თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3504,
კომენტარები: 17
რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის
პოლიტიკური გადაწყვეტილების გავლენა საფეხბურთო სამყაროზე.
რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის
ამას ნეგატიური გავლენა ექნება კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე.

ინგლისურ კლუბებს წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე ფეხბურთელთა შეძენა, მაშინ, როცა მოთამაშეებს, რომლებიც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ან ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, სამუშაო ნებართვა დასჭირდებათ. გასულ წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელის გრეგ დაიკის ინიციატივით, ინგლისის ჩემპიონატში ფეხბურთელთა გადასვლის წესები გამკაცრდა.

ჯერჯერობით უცნობია, რით დასრულდება რეფერენდუმი, მაგრამ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემთხვევაში ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქე ფეხბურთელთა შეძენისას ინგლისური კლუბები წააწყდებიან იმავე პრობლემას, რასაც, მაგალითად, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების შეძენისას წააწყდებოდნენ. სამუშაო ნებართვის მიღებისთვის ფეხბურთელი გარკვეულ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს. ლეგიონერი უნდა იყოს წარმომადგენლები ქვეყნისა, რომელიც შედის FIFA-ს რეიტინგის პირველ 50-ეულში და ამასთან ერთად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ნაკრების რიგებში საერთაშორისო დონეზე მატჩების 75% უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

ფრანგები, დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი"), ენტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ნ'გოლო კანტე ("ლესტერ სიტი") თავიანთ კლუბებში გადასვლის მომენტში მოცემულ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ისევე, როგორც კურტ ზუმა ("ჩელსი") და ელიაკიმ მანგალა ("მანჩესტერ სიტი").

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის


ლონდონის საემიგრაციო სამსახურის სპეციალისტი ანტონია თორი ფიქრობს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემთხვევაში მოცემული სისტემა შესწორდება: "საფეხბურთო ასოციაციის წესები ყოველ წელს იცვლება. დიდი ალბათობით, ზოგიერთი პირობაც შეიცვლება. შესაძლოა, თავისი ეროვნული ნაკრების რიგებში ჩასატარები მატჩების პროცენტმა დაიწიოს, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელებს უფრო გაუადვილდებათ სამუშაო ნებართვის მიღება.

თუკი საფეხბურთო ასოციაცია ჩათვლის, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა ნეგატიურად აისახება პრემიერ ლიგის კლუბებზე, ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთათვის ცალკეულ წესებს შემოიღებენ".


ამჟამად არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც წყდება, მიიღებს თუ არა ფეხბურთელი ნებართვას. კრიტერიუმები ფასდება ქულებით და მოისაზრებენ სატრანსფერო ღირებულებას, ფეხბურთელის ხელფასსა და თავის ყოფილ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობას. ამ კრიტერიუმების მიხედვით "ჩელსიმ" გასულ ივლისში 19 წლის ბრაზილიელი კენედი შეიძინა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის


თორი ასევე ფიქრობს, რომ მოცემული კრიტერიუმები შემსუბუქდება, რათა ლეგიონერებმა ადვილად დააგროვონ აუცილებელი ქულების რაოდენობა.

კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ პრემიერ ლიგის კლუბები ფეხბურთელების შეძენას ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემთხვევაში, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. FIFA-ს წესების თანახმად, ფეხბურთელის შეძენა, რომელიც 18 წლის ჯერ არ შესრულებულა, დაუშვებელია, თუმცა ეს არ ეხება ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს. სწორედ ასე შეიძინა "არსენალმა" სესკ ფაბრეგასი და ეკტორ ბელერინი, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" - ადნან იანუზაი, ტიმოთი ფოსუ-მენსა და ახალგაზრდა ნიჭიერი ჰოლანდიელი ტაჰიტ ჩონგი.

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის


წაერთმევა თუ არა პრემიერ ლიგას მოცემული პრივილეგიები? თუკი რეფერენდუმს "ბრექსიტის" მომხრეები მოიგებენ, მაგრამ ამასთან ერთად დიდი ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ ზონაში დარჩება, FIFA-ს რეგლამენტის მე-19 პუნქტი, რომლის თანახმადაც ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედება შეუძლიათ ევროპის კლუბებში, კვლავინდებურად იმოქმედებს.

