6 ივლისი 2016 04:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
amis stili 4-2-3-1-ia sul ase atamashebdaa sadac iyo
0
№14
ავტორი: უეინ რუნი
6 ივლისი 2016 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
იცის ამ კაცმა რომელ კლუბში როგორ უნდა ითამაშოს
0
№15
ავტორი: LASHQARA
6 ივლისი 2016 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ყველაფერი მოედანზე გამოჩნდება და არა ამ ტურნეებზე პრემიერლიგის პირველი მატჩიდან love am
0
№16
ავტორი: dybbuk
6 ივლისი 2016 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ტუანზებე მაინტერესებს მაგრად, აქებდნენ მაგ ბიჭს და იმედია გამოავლენს თავის პოტენციალს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top