თბილისი:
მანჩესტერი:
24-06-2016, 20:14
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 3271,
კომენტარები: 19
შვაინშტაიგერი - უსარგებლო მოთამაშე თუ გადამწყვეტი ფიგურა?
რა ელოდება გერმანელს ახალ "იუნაიტედში".
შვაინშტაიგერი - უსარგებლო მოთამაშე თუ გადამწყვეტი ფიგურა?
"მანჩესტერ იუნაიტედში" ბასტიან შვაინშტაიგერი ჟოზე მოურინიოს შეხვდება. 2016/17 წლების სეზონი კი გერმანელი ნახევარმცველისთვის გადამწყვეტი იქნება. გთავაზობთ სტატიას ბასტიან შვაინშტაიგერის ბურუსით მოცულ, გაურკვეველ მომავალზე.

შვაინშტაიგერი - უსარგებლო მოთამაშე თუ გადამწყვეტი ფიგურა?


აგვისტო, 2010 წელი. "ბაიერნის" რიგებში მყოფი ბასტაინ შვაინშტაიგერი , "რეალის" წინააღმდეგ პენალტების სერიაში დამარცხების შემდეგ, მოედანს იმედგაცრუებული ტოვებს. ეს იყო უკანასკნელი ფრანც ბეკენბაუერის თასი, რომელმაც აჩვენა, რომ ჟოზე მოურინიოს ნებისმიერი აზრი, შეიძლება ნათლად და წარმატებულად განხორციელდეს.

"ალიანც არენის" ლაბირინთიდან გამოსვლის დროს, ჯერ კიდევ მადრიდის "რეალის" მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო შვაინშტაიგერს შეხვდა. მათი თვალები ერთმანეთს "დაეჯახნენ". "მე შენი შეძენა გასულ წელს მსურდა, თუმცა არაფერი გამოვიდა, მაგრამ მომავალ სეზონში ჩვენ აუცილებლად ერთად ვიმუშავებთ."-ეს არის სიტყვები, რომლითაც პორტუგალიელმა გერმანელს შეხვედრის დროს მიმართა.

მოურინიო აფასებს შვაინშტაიგერს

ექვსი წლის შემდეგ, ზუსტად ამ დღეს მოურინიოს ოცნება ახდა. ორი მსოფლიოს ვარსკვლავის გზა, ინგლისის ყველაზე ტიტულოვან კლუბს - "მანჩესტერ იუნაიტედში" შეერთდა.

ჟოზე და ბასტიანი ერთმანეთს უკვე დიდი ხანია რაც იცნობენ და შესანიშნავი ურთიერთობაც აქვთ. "რეკორდმაისტერში" თამაშისას, მოურინიოს მისი შეძენა ჯერ "ინტერში", ხოლო შემდეგ კი "რეალში" მუშაობისას სურდა, თუმცა მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.

2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე მოურინიომ გერმანიის ნაკრებზე შემდეგი კომენტარი გააკეთა: "გერმანია ყოველთვის ყველაზე საუკეთესოდ ასპარეზობს, როდესაც გუნდში შვაინშტაიგერია, რომელიც ნახევარდაცვის ხაზს ასტაბილურებს."


თუმცა,ბასტიანი არ არის ჩვეულ ფორმაში


მას შემდეგ, რაც მოურინიომ ეს ფრაზა წარმოთქვა, ორი წელი გავიდა და ბევრი რამ შეიცვალა. შვაინშტაიგერს არ აქვს ნაკრებში უკვე ისეთი როლი, როგორიც ეს მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფის დროს ჰქონდა. გარდა ამისა, 31 წლის ნახევარმცველს პერიოდული ტრავმები აწუხებს, რის გამოც გასულ სეზონში იგი მოედანზე იშვიათად გამოდიოდა.

ორი წარუმატებელი სეზონის შემდეგ, "წითელი ეშმაკები" ძველი დიდების დაბრუნებას კვლავ ეცდებიან, სწორედ ამიტომ კლუბის ბოსებმა ჟოზე მოურინიოს სრული თავისუფლება მისცეს.

მოსალოდნელია, რომ "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მოურინიოს, ტრანსფერების განსახორციელებლად ასტრონომიულ თანხას, 260 მილიონ ევროს გამოუყოფენ.



ჯდება თუ არა მომავალი სეზონის გეგმებში ბასტიანი?


