თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2016, 20:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3613,
კომენტარები: 15
ვინ არის ირვინგ ლოსანო
ცნობები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნის შესახებ.
ვინ არის ირვინგ ლოსანო
"მანჩესტერ იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებენ "პაჩუკას" ფორვარდს ირვინგ ლოსანოს, რომლის შესახებაც, შეიძლება, ძალზე ცოტა გსმენიათ.

20 წლის მექსიკელის სიმამრმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გადავა "იუნაიტედში", "პაჩუკას" ვიცე-პრეზიდენტმა კი აღიარა, რომ კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აი ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესახებ:

სახელი: ირვინგ როდრიგო ლოსანო ბაჰენა, ცნობილი, როგორც ირვინგ ლოსანო.

ზედმეტსახელი: ჩაკი

დაბადების ადგილი: მექსიკო სითი, მექსიკა

პოზიცია: ფორვარდი (შეუძლია ვინგერად თამაშიც)

დაბადების თარიღი: 30 ივლისი, 1995

სიმაღლე: 177 სმ.

საერთაშორისო კარიერა: შვიდი მატჩი მექსიკის ნაკრებში, მათ შორის ოთხი 2016 წლის კოპა ამერიკაზე.

საკლუბო კარიერა ციფრებში: 91 მატჩი და 21 გოლი "პაჩუკას" შემადგენლობაში

მნიშვნელოვანი ფაქტი: 3 ივლისს მისი ვიკი გვერდი გაახლეს და მიუთითეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია.

ვინ არის ირვინგ ლოსანო


როგორ თამაშობს? მიიჩნევა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მომავლის მქონე ფეხბურთელად. ლოსანოს რამდენიმე შემტევ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მარჯვენა ფეხით თამაშობს, მაგრამ მარცხენა ფლანგზეც კომფორტულად გრძნობს თავს და მცველების მოტყუებას არ ერიდება. ფინტების მოყვარული ძლიერი ფეხბურთელია და სახელი ფლანგზე ჩარბენებით გაითქვა, რაც ხშირად საგოლე შანსის შექმნით სრულდებოდა. ინტელიგენტია და გულშემატკივარს სკამიდან წამოხტომის არაერთ მიზეზს აძლევს.

რატომ უკავშირებენ "იუნაიტედს"? "იუნაიტედის" სკაუტი ჯიმ ლოულორი - რომელმაც ხავიერ ერნანდესი აღმოაჩინა - ლოსანოს და მის თანაგუნდელებს, ერიკ გუტიერესსა და როდოლფო პისაროს აკვირდებოდა.

წყარო: M.E.N.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: kantona-7
3 ივლისი 2016 20:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
სიდედრი სხვარამეს ამბობს 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№2
ავტორი: Rosso Diavolo
3 ივლისი 2016 20:07
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
თუ ასეთი ფეხბურთელია შევიძინოთ, არ იქნება ცუდი ვარიანტი, პერპექტივაში!

8 ნომერი რო მისცეს ვიკიზე wink
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
3 ივლისი 2016 20:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ეს ვიკიპედია მაგრად უბერავს :D
0
№4
ავტორი: GeorgeBest
3 ივლისი 2016 20:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მაინტერესებს დაცვის გაძლიერება ბაიის ტრანსფერით შემოიფარგლა?
0
№5
ავტორი: MEMPHIS 7
3 ივლისი 2016 20:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 848
კარგია არა 8იანი იბრასია
0
№6
ავტორი: Malboro463
3 ივლისი 2016 20:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
შვილმა რაო?
0
№7
ავტორი: hemi
3 ივლისი 2016 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მე რაც ვნახე არაა ცუდი ბიჭი მარა მექსიკის ჩემპიონატით რამდენად შეიძლება შეფასება ვერ ვიტყვი. ნუ ყოველშემთხვევაში ახალგაზრდა პოტენციური ხალხის მოყვანა კაია თან მარჯვნივაც თამაშობსო მანდ კიდე მატა ვერ თამაშობს,ეგ კაცი სუფთა 10იანისაა, ვალენსია უკვე ასაკშია მარა ძაან ვაფასებ და გამოგვადგება და ლინგარდის იმედზე ჩემი მტერი იყოს. მხითოზე კიდე ამ იუნაიტედის ოფიციალური საიტი არაფერს ამბობს, კია ჩვენი ფეხბურთელი მარა 100% რო იცი კაია
0
№8
ავტორი: Jorj
3 ივლისი 2016 22:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
ონუასი ეყიდათ ამის ყიდვას areyoukiddingme
0
№9
ავტორი: Legend Sir Alex
3 ივლისი 2016 22:14
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
იმედია გუნდს გამოადგება
0
№10
ავტორი: laba
3 ივლისი 2016 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
კაია კაია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top