თბილისი:
მანჩესტერი:
3-07-2016, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2877,
კომენტარები: 23
"იუნაიტედი" რეკორდის დასამყარებლად მზად არის
"მანჩესტერ იუნაიტედი" პოლ პოგბასთვის ფინანსებს არ დაიშურებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა პოლ პოგბას შეძენას, რამეთუ "იუვენტუსს" აცნობა, რომ მზად არის, 23 წლის ფრანგში 100 მლნ. ფუნტი გადაიხადოს და ამით მსოფლიო ფეხბურთის რეკორდი დაამყაროს.

პოგბას უფასოდ გაშვებიდან 4 წლის შემდეგ "წითლები" ჟოზე მოურინიოს თაოსნობით დიდძალი თანხის დახარჯვას აპირებენ, რადგანაც გლეიზერების ოჯახს ევროპასა და ინგლისში კლუბისთვის წარმატების დაბრუნება სურს.

"იუნაიტედმა" უკვე გადაიბირა ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელიც თავისუფალი აგენტი იყო, ხოლო კიდევ ორ ახალწვეულზე, ერიკ ბაიისა და ჰენრიხ მხითარიანზე 65 მლნ. ფუნტი დახარჯა, თუმცა სომეხი ფეხბურთელის ტრანსფერი ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მიუხედავად ასეთი ხარჯებისა, "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრი კლუბი - რომელზეც ფინანსური ფეირ-პლეი მცირე გავლენასაც კი ვერ ახდენს კომერციული შემოსავლების სიმრავლის გამო - მადრიდის "რეალის" მიერ გარეთ ბეილში გადახდილ თანხაზე მეტს სთავაზობს "იუვენტუსს", ხოლო პოგბას კვირაში 250 ათას ფუნტს ხელფასის სახით.

პოგბას მამამ განაცხადა, რომ მის შვილს სერია A-ზე უკეთეს ჩემპიონატში სურს თამაში, ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა კი მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყარო: dailymail
ახალი ამბები
23 კომენტარი
№21
ავტორი: kantona-7
3 ივლისი 2016 16:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
ციტატა: deqstera
კერიკი-შნეიდერლინი ან მატა თუ წავლენ ნაღდად არგამიტყდება...

შვაინა-ერერა-რუნი-პოგბა რომ გაიჩითონ ნახევარდაცვაში მშვენიერი იქნება...

მეც მასეთი მომწონს ძაან მაგარი იქნება მასე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№22
ავტორი: U N I T E D
3 ივლისი 2016 16:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
მეიყვანეთ ბიჯო მეიყვანეეთ
0
№23
ავტორი: weffenss
3 ივლისი 2016 23:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
მე ვერატი მინდა ყველაზე მაგრა

ვერატი და რაჯა ნაინგოლანი დაგლიჯავდა გუნდს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top