თბილისი:
მანჩესტერი:
2-07-2016, 17:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2130,
კომენტარები: 15
ოფიციალურად: რაიან გიგზმა კლუბი დატოვა
რაიან გიგზი "იუნაიტედიდან" წავიდა.
ოფიციალურად: რაიან გიგზმა კლუბი დატოვა
რაიან გიგზმა დატოვა "მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც 14 წლის ასაკიდან იმყოფება მოთამაშისა და მწვრთნელის რანგში.

42 წლის უელსელმა კლუბის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარა და საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი ტიტული მოიგო.

გიგზის განცხადება: "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთელისა და მწვრთნელის ასისტენტის რანგში ყოფნის 29 წლის შემდეგ ვიცი, რომ გამარჯვება ამ კლუბის დნმ-შია - ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემაც, შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთის თამაშიც. სწორია მაღალი მოლოდინის ქონა, სწორია გამარჯვების მოლოდინი. "მანჩესტერ იუნაიტედი" არ ელის, არ იმსახურებს ამაზე ნაკლებს.

ამიტომაც არის უდიდესი გადაწყვეტილება დატოვება კლუბისა, რომელიც 14 წლიდან ჩემი ცხოვრების ნაწილია. გადაწყვეტილება მარტივად არ მიმიღია. ძალიან ბევრი განსაკუთრებული მოგონება და ცხოვრებისეული გამოცდილება მივიღე, რომელიც, იმედი მაქვს, ჩემი მომავლის ფორმირებაში დამეხმარება.

თუმცა, ახლა შესაფერისი დროა და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაუყოვნებლივი გეგმები არა მაქვს, მომავალში მწვრთნელობას ვაპირებ.

საოცრად გამიმართლა, რომ ორი უდიდესი მწვრთნელი მენტორი მყავდა: პირველი სერ ალექს ფერგიუსონია, რომელთანაც ჩემი ცხოვრების ძირითადი ნაწილი გავატარე შრომასა და სწავლაში და რომელსაც საფეხბურთო ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად მივიჩენევ, ახლახანს კი ლუი ვან გაალი, რომლის სამსახურეობრივი სია თავისთავად მეტყველებს მასზე. მათგან მიღებული ცოდნა შეუფასებელია.

მინდა ჩემი მადლიერება გამოვუხატო "მანჩესტერ იუნაიტედში" წლების განმავლობაში მომუშავე პირებს. მოედანზე ნაჩვენები შედეგები მის მიღმა შრომის შედეგია. ამ ხალხის მხარდაჭერის, თანადგომისა და გამხნევების გარეშე ვერ მივაღწევდი წარმატებას.

მინდა, ჟოზე მოურინიოს მივულოცო მსოფლიოს უდიდეს კლუბში მუშაობა. უმაღლეს დონეზე ძალიან ცოტა გამარჯვებულია და ჟოზე უდავოდ მათ შორის იმყოფება. ვიცი, რომ გულშემატკივარი მას თბილად დახვდება.

ჩემი ბოლო მადლიერება კი გულშემატკივრებს ეკუთვნით. არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ რამდენად მომენატრება "ოლდ ტრაფორდზე" თქვენ წინაშე ჩავლა. ძალიან რთულია 29 წლის შემდეგ დამშვიდობება. მწვრთელის ასისტენტობისას და თამაშისას გატარებული ყოველი წუთი მიყვარს. მხარდაჭერა, რომელსაც თქვენ მიცხადებდით, ფენომენალური იყო; გმადლობთ.

ახლა ახალი გამოწვევისა და ახალი თავის დროა. მომავლით აღელვებუელი ვარ - მენეჯმენტში საუკეთესო პირობები მაქვს, რაც კი შეიძლება ადამიანმა ინატროს".
ახალი ამბები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Lady in red
2 ივლისი 2016 19:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
გული მწყდება (( მაგრამ იმედი მაქვს დაგვიბრუნდება.
0
№12
ავტორი: ნიკუშა
2 ივლისი 2016 19:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 88
მშვიდობით ლეგენდავ თუ მწვრთნელი ჰახდა კარგი იქნება თუ ისევ იუნაიტედს დაუბრინდება მე ძაან გამიხარდება ეს რომ იუნაიტედის მწვრთნელი გახდება
0
№13
ავტორი: უეინ რუნი
2 ივლისი 2016 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 246
recourse recourse recourse
0
№14
ავტორი: hemi
2 ივლისი 2016 20:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
აბა წარმატებები და შენ იცი მომავალში უკვე ტიტულოვანი მწვრთნელი უნდა დაუბრუნდე მანჩესტერს
0
№15
ავტორი: kantona-7
3 ივლისი 2016 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
love cry2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top