თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1901,
კომენტარები: 12
ფერდინანდს ნაკრებში მუშაობა სურს
რიო ფერდინანდი ინგლისის ნაკრებში სამუშაოს დაწყებას აპირებს.
ფერდინანდს ნაკრებში მუშაობა სურს
რიო ფერდინანდს ინგლისის ნაკრების მომდევნო მწვრთნელთან ერთად მუშაობა სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველს ახალი ეროვნული გუნდის ფორმირებაში მონაწილეობის მიღების იმედი აქვს.

ტურნირის ყველაზე დაბალრეიტინგულ გუნდთან, ისლანდიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ როი ჰოჯსონმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ "სამ ლომს" ახალი მწვრთნელი ეყოლება.

37 წლის ფერდინანდს მიაჩნია, რომ მისი გამოცდილება, პროგრესული იდეები და შესაძლებლობები ინგლისელი ფეხბურთელების განვითარებასა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის დახმარების გაწევაში შეუწყობს ხელს.

ფერდინანდი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას BBC-ს ექსპერტად მუშაობს და მისი ზუსტი ანალიზით მაყურებელთა სიმპათიას იღებს. მისი კომენტარი ინგლისელთა წარუმატებლობაზე შემდეგ იყო:

"თუ არ იცი, რომელია შენი საუკეთესო გუნდი ან ფორმაცია, პრობლემა გექმნება. წარმოდგენაც კი არ გვქონდა, სად დარბოდნენ ფეხბურთელები. არავითარი გამჭრიახობა არ შეიმჩნეოდა", - განაცხადა ფერდინანდმა.

ბუკმეკერთა ფავორიტად ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეითი ითვლება როი ჰოჯსონის შემცვლელის თანამდებობაზე.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
29 ივნისი 2016 12:09
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან მინდა ამის ხილვა ნაკრებში. იმედი მაქვს, სხვებზე დიდ შედეგს ეს დადებს love
0
№2
ავტორი: ikeoni
29 ივნისი 2016 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Imedia rio
0
№3
ავტორი: კანტონა
29 ივნისი 2016 12:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
მიდი რიო მიდი
0
№4
ავტორი: Legend Sir Alex
29 ივნისი 2016 12:27
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
love
0
№5
ავტორი: SANDROGRIGA
29 ივნისი 2016 13:11
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ინგლისის ნაკრებს რამე ეშველოს და
0
№6
ავტორი: ვახო ( G G M U)
29 ივნისი 2016 13:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ეჰ რიო არა მგონია ინგლისის ნაკრებს რამე ეშველოს
0
№7
ავტორი: Lady in red
29 ივნისი 2016 13:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ინგლისის ნაკრებს საერთოდ თუ ეშველება არავინ არ იცის.
0
№8
ავტორი: მარსიალი
29 ივნისი 2016 13:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
რიო შენ კი არა ინგლისის ნაკრებს თვით ფერგიც კი ვერ უშველის ისეთი ცენზურა მენტალიტეტის და სწორხაზოვანი ფეხბურთელების კასკადია მაგიტო ვარ წინააღმდეგი გუნდში 4-5 ბრიტანელზე მეტი ძან ერთფეროვანი სწორხაზოვანი დოღის ცხენებივით საფეხბურთო ინტელექტს მოკლებული მოთამაშეები არიან რუნი არი ამ ნაკრებში გამონაკლისი დალშე ვარდი სტერლინგი ზუსტად მაგ გაბარიტების არიან კეინი მაგარი ბიჭია მარა ტოტენჰემში ვეღარ ვითარდება და დროა მოირგოს წითელი მაიზური თუ რამეა შევუღებავთ მოუს შავად არაა პრობლემა likeaboss
0
№9
ავტორი: kantona-7
29 ივნისი 2016 15:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კაი იქნება მიდი რიო love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№10
ავტორი: leluk
29 ივნისი 2016 16:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75

კეინი არ ახსენოთ საერთოდ და კიდევ თავს რო დაიფასებს ამის შემდეგ. შეეხვეწეს აქეთ მანჩესტერს რომ აიყვანონ ... ჯარიმის დარტყმა მაგან არ იცის, ჩაწოდება არ იცის, კუთხური არ იცის. მეტი რაღა ჯანდაბა დარჩა?? კი აფასებენ ტრილიონსს .. სასაცილოაააა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top