"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბასთვის ფინანსებს არ დაიშურებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა პოლ პოგბას შეძენას, რამეთუ "იუვენტუსს" აცნობა, რომ მზად არის, 23 წლის ფრანგში 100 მლნ. ფუნტი გადაიხადოს და ამით მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყაროს.
პოგბას უფასოდ გაშვებიდან 4 წლის შემდეგ "წითლები" ჟოზე მოურინიოს თაოსნობით დიდძალი თანხის დახარჯვას აპირებენ, რადგანაც გლეიზერების ოჯახს ევროპასა და ინგლისში კლუბისთვის წარმატების დაბრუნება სურს.
"იუნაიტედმა" უკვე გადაიბირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, ხოლო კიდევ ორ ახალწვეულზე, ერიკ ბაიისა და ჰენრიხ მხითარიანზე 65 მლნ. ფუნტი დახარჯა, თუმცა სომეხი ფეხბურთელის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.
მიუხედავად ასეთი ხარჯებისა, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრი კლუბი - რომელზეც ფინანსური ფეირ-პლეი მცირე გავლენასაც კი ვერ ახდენს კომერციული შემოსავლების სიმრავლის გამო - მადრიდის "რეალის" მიერ გარეთ ბეილში გადახდილ თანხაზე მეტს სთავაზობს "იუვენტუსს", ხოლო პოგბას კვირაში 250 ათას ფუნტს ხელფასის სახით.
პოგბას მამამ განაცხადა, რომ მის შვილს სერია A-ზე უკეთეს ჩემპიონატში სურს თამაში, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა კი მოლაპარაკებებს აწარმოებს.
წყარო:
dailymail