თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2016, 20:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3618,
კომენტარები: 15
ვინ არის ირვინგ ლოსანო
ცნობები "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნის შესახებ.
ვინ არის ირვინგ ლოსანო
"მანჩესტერ იუნაიტედს" აქტიურად უკავშირებენ "პაჩუკას" ფორვარდს ირვინგ ლოსანოს, რომლის შესახებაც, შეიძლება, ძალზე ცოტა გსმენიათ.

20 წლის მექსიკელის სიმამრმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელი ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ გადავა "იუნაიტედში", "პაჩუკას" ვიცე-პრეზიდენტმა კი აღიარა, რომ კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აი ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ახალგაზრდა ფეხბურთელის შესახებ:

სახელი: ირვინგ როდრიგო ლოსანო ბაჰენა, ცნობილი, როგორც ირვინგ ლოსანო.

ზედმეტსახელი: ჩაკი

დაბადების ადგილი: მექსიკო სითი, მექსიკა

პოზიცია: ფორვარდი (შეუძლია ვინგერად თამაშიც)

დაბადების თარიღი: 30 ივლისი, 1995

სიმაღლე: 177 სმ.

საერთაშორისო კარიერა: შვიდი მატჩი მექსიკის ნაკრებში, მათ შორის ოთხი 2016 წლის კოპა ამერიკაზე.

საკლუბო კარიერა ციფრებში: 91 მატჩი და 21 გოლი "პაჩუკას" შემადგენლობაში

მნიშვნელოვანი ფაქტი: 3 ივლისს მისი ვიკი გვერდი გაახლეს და მიუთითეს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია.

ვინ არის ირვინგ ლოსანო


როგორ თამაშობს? მიიჩნევა მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა მომავლის მქონე ფეხბურთელად. ლოსანოს რამდენიმე შემტევ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მარჯვენა ფეხით თამაშობს, მაგრამ მარცხენა ფლანგზეც კომფორტულად გრძნობს თავს და მცველების მოტყუებას არ ერიდება. ფინტების მოყვარული ძლიერი ფეხბურთელია და სახელი ფლანგზე ჩარბენებით გაითქვა, რაც ხშირად საგოლე შანსის შექმნით სრულდებოდა. ინტელიგენტია და გულშემატკივარს სკამიდან წამოხტომის არაერთ მიზეზს აძლევს.

რატომ უკავშირებენ "იუნაიტედს"? "იუნაიტედის" სკაუტი ჯიმ ლოულორი - რომელმაც ხავიერ ერნანდესი აღმოაჩინა - ლოსანოს და მის თანაგუნდელებს, ერიკ გუტიერესსა და როდოლფო პისაროს აკვირდებოდა.

წყარო: M.E.N.
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: dachi_mu
3 ივლისი 2016 23:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
Vnaxod vnaxod
0
№12
ავტორი: makaveli
4 ივლისი 2016 00:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
vangaali > deshami

deshamis dedas chaajva vangaalma
0
№13
ავტორი: stepno
4 ივლისი 2016 01:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ვნახოოოოთ რა იაქნება

ვნახოოოოთ რა იაქნება
0
№14
ავტორი: ikeoni
4 ივლისი 2016 01:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11433
Vnaxot vnaxot
0
№15
ავტორი: U N I T E D
4 ივლისი 2016 13:46
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
8 ნომერი იბრააა wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top