თუმცა, თუკი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შეუერთდება, ეს პუნქტი ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამგვარად, პრემიერ ლიგა ახალგაზრდა ნიჭიერ ლეგიონერებთან მუშაობაში კონკურენციას ვერ გაუწევს ევროპის ისეთ კლუბებს, როგორებიც მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და "ბარსელონა" არიან.
სტატიები
17 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
24 ივნისი 2016 23:15
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ არც იმდენად, რომ უკვე არსებული ფეხბურთელები დავკარგოთ. ერთი კია, ეს თუ მოხდა, ახალი თაობის უცხოეთიდან შემოდინება გაჭირდება და მხოლოდ ინგლისელ ფეხბურთელებზე დაჯერება მოუწევთ.

ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს 18 წლამდე არავინ მიაღწევინებს ისე, რომ მანამდე არ გაუფორმონ კონტრაქტი და ამით ბრიტანელების გარდა ყველა ისარგებლებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: hemi
24 ივნისი 2016 23:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ლეგიონერი უნდა იყოს წარმომადგენლები ქვეყნისა, რომელიც შედის FIFA-ს რეიტინგის პირველ 50-ეულში და ამასთან ერთად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ნაკრების რიგებში საერთაშორისო დონეზე მატჩების 75%-ში უნდა ჰქონდეს ჩატარებული.
არ გეწყინოთ მაგრამ ეს პუნქტი არ უნდა იყოს ახლოს რეალობასთან რაღაცა სისულელეა თავს ვერ დავდებ რო ეგრე მარა შეცდომაა რაღაც.
+რეფერნდუმის შედეგებით გამისვლას დაუჭირა უკვე მხარი მოსახლეობამ კამერონიც გამოვიდა და თქვა მე თვითონაც მალე გადავდგებიო, ამიტო რაღაცა ცვლილებები ასიანი იქნება მარა არა მგონია ზედმეტად გართულდეს ამბები მცირე დაბრკოლებები კიდე ფაქტია იქნება

ამიტო მოდი ნუ ინერვიულებთ ამაზე ბევრს
0
№3
ავტორი: RojoDiablo
24 ივნისი 2016 23:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ციტატა: hemi
არ გეწყინოთ მაგრამ ეს პუნქტი არ უნდა იყოს ახლოს რეალობასთან რაღაცა სისულელეა თავს ვერ დავდებ რო ეგრე მარა შეცდომაა რაღაც.

წყაროში ასე წერია ყოველ შემთხვევაში, მათი შეცდომა თუ არის არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვშლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: Lady in red
24 ივნისი 2016 23:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ამას ვწერდი სხვათაშორის დღეს და პრემიერ ლიგა გამახსენდა. რა თქმა უნდა ბევრ რამეზე შეიძლება იქონიოს გავლენა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკლებად დაზარალდება ჩემპიონატი.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
24 ივნისი 2016 23:57
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
100% გამოვა ევროკავშირიდან ბრიტანეთი. ცუდია, რომ დიდ გავლენას მოახდენს ეს სატრანსფერო პოლიტიკაზე, მაგრამ ერთი მხრივ გამკაცრდება და ნევილისა არ იყოს კარგია, რომ ინგლისელ ფეხბურთელებს მიაქცევენ ყურადღებას და იმედია, კლუბში მოთამაშე ფეხბურთელებს არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა.
0
№6
ავტორი: LASHQARA
25 ივნისი 2016 00:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
ინგლისურ ნაკრებს წაადგება მხოლოფ თორე კლუბებისთვის ძალიან ცუდი თემაა winked
0
№7
ავტორი: hemi
25 ივნისი 2016 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: hemi
არ გეწყინოთ მაგრამ ეს პუნქტი არ უნდა იყოს ახლოს რეალობასთან რაღაცა სისულელეა თავს ვერ დავდებ რო ეგრე მარა შეცდომაა რაღაც.

