თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 23:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3511,
კომენტარები: 17
რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის
პოლიტიკური გადაწყვეტილების გავლენა საფეხბურთო სამყაროზე.
რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის
ამას ნეგატიური გავლენა ექნება კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე.

ინგლისურ კლუბებს წინააღმდეგობის გარეშე შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქე ფეხბურთელთა შეძენა, მაშინ, როცა მოთამაშეებს, რომლებიც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ან ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყნების მოქალაქეები არ არიან, სამუშაო ნებართვა დასჭირდებათ. გასულ წელს ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ხელმძღვანელის გრეგ დაიკის ინიციატივით, ინგლისის ჩემპიონატში ფეხბურთელთა გადასვლის წესები გამკაცრდა.

ჯერჯერობით უცნობია, რით დასრულდება რეფერენდუმი, მაგრამ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემთხვევაში ევროპის სხვა ქვეყნების მოქალაქე ფეხბურთელთა შეძენისას ინგლისური კლუბები წააწყდებიან იმავე პრობლემას, რასაც, მაგალითად, სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელების შეძენისას წააწყდებოდნენ. სამუშაო ნებართვის მიღებისთვის ფეხბურთელი გარკვეულ მოთხოვნილებებს უნდა აკმაყოფილებდეს. ლეგიონერი უნდა იყოს წარმომადგენლები ქვეყნისა, რომელიც შედის FIFA-ს რეიტინგის პირველ 50-ეულში და ამასთან ერთად, ბოლო 2 წლის განმავლობაში ნაკრების რიგებში საერთაშორისო დონეზე მატჩების 75% უნდა ჰქონდეს ჩატარებული.

ფრანგები, დიმიტრი პაიე ("ვესტ ჰემი"), ენტონი მარსიალი ("მანჩესტერ იუნაიტედი") და ნ'გოლო კანტე ("ლესტერ სიტი") თავიანთ კლუბებში გადასვლის მომენტში მოცემულ მოთხოვნილებებს ვერ აკმაყოფილებდნენ, ისევე, როგორც კურტ ზუმა ("ჩელსი") და ელიაკიმ მანგალა ("მანჩესტერ სიტი").

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის


ლონდონის საემიგრაციო სამსახურის სპეციალისტი ანტონია თორი ფიქრობს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემთხვევაში მოცემული სისტემა შესწორდება: "საფეხბურთო ასოციაციის წესები ყოველ წელს იცვლება. დიდი ალბათობით, ზოგიერთი პირობაც შეიცვლება. შესაძლოა, თავისი ეროვნული ნაკრების რიგებში ჩასატარები მატჩების პროცენტმა დაიწიოს, ასეთ შემთხვევაში ფეხბურთელებს უფრო გაუადვილდებათ სამუშაო ნებართვის მიღება.

თუკი საფეხბურთო ასოციაცია ჩათვლის, რომ ევროკავშირიდან გამოსვლა ნეგატიურად აისახება პრემიერ ლიგის კლუბებზე, ევროპის ქვეყნების წარმომადგენელთათვის ცალკეულ წესებს შემოიღებენ".


ამჟამად არსებობს კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც წყდება, მიიღებს თუ არა ფეხბურთელი ნებართვას. კრიტერიუმები ფასდება ქულებით და მოისაზრებენ სატრანსფერო ღირებულებას, ფეხბურთელის ხელფასსა და თავის ყოფილ გუნდში ჩატარებული მატჩების რაოდენობას. ამ კრიტერიუმების მიხედვით "ჩელსიმ" გასულ ივლისში 19 წლის ბრაზილიელი კენედი შეიძინა.

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის


თორი ასევე ფიქრობს, რომ მოცემული კრიტერიუმები შემსუბუქდება, რათა ლეგიონერებმა ადვილად დააგროვონ აუცილებელი ქულების რაოდენობა.

კითხვა იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებენ პრემიერ ლიგის კლუბები ფეხბურთელების შეძენას ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლის შემთხვევაში, ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. FIFA-ს წესების თანახმად, ფეხბურთელის შეძენა, რომელიც 18 წლის ჯერ არ შესრულებულა, დაუშვებელია, თუმცა ეს არ ეხება ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებს. სწორედ ასე შეიძინა "არსენალმა" სესკ ფაბრეგასი და ეკტორ ბელერინი, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედმა" - ადნან იანუზაი, ტიმოთი ფოსუ-მენსა და ახალგაზრდა ნიჭიერი ჰოლანდიელი ტაჰიტ ჩონგი.

რას შეიძლება ნიშნავდეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლა პრემიერ ლიგისთვის


წაერთმევა თუ არა პრემიერ ლიგას მოცემული პრივილეგიები? თუკი რეფერენდუმს "ბრექსიტის" მომხრეები მოიგებენ, მაგრამ ამასთან ერთად დიდი ბრიტანეთი ევროპის ეკონომიკურ ზონაში დარჩება, FIFA-ს რეგლამენტის მე-19 პუნქტი, რომლის თანახმადაც ფეხბურთელებს თავისუფლად მოქმედება შეუძლიათ ევროპის კლუბებში, კვლავინდებურად იმოქმედებს.

თუმცა, თუკი დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს დატოვებს და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შეუერთდება, ეს პუნქტი ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამგვარად, პრემიერ ლიგა ახალგაზრდა ნიჭიერ ლეგიონერებთან მუშაობაში კონკურენციას ვერ გაუწევს ევროპის ისეთ კლუბებს, როგორებიც მადრიდის "რეალი", მიუნხენის "ბაიერნი" და "ბარსელონა" არიან.
სტატიები
17 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
25 ივნისი 2016 12:14
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რაც მთავარია "ევროკავშირის" მეტასტაზები მოიშორეს და მიხედავენ ბრიტანელები ახლა თავიანთ საქმეს. მიხარია, ჭკვიანი ხალხი გამოდგა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№12
ავტორი: AkkRed
25 ივნისი 2016 12:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ორმაგად გაძნელდება ახლა ბირტანეთში ჩასვლა და სავარაუდოდ ლიგის და ევროპის ფინალები ინგლისში აღარ ჩატარდება და ასეთი ქვეპუნქტებით ავსებული ბევრ პრობლემას წააწყდება ფეხბურთი, რითაც ხელს შეუშლის უფრო მეტად განვითარებაში, ან შეიძლება საპირისპიროდ უფრო ადვილად განვითარდეს, ვიდრე დანარჩენი სხვა ქვეყნები.

ყოველ შემთხვევაში მე მიხარია, რომ ბრიტანეთმა ეს ნაბიჯი გადადგა და მიადო ევროკავშირს, სამწუხარო კი ის არის, რომ ჩვენ გვინდა მანდ შესვლა :დ
0
№13
ავტორი: stepno
25 ივნისი 2016 14:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
Ooo didi ambebiaa savaraudod gava didi britanetii evrokavshiridan magram fexburtze imedia es cudad ar imoqmedebs da egre ar moxdeba rac am statiashi weria
0
№14
ავტორი: M.Ts
25 ივნისი 2016 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: hemi
არ გეწყინოთ მაგრამ ეს პუნქტი არ უნდა იყოს ახლოს რეალობასთან რაღაცა სისულელეა თავს ვერ დავდებ რო ეგრე მარა შეცდომაა რაღაც.

წყაროში ასე წერია ყოველ შემთხვევაში, მათი შეცდომა თუ არის არ ვიცი, მაგრამ ჩვენ არაფერი შეგვშლია

არა ეგ პუნქტი ნამდვილად რეალურია და ერთერთი მიზეზი იყო იმისა რო გოგუა თუ არ ვცდები ჰართსში ვერ გადავიდა, მაგრამ არსებობს გამონაკლისები და ზოგჯერ რთავენ ნებას
0
№15
ავტორი: K1llsw1tch
25 ივნისი 2016 17:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
თუ პოლიტიკაში ერკვევით ბრექსითი აუცილებელი და გარდაუვალი იყო.დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო დეტალებსაც შეათანხმებენ ვიზალიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის მსგავსად smile
0
№16
ავტორი: SANDROGRIGA
27 ივნისი 2016 13:53
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ვერაფერს გაიგებ მოკლედ
0
№17
ავტორი: U N I T E D
27 ივნისი 2016 17:30
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
yahoo2
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top