თბილისი:
მანჩესტერი:
29-06-2016, 12:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1906,
კომენტარები: 12
ფერდინანდს ნაკრებში მუშაობა სურს
რიო ფერდინანდი ინგლისის ნაკრებში სამუშაოს დაწყებას აპირებს.
ფერდინანდს ნაკრებში მუშაობა სურს
რიო ფერდინანდს ინგლისის ნაკრების მომდევნო მწვრთნელთან ერთად მუშაობა სურს.

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილ მცველს ახალი ეროვნული გუნდის ფორმირებაში მონაწილეობის მიღების იმედი აქვს.

ტურნირის ყველაზე დაბალრეიტინგულ გუნდთან, ისლანდიის ნაკრებთან დამარცხების შემდეგ როი ჰოჯსონმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ "სამ ლომს" ახალი მწვრთნელი ეყოლება.

37 წლის ფერდინანდს მიაჩნია, რომ მისი გამოცდილება, პროგრესული იდეები და შესაძლებლობები ინგლისელი ფეხბურთელების განვითარებასა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელისთვის დახმარების გაწევაში შეუწყობს ხელს.

ფერდინანდი ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას BBC-ს ექსპერტად მუშაობს და მისი ზუსტი ანალიზით მაყურებელთა სიმპათიას იღებს. მისი კომენტარი ინგლისელთა წარუმატებლობაზე შემდეგ იყო:

"თუ არ იცი, რომელია შენი საუკეთესო გუნდი ან ფორმაცია, პრობლემა გექმნება. წარმოდგენაც კი არ გვქონდა, სად დარბოდნენ ფეხბურთელები. არავითარი გამჭრიახობა არ შეიმჩნეოდა", - განაცხადა ფერდინანდმა.

ბუკმეკერთა ფავორიტად ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეითი ითვლება როი ჰოჯსონის შემცვლელის თანამდებობაზე.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: U N I T E D
29 ივნისი 2016 16:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ციტატა: kantona-7
კაი იქნება მიდი რიო love

მაგრად მოხოდავს ნაკრებს
0
№12
ავტორი: gela-manchesteri
29 ივნისი 2016 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
მიდი რიო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top