ყველაზე სასაცილო მოთამაშედ, ესპანელმა ნახევარმცველმა საკუთარი თანამემამულე ხუან მატა დაასახელა. ბასკის აზრით, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ანტონიო ვალენსიაა. ყველაზე სწრაფი - ენტონი მარსიალი, თავით მოთამაშე ფეხბურთელებიდან საუკეთესო - არიც ადურისი და რადამელ ფალკაო. რაც შეეხება ელეგანტურ ფეხბურთელებს, მოედანზე ერერამ ზინედინ ზიდანი, ხოლო მოედნის გარეთ დევიდ ბექჰემი დაასახელა. ანდერის აზრით კი, ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი - ჩავი ერნანდესია.
კითხვაზე, თუ ვის აქვს თანაგუნდელებიდან მუსიკაში ყველაზე ცუდი გემოვნება, ანდერმა ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა, დავიდ დე ხეა. ის საშინელ მუსიკას რთავს."
ყველაზე ხმაურიან მოთამაშედ კი ანდერ ერერამ საკუთარი თავი დაასახელა: "მე ხშირად ვღელავ და თანაგუნდელების გამო აღშფოთებული ვარ."