"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თავის გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაიი გადაიბირა, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელის დამატებაც სურს.
"იუნაიტედმა" "დერბის" სთხოვა, ჰიუზის პროგრესირების შესახებ ინფორმაცია iPro-ზე მიეწოდებინა.
ნახევარმცველმა გასულ სეზონში მუხლის ტრავმის გამო 6 თვე გამოტოვა და მოედანს მხოლოდ აპრილში დაუბრუნდა.
"წითლებს" მიაჩნიათ, რომ 21 წლის ჰიუზი პირველი გუნდის ნაწილი გახდება, სანამ მომავალში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლებს.
"დერბი" ფეხბურთელისთვის 7 მლნ. ფუნტს ითხოვს. ჰიუზს მოქედი კონტრაქტი ორ წლის შემდეგ ეწურება, თუმცა კლუბი მას ახალი შეთავაზებით მიმართავს.
"დერბიში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ ინგლისის 21-წლამდელთა მოთამაშე რამდენიმე ტოპ-კლუბის სამიზნე გახდა.