თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2016, 13:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2503,
კომენტარები: 11
მოურინიოს დარმიანთან კონტაქტი ჯერ კიდევ არ ჰქონია
იტალიელის მომავალი გაურკვეველია.
მოურინიოს დარმიანთან კონტაქტი ჯერ კიდევ არ ჰქონია
26 წლის იტალიელი მცველის სადებიუტო სეზონი "ოლდ ტრაფორდზე" არც თუ ისე კარგი გამოდგა, მაგრამ დიდი ალბათობით მატეო კლუბში დარჩება, თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჟოზე მოურინიო დარმიანს ჯერ კიდევ არ დაკავშირებია.

ამჟამად მატეო იტალიის ნაკრების ბანაკთან ერთად, საფრანგეთში იმყოფება. ჭორები, მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით "იუვენტუსში" ან "ბარსელონაში", არ წყდება. დარმიანი "იუნაიტედის" უკანასკნელ 20 მატჩში სასატარტო შემადგენლობაში მხოლოდ 5-ჯერ მოხვდა.

პორტუგალიელი თითქმის ყველა ფეხბურთელს დაუკავშირდა, მაგრამ ჯერჯერობით იტალიელს მოურინიოსგან ზარი არ მიუღია.

"ამ დროისთვის მე "იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ. გუნდთან კონტრაქტი მაკავშირებს და ძალიან მალე, მომდევნო სეზონში ვითამაშებ, თუმცა, ჯერჯერობით მოურინიოსთან არ მისაუბრია,"-აცხადებს იტალიელი.

წყარო: Manutd.one
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 14:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არაა გასაშვები
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top