იქნება მოუს პირველი "მსხვერპლი" შვაინშტაიგერი? ლუი ვან გაალთან მუშაობის დროს, ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სხვა ფეხბურთელებისგან განსხვავებით გერმანელი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა, პორტუგალიელი სპეცალისტის მოსვლის შემდეგ, კი სავარაუდოდ შვაინი საკუთარ "განსაკუთრებულ სტატუსს" დაკარგავს.

პიროვნება, როგორც უპირატესობა

"იმ შემთხვევაში, თუ შვაინშტაიგერი "განსაკუთრებულის" სისტემაში ვერ ჩაჯდება, შედეგი გადამწყვეტი და ფატალური იქნება. ვან გაალისა და გვარდიოლას ხელმძღვანელობის შემდეგ, 31 წლის ფეხბურთელს კარგი ფიზიკური ფორმა და სწრაფი რეაგირება მართებს. შვაინშტაიგერს კი ნახევარდაცვაში საკმაოდ ნელი თამაში ახასიათებს.

მეორე მხრივ, ფიზიკურ კომპონენტთან ერთად მოურინიო წამყვანს მოთამაშეებში დიდ უპირატესობას, პიროვნულ ხასიათს ანიჭებს. წინა კლუბებში, პორტუგალიელის თითოეული მოთამაშე ქარიზმატული და ავტორიტეტული სტრატეგი იყო. დეკუ "პორტოში", სტანკოვიჩი "ინტერში", ლამპარდი "ჩელსიში" და ალონსო - "რეალში" - ყველანი საკუთარი ქმედებებით გამოირჩეოდნენ და ამით მოწინააღმდეგეზე ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. შვაინშტაიგერს კი ამის ძალა ნამდვილად შესწევს.
სტატიები
19 კომენტარი
№1
ავტორი: LASHQARA
24 ივნისი 2016 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
გვჭირდება ამ კაცის გამოცდილება მინიმუმ სხვა პლიუსებს რო არ შევეხოთ love am
0
№2
ავტორი: de gea1
24 ივნისი 2016 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
კიდე 2-3 წელი და მერე იქნება გადამწყვეტი ფიგურა, უბრალოდ ესეტი ფეხბურთელები თავისი გამოცდილებით თუ დაეხმარებიან გუნდს
0
№3
ავტორი: hemi
24 ივნისი 2016 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 738
მე მგონია რო ამას სერიოზულად გამოიყენებს ჟოზე, ძაან მაგარი ფეხბურთელია რა ამის ტრანსფერზე მეტად ამ 3 წელიწადში არაფერი გამხარებია და იმედი მაქვს დაამტკიცებს ვინ არის და რა შეუძლია
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
24 ივნისი 2016 20:34
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საბოლოოდ შეერთდა მათი გზები!! მოუ და ბასტიანი ერთ გუნდში არიან
ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, ხასიათითაც მომწონს ეს კაცი და მინიმუმ მომდევნო 2 სეზონი აუცილებლად უნდა დარჩეს!!!
0
№5
ავტორი: U N I T E D
24 ივნისი 2016 20:58
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 165
ჩემი აზრით გადამწყვეტი ფუგურაა

ჩემი აზრით გადამწყვეტი ფუგურაა
0
№6
ავტორი: t123123
24 ივნისი 2016 21:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 381
დარჩიი!!!!!!!
0
№7
ავტორი: Old Red Devil
24 ივნისი 2016 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 986
ხუმრობთ თუ რა არის? რა ბასტიანი კარგით რა.რისი გამკეთებელია.მასეთი კერიკი გვყავს უკვე. აღარაა დრო ასაკიანი ლეწვადი იგროკების რომლებიც ბალანსს იცავენ.გუნდში ამაზე უფრო სასარგებლო ცენტრებიც არიან. ეს და შნაიდერა ნარდად არ ისმახურებენ სასტარტოს. თუმც მამენტ გაშვებაც არ ვარგა. კონკურენცია უნდა იყოს
0
№8
ავტორი: tedore
24 ივნისი 2016 21:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ძალიან მომწონს ბასტი და ყოველთვის მომწონდა სამწუხაროა რომ წინა სეზონში არ გაუმართლა და დიდი დრო ლაზარეთში გაატარა...იმედია ახალ სეზონში კიდევ დაამტკიცებს თუ რას წარმოადგენს Basti-Fantastic
0
№9
ავტორი: ikeoni
24 ივნისი 2016 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Bastis didi imedi maqvs❤️
0
№10
ავტორი: Iunaitedi
24 ივნისი 2016 22:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1311
asakshi roa fexburteli da mitumetes eseti gamocdili da kargi fexburteli sajiroa naxevarshi.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top