რაიან გიგზმა დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც 14 წლის ასაკიდან იმყოფება მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში.
42 წლის უელსელმა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა და საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.
გიგზის განცხადება: "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთელისა და მწვრთნელის ასისტენტის რანგში ყოფნის 29 წლის შემდეგ ვიცი, რომ გამარჯვება ამ კლუბის დნმ-შია - ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემაც, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშიც. სწორია მაღალი მოლოდინის ქონა, სწორია გამარჯვების მოლოდინი. "მანჩესტერ იუნაიტედი" არ ელის, არ იმსახურებს ამაზე ნაკლებს.
ამიტომაც არის უდიდესი გადაწყვეტილება დატოვება კლუბისა, რომელიც 14 წლიდან ჩემი ცხოვრების ნაწილია. გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. ძალიან ბევრი განსაკუთრებული მოგონება და ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, რომელიც, იმედი მაქვს, ჩემი მომავლის ფორმირებაში დამეხმარება.
თუმცა, ახლა შესაფერისი დროა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაუყოვნებლივი გეგმები არა მაქვს, მომავალში მწვრთნელობას ვაპირებ.
საოცრად გამიმართლა, რომ ორი უდიდესი მწვრთნელი მენტორი მყავდა: პირველი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელთანაც ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი გავატარე შრომასა და სწავლაში და რომელსაც საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად მივიჩენევ, ახლახანს კი ლუი ვან გაალი, რომლის სამსახურეობრივი სია თავისთავად მეტყველებს მასზე. მათგან მიღებული ცოდნა შეუფასებელია.
მინდა ჩემი მადლიერება გამოვუხატო "მანჩესტერ იუნაიტედში" წლების განმავლობაში მომუშავე პირებს. მოედანზე ნაჩვენები შედეგები მის მიღმა შრომის შედეგია. ამ ხალხის მხარდაჭერის, თანადგომისა და გამხნევების გარეშე ვერ მივაღწევდი წარმატებას.
მინდა, ჟოზე მოურინიოს მივულოცო მსოფლიოს უდიდეს კლუბში მუშაობა. უმაღლეს დონეზე ძალიან ცოტა გამარჯვებულია და ჟოზე უდავოდ მათ შორის იმყოფება. ვიცი, რომ გულშემატკივარი მას თბილად დახვდება.
ჩემი ბოლო მადლიერება კი გულშემატკივრებს ეკუთვნით. არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რამდენად მომენატრება "ოლდ ტრაფორდზე" თქვენ წინაშე ჩავლა. ძალიან რთულია 29 წლის შემდეგ დამშვიდობება. მწვრთელის ასისტენტობისას და თამაშისას გატარებული ყოველი წუთი მიყვარს. მხარდაჭერა, რომელსაც თქვენ მიცხადებდით, ფენომენალური იყო; გმადლობთ.
ახლა ახალი გამოწვევისა და ახალი თავის დროა. მომავლით აღელვებუელი ვარ - მენეჯმენტში საუკეთესო პირობები მაქვს, რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს".