თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 22:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 5411,
კომენტარები: 20
მოურინიო სატრანსფერო "ბომბს" ამზადებს
"წითელი ეშმაკები" ახალ სეზონს კიდევ რამდენიმე შენაძენით შეხვდებიან.
მოურინიო სატრანსფერო
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ხმაურიან ტრანსფერს განახორციელებს, რომელიც "ოლდ ტრაფორდზე" ახალი ეპოქის დაწყების სიმბოლური გამოხატულება იქნება.

შეგახსენებთ, რომ ივნისში "წითლებმა" უკვე შეიძინეს ერთი ფეხბურთელი. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრთა ახალი მთავარი მწვრთნელის პირველი შენაძენი "ვილიარეალის" ყოფილი ფეხბურთელი ერიკ ბაიი გახდა, რომელშიც კლუბმა 30 მლნ. ფუნტი გადაიხადა.

M.E.N. Sport-ს თავისმა წყარომ აცნობა, რომ მოურინიო მომდევნო სეზონში აპირებს გუნდის ჩამოყალიბებას, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს.

პორტუგალიელის პრიორიტეტული სამიზნე პოლ პოგბა გახლავთ, თუმცა მოურინიო მისი გადაბირების შანსებისადმი პესიმისტურად არის განწყობილი, რადგანაც მიაჩნია, რომ ფრანგისთვის ბრძოლას რეკორდული შეთავაზებაც კი ვერ მოაგებინებს.

მომდევნო სამიზნე ზლატან იბრაჰიმოვიჩია, რომელმაც შვედეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი დატოვა. მესამე ფეხბურთელი კი, რომელიც მოურინიოს სურს, დორტმუნდის "ბორუსიას" შემტევი ჰენრიხ მხითარიანია.

2013 წელს სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლის შემდეგ "იუნაიტედმა" ორჯერ დაამყარა სატრანსფერო რეკორდი ფეხბურთელში გადახდილი თანხის რაოდენობით. პირველად, როცა ხუან მატა შეიძინა "ჩელსიდან" და მეორედ, როცა ანხელ დი მარია გახდა "წითელი ეშმაკი".

2009 წელს კრიშტიანუ რონალდუს გაყიდვის შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონი ძირითადად ახალგაზრდა ფეხბურთელებს იძენდა, რომელთაც სამომავლო პოტენციალი უნდა გამოევლინათ, მაგრამ 2012 წელი გამონაკლისი გახდა, როცა რობინ ვან პერსი "ოლდ ტრაფორდის" ახალწვეულად, მოგვიანებით კი "იუნაიტედის" მე-20 ჩემპიონობის მოპოვების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად იქცა.

წყარო: M.E.N.
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: glory28
24 ივნისი 2016 22:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 535
ვნახოთ ვის იყიდის იმენი ჭორი იწერება აზრზე არ ვარ ვის იყიდის
0
№2
ავტორი: Jorj
24 ივნისი 2016 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 131
გთხოვ ვერატი ან მოურა, ან ორივე wink
0
№3
ავტორი: gela-manchesteri
24 ივნისი 2016 22:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 639
love მიდი მაუ
0
№4
ავტორი: LASHQARA
24 ივნისი 2016 22:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
მიდი და გაიგეე ცარიელი ინტრიგაა სანამ ტრანსფერები დასასრულს არ მიუახლოვდება ჯერ რეალური მარტო ზლატანი მგონია დალშე რაც დაიწერა ყველა ჭორია და მეტი არაფერი winked am
0
№5
ავტორი: RojoDiablo
24 ივნისი 2016 23:00
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ციტატა: LASHQARA
მიდი და გაიგეე ცარიელი ინტრიგაა სანამ ტრანსფერები დასასრულს არ მიუახლოვდება ჯერ რეალური მარტო ზლატანი მგონია დალშე რაც დაიწერა ყველა ჭორია და მეტი არაფერი winked am

მხითარიანზე რეალური რომელია? აგენტმა ლამის ისიც თქვას, როდის შედის ტუალეტში მხითარიანი და ეგაა ჭორი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Legend Sir Alex
24 ივნისი 2016 23:01
  • სიახლეები: 176
  • კომენტარები: 696
იმედია კარგ ხალხს მოყრის მოუ და დედის მესრავ გუნდს ჩამოაყალიბებს
0
№7
ავტორი: rooney-scholes
25 ივნისი 2016 00:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Paie iyidos ra magaria tan epl icis xutianze exlandel atianze
0
№8
ავტორი: dybbuk
25 ივნისი 2016 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1596
ნეიმარი დაიდოს wink
0
№9
ავტორი: rooney-scholes
25 ივნისი 2016 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 210
Au ra mxitariani evropis chempionats ar uyutebs eg chemisa paie dafrinavs ver achereben iqit beili glijavs vaisis kargia ra emxitarianeba cota gamoixedos kopa amerikazec gaibrwyina ramodenimem da vinme seriozuli qveynidan iyidos
0
№10
ავტორი: LASHQARA
25 ივნისი 2016 00:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
ციტატა: RojoDiablo
ციტატა: LASHQARA
მიდი და გაიგეე ცარიელი ინტრიგაა სანამ ტრანსფერები დასასრულს არ მიუახლოვდება ჯერ რეალური მარტო ზლატანი მგონია დალშე რაც დაიწერა ყველა ჭორია და მეტი არაფერი winked am

მხითარიანზე რეალური რომელია? აგენტმა ლამის ისიც თქვას, როდის შედის ტუალეტში მხითარიანი და ეგაა ჭორი?

ვერ ნახე ისიც რო დაიწერა კონტრაქტის ამოწურვამდე დორტმუნდი არ გაუშვებს არსადოო ... თან რაც არ უნდა დაიწეროს მაინც ჭორია ვინც გინდა იყოს სანამ არ გაოფიციალურდება, მაგრამ მე ყველაზე რეალური დღემდე რაც მსმენია ჭორებიი ზლატანის ტრანსფერი მგონია love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top