წყაროში ასე წერია ყოველ შემთხვევაში, მათი შეცდომა თუ არის არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვშლია

თქვენ რო არ შეგეშლებოდათ თარგმანი გასაგებია ძალიან მაგრად მუშაობთ და ვაფასებთ ყველა მაგას მარა პირველწყაროზე ვამბოვ მეც აი მაგალითად რა გამოდის რო აი მაგალითად ქართველს ვერ იყიდიან თუ ნაკრებში არ აქვს ნათამაშები 100 ეულშიც არ ვართ როგორც მახსოვს და ან კიდე უკრაინელს და შვეიცარიელს, ნე ერთი შეხედვით ძაან ცუდ კანონად მეჩვენება, ცოტათი შეურაწმყოგელადაც
0
№8
ავტორი: მარსიალი
25 ივნისი 2016 01:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 145
ჩემმა მტერმა უყუროს პრემიერლიგას მარტო ინგლისელებით და ბრიტანელებით წავა უფანტაზიო თამაში ადრე ვაფშე ახლახანს ჩემპიონთა ლიგის დატოვებაც უნდოდათ მაგრად ცენზურაობენ ესენი

ციტატა: მარსიალი
თქვენ რო არ შეგეშლებოდათ თარგმანი გასაგებია ძალიან მაგრად მუშაობთ და ვაფასებთ ყველა მაგას მარა პირველწყაროზე ვამბოვ მეც აი მაგალითად რა გამოდის რო აი მაგალითად ქართველს ვერ იყიდიან თუ ნაკრებში არ აქვს ნათამაშები 100 ეულშიც არ ვართ როგორც მახსოვს და ან კიდე უკრაინელს და შვეიცარიელს, ნე ერთი შეხედვით ძაან ცუდ კანონად მეჩვენება, ცოტათი შეურაწმყოგელადაც


სწორია ეგ შეცდომა არაა არაევროკავშირელი როცა ხარ ეგეთი კანონებია
0
№9
ავტორი: levionok
25 ივნისი 2016 01:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1266
ახლა როგორ ფიქრობთ ინგლისელები იმ ტოტს მოჭრიან რომელზეც ზიან?აფეხბურთო კანონმდებლობას გადააკეთებენ და მორჩა,ფეხბურთის გამო არ დარჩება ევროპაში და მე ვეთანხმები,მალე გერმანიაც იტყვის გასვლას და ზედ საფრანგეთიც მიყვება,ევროპაში შესვლა არ ნიშნავს კარგ ცხოვრებას,მაგალითად რუმინეთი,ჩვენი დონიდან დაახლოვებით 10 საფეხურით ქვევით არიანგატენილია ევროპის ციხეები რუმინელებით,რატომ მიიღეს? იმიტომ რომ ბულლგარეთი ჭირდებოდა მოკლედ პპოლითიკის დედაც ისე ევროპის დედაც ორ ქვეყანა ვაფასებ ევროპაში ეს არის იტალია და ესპანეთი დანარჩენების ბინძური დედაც მანიუ წინ,წელს აპლ უნდა დადო ნერვები არ მომიშალო

ხო რუმინელების კრიმინალურ ცხოვრებას რატომ გავუსვი ხაზი,იმიტომ რომ ეგ არაკაცები მიზეზს იდებენ ქართველებმა დააქციეს აქაურობაო,სამუშაო უფლებას არ გაძლევენ გასაქანს არ გაძლევენ,იძულების გხდიან მოიპარო ან მშიერი იყო,ადვილი ასარჩევია დამეთანხმებით(ყველას არ ეხება)ზოგი პურის საშოვნელად ჩადის და ზოგიც წამლის მაგრამ უმეტესობაზე ვამბობ მე და მაგათი დედაც მიხარია რომ ინგლისი გადის ახლა იბლატაონ
0
№10
ავტორი: gela-manchesteri
25 ივნისი 2016 12:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
რითი შესცენ ამ ფეხბურთს და ფეხბურთელებს აღარ იციან რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top