"ეშმაკები" დიდ ტრანსფერებს ამზადებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანისა და შვედი სუპერვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.
საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, "ეშმაკები" იმედოვნებენ, რომ მხითარიანის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტის შეთავაზების შემთხვევაში გერმანულ კლუბთან კომპრომისზე წავლენ. ეს იდეალური თანხაა იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმა არ არის.
თავად ჰენრიხი "იუნაიტედში" გადასვლის წინააღმდეგი არ არის. "ეშმაკებმა" შესაძლოა 27 წლის სომეხის ტრანსფერი უმოკლეს დროში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში განახორციელონ.
რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, გუშინ შვედი საკუთარ აგენტს მინო რაიოლას შეხვდა, რომელიც ასევე მხითარიანიას ინტერესებსაც იცავს. ზლატანმა "იუნაიტედთან" ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და მომავალ კვირას მანჩესტერში ჩავა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად იგი კლუბში საკუთარ როლს განიხილავს.
აქედან გამომდინარე, "იუნაიტედს" დიდი შანსი აქვს, რომ აფრიკელი მცველის ერიკ ბაიის შეძენის შემდეგ, ორი ტრანსფერი ივლისის დასაწყისში განახორციელოს.
წყარო:
Goal