თბილისი:
მანჩესტერი:
4-07-2016, 10:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3133,
კომენტარები: 16
მოურინიოს ახალი სატრანსფერო სამიზნე
ჟოზე მოურინიო კიდევ ერთი ფეხბურთელით ინტერესდება.
მოურინიოს ახალი სატრანსფერო სამიზნე
ჟოზე მოურინიო "დერბი ქაუნთის" ნახევარმცველით, უილ ჰიუზით დაინტერესდა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა თავის გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ჰენრიხ მხითარიანი და ერიკ ბაიი გადაიბირა, მაგრამ ინგლისელი ფეხბურთელის დამატებაც სურს.

"იუნაიტედმა" "დერბის" სთხოვა, ჰიუზის პროგრესირების შესახებ ინფორმაცია iPro-ზე მიეწოდებინა.

ნახევარმცველმა გასულ სეზონში მუხლის ტრავმის გამო 6 თვე გამოტოვა და მოედანს მხოლოდ აპრილში დაუბრუნდა.

"წითლებს" მიაჩნიათ, რომ 21 წლის ჰიუზი პირველი გუნდის ნაწილი გახდება, სანამ მომავალში სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრისთვის იბრძოლებს.

"დერბი" ფეხბურთელისთვის 7 მლნ. ფუნტს ითხოვს. ჰიუზს მოქედი კონტრაქტი ორ წლის შემდეგ ეწურება, თუმცა კლუბი მას ახალი შეთავაზებით მიმართავს.

"დერბიში" გატარებული სამი სეზონის შემდეგ ინგლისის 21-წლამდელთა მოთამაშე რამდენიმე ტოპ-კლუბის სამიზნე გახდა.

წყარო: thesun
ახალი ამბები
16 კომენტარი
№11
ავტორი: U N I T E D
4 ივლისი 2016 13:45
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: jokero89
რა კაცია ამას წინ თუ გაუშვებთ შეეშინდებათ და დაიბნევიან

აუ ძმა ხარ ჩაგეთვალააა 3d_2
0
№12
ავტორი: dybbuk
4 ივლისი 2016 14:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
აქაც მოგვწვდა ივანიშვილი wink
0
№13
ავტორი: Tupac
4 ივლისი 2016 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: O Neil
Mxito ukve gaoficialurdaa?

არა ჯერ


უილ ჰიუზი ძაან მაგარი კაცია :)
კიდევ ერთი გადმოყავს მოუს ,დაიცა რა ქვია winked
ხო კრისტოფერ ჯემალი yahoo2
0
№14
ავტორი: stepno
5 ივლისი 2016 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვინაა?????????
0
№15
ავტორი: crawling
5 ივლისი 2016 10:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ვიდეოები ნახეთ ბიჭო ძაან მაგარი ბავშვი იზრდება თან ინგლისელია ამასთუ იყიდის მაურინიოზე აზრს შევიცვლი
0
№16
ავტორი: JuanMata
5 ივლისი 2016 16:52
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
რავი ახალგაზრდაა, ნიჭიერი ბიჭია, 7 მილიონი კაპიკებია მანჩესტერისთვის. იყიდონ, თან ინგლისელია, გაასწორებს.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top