თბილისი:
მანჩესტერი:
26-06-2016, 11:40
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 4936,
კომენტარები: 16
"იუნაიტედს" ახლო მომავალში ორი მოთამაშე შეუერთდება
"ეშმაკები" დიდ ტრანსფერებს ამზადებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანისა და შვედი სუპერვარსკვლავის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

საკმაოდ ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, "ეშმაკები" იმედოვნებენ, რომ მხითარიანის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტის შეთავაზების შემთხვევაში გერმანულ კლუბთან კომპრომისზე წავლენ. ეს იდეალური თანხაა იმ ფეხბურთელისთვის, რომელიც კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე თანახმა არ არის.

თავად ჰენრიხი "იუნაიტედში" გადასვლის წინააღმდეგი არ არის. "ეშმაკებმა" შესაძლოა 27 წლის სომეხის ტრანსფერი უმოკლეს დროში, მომდევნო 7 დღის განმავლობაში განახორციელონ.

რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, გუშინ შვედი საკუთარ აგენტს მინო რაიოლას შეხვდა, რომელიც ასევე მხითარიანიას ინტერესებსაც იცავს. ზლატანმა "იუნაიტედთან" ხელშეკრულების პირობები უკვე შეათანხმა და მომავალ კვირას მანჩესტერში ჩავა, რის შემდეგაც ჟოზე მოურინიოსთან ერთად იგი კლუბში საკუთარ როლს განიხილავს.

აქედან გამომდინარე, "იუნაიტედს" დიდი შანსი აქვს, რომ აფრიკელი მცველის ერიკ ბაიის შეძენის შემდეგ, ორი ტრანსფერი ივლისის დასაწყისში განახორციელოს.

წყარო: Goal
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
16 კომენტარი
№11
ავტორი: kaxeti
26 ივნისი 2016 14:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
არაზ ოზბილისი და იურა მოვსისიანიც მოვიყვანოთ და ავშენდებით HAHAHAHAHA
0
№12
ავტორი: giorgiginturi
26 ივნისი 2016 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ციტატა: kaxeti
არაზ ოზბილისი და იურა მოვსისიანიც მოვიყვანოთ და ავშენდებით HAHAHAHAHA


კეხელო wink რა კარგი ხარ გენაცვალე.... ესეინი საიდანღა გაგახსენდა საღოლ ძმა.... მხიარულებაც კარგია აქ. თორე მოვკვდი ამათ ლოდინში
0
№13
ავტორი: beckham7
26 ივნისი 2016 16:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ოღონდ ეგ მხითარიანი არა რა
0
№14
ავტორი: gela-manchesteri
26 ივნისი 2016 19:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
ნეტა იბრაზე მალე გაოპიციალურდეს რა
0
№15
ავტორი: Gega Beckham
27 ივნისი 2016 00:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 58
am love manunited ველოდები სეზონის დაწყებას
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 14:13
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ორივე გადმოვა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top