თბილისი:
მანჩესტერი:
25-06-2016, 14:00
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3125,
კომენტარები: 12
ერერას ვერსია: ვინ არის საუკეთესო გუნდში?
ანდერ ერერამ ფეხბურთელების შესახებ დასმულ კითხვებს უპასუხა.
ერერას ვერსია: ვინ არის საუკეთესო გუნდში?
ანდერ ერერამ Twitter-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ფეხბურთელებზე დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

ყველაზე სასაცილო მოთამაშედ, ესპანელმა ნახევარმცველმა საკუთარი თანამემამულე ხუან მატა დაასახელა. ბასკის აზრით, ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი ანტონიო ვალენსიაა. ყველაზე სწრაფი - ენტონი მარსიალი, თავით მოთამაშე ფეხბურთელებიდან საუკეთესო - არიც ადურისი და რადამელ ფალკაო. რაც შეეხება ელეგანტურ ფეხბურთელებს, მოედანზე ერერამ ზინედინ ზიდანი, ხოლო მოედნის გარეთ დევიდ ბექჰემი დაასახელა. ანდერის აზრით კი, ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი - ჩავი ერნანდესია.

კითხვაზე, თუ ვის აქვს თანაგუნდელებიდან მუსიკაში ყველაზე ცუდი გემოვნება, ანდერმა ასე უპასუხა: "რა თქმა უნდა, დავიდ დე ხეა. ის საშინელ მუსიკას რთავს."

ყველაზე ხმაურიან მოთამაშედ კი ანდერ ერერამ საკუთარი თავი დაასახელა: "მე ხშირად ვღელავ და თანაგუნდელების გამო აღშფოთებული ვარ."

ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: dybbuk
26 ივნისი 2016 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ციტატა: LASHQARA
ციტატა: dybbuk
ციტატა: LASHQARA
მეტალს მძიმეს wink ჩავის მაგივრად რუნის ვიტყოდი დანარჩენი თვითონ უკეთ იცის love

ტეხავს ჩავის მაგივრად რუნი, ამ შემთხვევაში ცოტა ობიექტურობა უფრო კარგია ვიდრე ის რო რუნი მანიუს კაპიტანია და მთელი ამბები

აი ჩავის მაგივრად მაშინ ინიესტას ვიტყოდი ამ ჩავის ორივე მირჩევნია რა და ორივე უფრო ჭკვიანია კი არ ვაკნინებ ჩავის უბრალოდ მე არ მირჩევნია რუნის და ინიესტას და თუ მოედნის ხედვაზეა ბაზარი ყველაზე კარგ და სწორ პასებს აკეთებს ეს ორი და აქ მოდრიჩსაც ნუ დავივიწყებთ love am

ჩავიზე მაგარ პასებს აკეთებს რუნი? კაი ძმა, ეგ შენი აზრია და ვერანაირად ვერ დაგეთანხმები ასე რომ აქ მოვრჩეთ ამ თემაზე საუბარს
0
№12
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 14:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მაგარი კაცია :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top