26 წლის იტალიელი მცველის სადებიუტო სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" არც თუ ისე კარგი გამოდგა, მაგრამ დიდი ალბათობით მატეო კლუბში დარჩება, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჟოზე მოურინიო დარმიანს ჯერ კიდევ არ დაკავშირებია.
ამჟამად მატეო იტალიის ნაკრების ბანაკთან ერთად, საფრანგეთში იმყოფება. ჭორები, მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით "იუვენტუსში" ან "ბარსელონაში", არ წყდება. დარმიანი "იუნაიტედის" უკანასკნელ 20 მატჩში სასატარტო შემადგენლობაში მხოლოდ 5-ჯერ მოხვდა.
პორტუგალიელი თითქმის ყველა ფეხბურთელს დაუკავშირდა, მაგრამ ჯერჯერობით იტალიელს მოურინიოსგან ზარი არ მიუღია.
"ამ დროისთვის მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და ძალიან მალე, მომდევნო სეზონში ვითამაშებ, თუმცა, ჯერჯერობით მოურინიოსთან არ მისაუბრია,"-აცხადებს იტალიელი.